გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის დაკვეთით, წალენჯიხის მუნიციპალიტეტის სოფელ ჯგალის 24-საათიანი წყალმომარაგების პროექტირება მიმდინარეობს

ინფრასტრუქტურის სამინისტროს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის დაკვეთით, წალენჯიხის მუნიციპალიტეტის სოფელ ჯგალის 24-საათიანი წყალმომარაგების პროექტირება მიმდინარეობს. პროექტირების ეტაპი და მიმდინარე სამუშაოები ადგილობრივ მოსახლეობას სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულმა, წალენჯიხის მერმა და გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის რეგიონულმა მენეჯერმა გააცნეს.

პროექტირების სამუშაოების დასრულების შემდეგ, დაიწყება ტენდერი სამშენებლო სამუშაოებზე, რაც 40 კილომეტრამდე ქსელის გაყვანას, ჭაბურღილების მოწყობასა და სხვა სამუშაოებს მოიცავს. პროექტის დასრულების შემდეგ 650-მდე ოჯახი უწყვეტ წყალმომარაგებას მიიღებს.

უახლესი

მსგავსი სტატიები