— თბილისი --:--
ახლა. მოვლენათა ეპიცენტრში
LIVE
ნინო ფოჩხუა: პრემიერი დაგვპირდა, რომ მომდევნო წლებშიც მთავრობა მაქსიმალურად ეცდება, 70 წლამდე პენსიონერებს პენსია ინდექსაციის წესის მიღმა გაუზარდონ ლიზა გეგეჭკორი: პრემიერი ატარებს ბრიფინგს პენსიების გაზრდის და სოციალური საკითხების გააქტიურების თემაზე, ამ ფონზე, გამოდიან მარტა კოსი და სხვები და დაგვძახიან, რომ ჩვენი ხელისუფლებაა აცდენილი ევროპულ გზას და უკრაინის ხელისუფლებაა ევროპის რელსებზე შემდგარი ლადო სადღობელაშვილი: სანამ სხვები პოპულისტობენ ხელისუფლება მოქმედებს – სწორედ ასე შეიძლება შეფასდეს პრემიერის ინიციატივა პენსიონერების მხარდასაჭერად. ირაკლი კობახიძის გადაწყვეტილებით, 70 წლამდე ასაკის პენსიონერებისთვის პენსია კანონით გათვალისწინებული 20 ლარის ნაცვლად 45 ლარით გაიზრდება ნიკოლოზ მეტრეველი : მივესალმები საქართველოს პრემიერ-მინისტრის, გადაწყვეტილებას,  70 წლამდე ასაკის პენსიონერებს, პენსია დაგეგმილი 20 ლარის ნაცვლად, 45 ლარით გაეზრდებათ დავით ჩიხელიძე: 70 წლამდე პენსიონერებისთვის პენსიის 45 ლარით ზრდა, ნაცვლად 20 ლარისა, წინ გადადგმული მნიშვნელოვანი ნაბიჯია და კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს იმას, რომ მოქალაქეებზე ზრუნვა ხელისუფლების საქმიანობის განუყოფელი ნაწილია
მსოფლიო

„ევროპის სახალხო პარტიამ“ ტიმოშენკოს საქმესთან დაკავშირებით რეზოლუცია მიიღო, რომელშიც ოპოზიციის ლიდერების პოლიტიკურად მოტივირებული დევნა დაგმო და უკრაინის ხელისუფლებას მოუწოდა, არასოდეს გამოიყენოს სისხლის სამართლის მართლმსაჯულება დემოკრატიულ ოპოზიციაზე პოლიტიკური ზეწოლის ინსტრუმენტად

„ევროპის სახალხო პარტიამ“ ტიმოშენკოს საქმესთან დაკავშირებით რეზოლუცია მიიღო, რომელშიც ოპოზიციის ლიდერების პოლიტიკურად…

„ევროპის სახალხო პარტიამ“ (EPP) ვენაში გამართულ პოლიტიკურ ასამბლეაზე მხარი დაუჭირა რეზოლუციას, რომელშიც საუბარია უკრაინაში მრავალპარტიული დემოკრატიისა და პოლიტიკური პლურალიზმის დაცვის მნიშვნელობაზე. ინფორმაციას უკრაინული მედია ოპოზიციურ პარტია „ბატკივშჩინას“ განცხადებაზე დაყრდნობით ავრცელებს.

როგორც აღინიშნა, „ევროპის სახალხო პარტიამ“ ერთხმად მიიღო რეზოლუცია „უკრაინის ევროპული მომავალი, დემოკრატიული სტაბილურობა და პოლიტიკური პლურალიზმი“. ეს რეზოლუცია იულია ტიმოშენკოს საქმეზე რეაქცია იყო, რომელსაც თავად „ბატკივშჩინას“ ლიდერი პოლიტიკურ დევნას უწოდებს.

„ევროპის სახალხო პარტიამ“ დაგმო ოპოზიციის ლიდერების პოლიტიკურად მოტივირებული დევნა და უკრაინის ხელისუფლებას მოუწოდა, არასოდეს გამოიყენოს სისხლის სამართლის მართლმსაჯულება დემოკრატიულ ოპოზიციაზე პოლიტიკური ზეწოლის ინსტრუმენტად“, – ნათქვამია პარტიის განცხადებაში.

დოკუმენტში ასევე ხაზგასმულია „მრავალპარტიული დემოკრატიისა და საპარლამენტო პოლიტიკური პლურალიზმის დაცვის მნიშვნელობა, როგორც უკრაინის დემოკრატიული განვითარების და მისი ევროპული მომავლის განუყოფელი ელემენტებისა“.

აღსანიშნავია, რომ „ევროპის სახალხო პარტია“ (EPP) ევროპის კონტინენტზე ყველაზე დიდი და გავლენიანი პოლიტიკური ძალაა.