თბილისი --:--
ახლა. მოვლენათა ეპიცენტრში
LIVE
ნინო ჯღარკავა ლაზარე ჯორბენაძის აუდიოჩანაწერზე: მსგავსი ბოდვა არსად მომისმენია – საიდუმლო დოკუმენტი სად ინახება? ვერ გეტყვი, ეგ საიდუმლოაო; პრემიერის ხელმოწერილი დოკუმენტები სად უნდა იყოს თუ არა კანცელარიაში, ცალკე გვირაბია გათხრილი, ოქროს გასაღები ადევს და დევი იცავს ცხრაკლიტულს ზაალ ანჯაფარიძე: ფბ-ზე გადავაწყდი სააკაშვილის ერთ-ერთი დღემდე დაუსჯელი ჯალათის ნიკა გვარამიას მუქარას ნინო წილოსანის მიმართ – ხელისუფლებაში დავბრუნდები, დაგიჭერ, ყველაფერს გათქმევინებ. მყისიერად გაცოცხლდა მეხსიერებაში სისხლიანი 8 წელი ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, მარიამ ქვრივიშვილმა, პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძესთან ერთად კაჭრეთში „ამბასადორის საავიაციო სოფელი“ გახსნა. პროექტი, საქართველოში მცირე ავიაციის პოპულარიზაციას, საავიაციო ტურიზმის განვითარებასა და ქვეყნის საავიაციო რუკაზე კახეთის ახალ მიმართულებად დამკვიდრებას ისახავს მიზნად. დავით ნებიერიძე სააკაშვილზე: მისი ქმედებები უკიდურესად საზიანოა რეჟიმის წინააღმდეგ ბრძოლისთვის, თუმცა კიდევ უფრო საინტერესოა, როგორ ხსნიან ამას მისი მხარდამჭერები “ასავალ/დასავალის” ჟურნალისტი დომენტი ჩუბინიძე: ან მე, ან ღარიბაშვილმა, ან ნანუკა ჟორჟოლიანმა რა უნდა ვიცოდეთ ლაზარე ჯორბენაძეზე? ზეგ გამოქვეყნდება მისი მეორე მეუღლის, მზეონა ჟიჟილაშვილის ინტერვიუ, რომელიც ამტკიცებს, რომ ისაა ნამდვილი ცოლი
პოლიტიკა

ევროპარლამენტის რეზოლუცია საქართველოს ხელისუფლებას მოუწოდებს საბჭოთა პერიოდთან დაკავშირებულ არქივებზე სრული წვდომა დაუშვას

ევროპარლამენტის რეზოლუცია საქართველოს ხელისუფლებას მოუწოდებს საბჭოთა პერიოდთან დაკავშირებულ არქივებზე სრული წვდომა დაუშვას

“[რეზოლუცია] ხაზს უსვამს, რომ საბჭოთა ოკუპაციისა და მისი გრძელვადიანი შედეგების შესახებ საფუძვლიანი აკადემიური კვლევის, ისტორიული განათლებისა და საზოგადოებრივი ცნობიერების ნაკლებობა ხელს უწყობს ისტორიული მანიპულაციებისა და დეზინფორმაციული კამპანიების გავრცელებას, რასაც რუსეთის ფედერაცია იყენებს ქართული საზოგადოების ევროატლანტიკური მისწრაფებების შესასუსტებლად; შესაბამისად, აღნიშნავს აკადემიური კვლევის, დოკუმენტირების და ცოდნის გავრცელების მნიშვნელობას საქართველოს ისტორიის შესახებ საბჭოთა ოკუპაციის პერიოდში, მათ შორის, პოლიტიკური რეპრესიების, მასობრივი დახვრეტების, საბჭოთა-რუსული ოკუპაციის წინააღმდეგ ბრძოლის ისტორიის, აგრეთვე ამ მოვლენების კოლექტიურ მეხსიერებაში აღდგენის კუთხით; სინანულს გამოთქვამს, რომ ბოლო წლებში, სულ მცირე, ხელისუფლების პასიური თანხმობის პირობებში, შეინიშნება მცდელობები კომუნისტური დანაშაულების მნიშვნელობის დაკნინებისა და დესტალინიზაციის პროცესის უკუქცევის მიმართულებით; ამასთან დაკავშირებით, ხაზს უსვამს საბჭოთა ოკუპაციის, მისი პოლიტიკური, სამართლებრივი და მორალური შედეგების შესწავლაში ისეთი დამოუკიდებელი ისტორიკოსების, მკვლევრებისა და სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების მნიშვნელოვან როლს, როგორიცაა “სოვლაბი”.” – აღნიშნულია რეზოლუციაში.

