— თბილისი --:--
ახლა. მოვლენათა ეპიცენტრში
LIVE
კიევის მერი აცხადებს, რომ ზამთრისთვის არასათანადო მომზადების გამო ზელენსკი თანამდებობიდან მის გადაყენებას ცდილობს ალუდა ღუდუშაური: პირადი წყენა შეიძლება მივუტევოთ და ვაპატიოთ, მაგრამ კომპრომისი ქვეყნის ინტერესებთან გამორიცხულია ლადო სადღობელაშვილი: ბიძინა ივანიშვილი არსად წასულა და არც არასდროს წავა თავისი ხალხის გვერდიდან. ის ყოველთვის იქ არის, სადაც საქართველოს და ჩვენს საზოგადოებას ყველაზე მეტად სჭირდება. სწორედ მის ირგვლივ, მის მიმართ უსაზღვრო ნდობასა და პატივისცემაშია გაერთიანებული ჩვენი მოსახლეობა თორნიკე ფაღავა: საქართველო ვერ გახდება ვერც ბუფერული ზონა და ვერც რუსეთის შემაკავებელი ფაქტორი, ვერც სუვერენიტეტს დათმობს და სახელმძღვანელოდ ვერ გაიხდის რეზოლუციებს, რომელიც სააკაშვილს – დადასტურებულ დამნაშავეს, პოლიტპატიმრად გვიცხადებს ლევან მახაშვილი: ევროპარლამენტმა თავი უნდა დაანებოს საქართველოს შიდა საქმეებში გაუმართლებელ, არაპროპორციულ ჩარევას. პატივი უნდა სცეს საქართველოს სუვერენიტეტს და ხალხის ნებას
პოლიტიკა

Financial Times: ევროპას სასწრაფოდ სჭირდება ამერიკული გიგანტების, Visa-სა და Mastercard-ზე დამოკიდებულების შემცირება

Financial Times: ევროპას სასწრაფოდ სჭირდება ამერიკული გიგანტების, Visa-სა და Mastercard-ზე დამოკიდებულების შემცირება
JPG resized with https://ezgif.com/resize

გამოცემა Financial Times-ი წერს, რომ ევროპას „სასწრაფოდ“ სჭირდება ალტერნატიული გადახდის სისტემა Visa და Mastercard-ის ნაცვლად, რადგან არსებობს შიში, რომ ამერიკული კომპანიების დომინაცია შესაძლოა იარაღად იქცეს იმ შემთხვევაში, თუ ტრანსატლანტიკური ურთიერთობები გაუარესდება.

სტატიაში აღნიშნულია, რომ ევროპული საბანკო სისტემა მნიშვნელოვნად არის დამოკიდებული აშშ-ის გადახდის გიგანტებზე. ევროპული გადახდების ინიციატივის (EPI) ხელმძღვანელმა, მარტინა ვაიმერტმა განაცხადა, რომ ევროპას არ გააჩნია საზღვარგარეთული გადახდის ალტერნატივა.

„ჩვენ ძალიან დამოკიდებულები ვართ საერთაშორისო გადახდის სისტემებზე. დიახ, გვაქვს ეროვნული გადახდის სისტემები, როგორიც არის შიდა გადახდის ბარათის სქემები, მაგრამ არ გაგვაჩნია საზღვრების გადამკვეთი, ერთიანი ევროპული გადახდის სისტემა. თუ ვამბობთ, რომ დამოუკიდებლობა მნიშვნელოვანია და ყველამ ვიცით, რომ ეს დროის საკითხია…. სასწრაფოდ გვჭირდება ზომების მიღება“, – განაცხადა ვაიმერტმა.

გამოცემის ცნობით, ნაღდი ფულის შემცირების ფონზე, ევროპელი ოფიციალური პირები სულ უფრო მეტად შიშობენ, რომ აშშ-ის გადახდის კომპანიების ძალაუფლება შესაძლოა გამოყენებული იყოს ზეწოლის იარაღად, თუ ურთიერთობები სერიოზულად გაუარესდება.

ამ საფრთხეზე საუბრობენ როგორც საბანკო სექტორის წარმომადგენლები, ასევე ევროკავშირის მაღალი რანგის ყოფილი ოფიციალური პირები.

მსგავსი სიახლეები.

კიევის მერი აცხადებს, რომ ზამთრისთვის არასათანადო მომზადების გამო ზელენსკი თანამდებობიდან მის გადაყენებას ცდილობს პოლიტიკა

კიევის მერი აცხადებს, რომ ზამთრისთვის არასათანადო მომზადების გამო ზელენსკი თანამდებობიდან მის გადაყენებას ცდილობს

47 წთ წინ1 წთ
ალუდა ღუდუშაური: პირადი წყენა შეიძლება მივუტევოთ და ვაპატიოთ, მაგრამ კომპრომისი ქვეყნის ინტერესებთან გამორიცხულია პოლიტიკა

ალუდა ღუდუშაური: პირადი წყენა შეიძლება მივუტევოთ და ვაპატიოთ, მაგრამ კომპრომისი ქვეყნის ინტერესებთან გამორიცხულია

4 სთ წინ6 წთ
ლადო სადღობელაშვილი: ბიძინა ივანიშვილი არსად წასულა და არც არასდროს წავა თავისი ხალხის გვერდიდან. ის ყოველთვის იქ არის… პოლიტიკა

ლადო სადღობელაშვილი: ბიძინა ივანიშვილი არსად წასულა და არც არასდროს წავა თავისი ხალხის გვერდიდან. ის ყოველთვის იქ არის, სადაც საქართველოს და ჩვენს საზოგადოებას ყველაზე მეტად სჭირდება. სწორედ მის ირგვლივ, მის მიმართ უსაზღვრო ნდობასა და პატივისცემაშია გაერთიანებული ჩვენი მოსახლეობა

5 სთ წინ2 წთ