გამოცემა Foreign Affairs-ი უკრაინის სამშვიდობო გეგმაში გათვალისწინებულ უსაფრთხოების გარანტიებს აკრიტიკებს.
გამოცემა წერს, რომ საუკეთესო გარანტია თავად უკრაინის არმიის გაძლიერებაა, რასაც დიდი თანხები და გრძელვადიანი სამხედრო დახმარება დასჭირდება.
სტატიაში ნათქვამია, რომ არც ევროპას, და არც შეერთებულ შტატებს არ სურთ უკრაინის მხარეს იომონ, იმ შემთხვევაში თუ ომის დასრულების შემდეგ რუსეთი ახალ აგრესიას დაიწყებს.
გამოცემა არც იმას გამორიცხავს, რომ უკრაინისთვის მიცემული უსაფრთხოების გარანტიები არასაკმარისი იყოს ან შეერთებულმა შტატებმა მოგვიანებით გააუქმოს.