დოკუმენტში შეშფოთებაა გამოთქმული საბჭოთა ოკუპაციის პერიოდში ჩადენილ რეპრესიებსა და დანაშაულებთან დაკავშირებულ არქივებზე წვდომის შეზღუდვის გამო.

“მოუწოდებს წევრ სახელმწიფოებში მოქმედ შესაბამის ინსტიტუტებს, რომლებიც საბჭოთა ოკუპაციის, კომუნისტური დანაშაულებისა და სხვა ტოტალიტარული რეჟიმების შედეგების დოკუმენტირებით არიან დაკავებული, გააღრმაონ თანამშრომლობა თავიანთ ქართველ პარტნიორებთან, მხარი დაუჭირონ ერთობლივ კვლევით პროექტებს და მონაწილეობა მიიღონ საგანმანათლებლო პროგრამებსა და ინიციატივებში, რომლებიც მიზნად ისახავს საქართველოს ისტორიის ამ პერიოდის გამოვლენას, დოკუმენტირებასა და მის შესახებ ცოდნის გავრცელებას; შეშფოთებას გამოხატავს საბჭოთა ოკუპაციის პერიოდში ჩადენილ რეპრესიებსა და დანაშაულებთან დაკავშირებულ არქივებზე წვდომის სისტემატური შეზღუდვის გამო; მოუწოდებს საქართველოს ხელისუფლებას, უზრუნველყოს საბჭოთა პერიოდთან დაკავშირებულ არქივებზე სრული, გამჭვირვალე და არადისკრიმინაციული წვდომა მეცნიერების, მკვლევრებისა და სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებისთვის.” – ვკითხულობთ ევროპარლამენტის მიერ მიღებულ რეზოლუციაში.

მსგავსი სიახლეები.

ნინო ჯღარკავა ლაზარე ჯორბენაძის აუდიოჩანაწერზე: მსგავსი ბოდვა არსად მომისმენია – საიდუმლო დოკუმენტი სად ინახება? ვერ… პოლიტიკა

ნინო ჯღარკავა ლაზარე ჯორბენაძის აუდიოჩანაწერზე: მსგავსი ბოდვა არსად მომისმენია – საიდუმლო დოკუმენტი სად ინახება? ვერ გეტყვი, ეგ საიდუმლოაო; პრემიერის ხელმოწერილი დოკუმენტები სად უნდა იყოს თუ არა კანცელარიაში, ცალკე გვირაბია გათხრილი, ოქროს გასაღები ადევს და დევი იცავს ცხრაკლიტულს

23 წთ წინ2 წთ
ზაალ ანჯაფარიძე: ფბ-ზე გადავაწყდი სააკაშვილის ერთ-ერთი დღემდე დაუსჯელი ჯალათის ნიკა გვარამიას მუქარას ნინო წილოსანის მიმართ… პოლიტიკა

ზაალ ანჯაფარიძე: ფბ-ზე გადავაწყდი სააკაშვილის ერთ-ერთი დღემდე დაუსჯელი ჯალათის ნიკა გვარამიას მუქარას ნინო წილოსანის მიმართ – ხელისუფლებაში დავბრუნდები, დაგიჭერ, ყველაფერს გათქმევინებ. მყისიერად გაცოცხლდა მეხსიერებაში სისხლიანი 8 წელი

6 სთ წინ1 წთ
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, მარიამ ქვრივიშვილმა, პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძესთან ერთად კაჭრეთში… პოლიტიკა

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, მარიამ ქვრივიშვილმა, პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძესთან ერთად კაჭრეთში „ამბასადორის საავიაციო სოფელი“ გახსნა. პროექტი, საქართველოში მცირე ავიაციის პოპულარიზაციას, საავიაციო ტურიზმის განვითარებასა და ქვეყნის საავიაციო რუკაზე კახეთის ახალ მიმართულებად დამკვიდრებას ისახავს მიზნად.

17 სთ წინ2 წთ