— თბილისი --:--
ახლა. მოვლენათა ეპიცენტრში
LIVE
გიორგი გამსახურდია: ზვიად გამსახურდიას კადრები არ უვარგოდა, ზვიად გამსახურდიას პუტჩი მოუწყო „მრგვალმა მაგიდამ“, ეს ნარატივები აქვთ პირიქეთა და პირაქეთა პუტჩისტებს, რომელი კადრები არ უვარგოდა ზვიადს? ცოტნე ანანიძე: ფაქტია, მატჩი თურქეთში გულშემატკივართა აგრესიის რისკის გამო არ ჩატარდა, ასევე ფაქტია, აგრესია და წესრიგის დარღვევა იყო ბათუმში პოლიციის ადეკვატური მოქმედების საფუძველი და მინიმალური ძალით აღკვეთეს პროვოკაციები. სხვა მიზეზი უბრალოდ არ არსებობს, მით უფრო მეგობრულ-მეზობლურ ურთიერთობებში ზურაბ პატარაძე: შეხვედრა გავმართე თურქეთის რესპუბლიკის ელჩთან, მუსტაფა თურქერ არისთან, რომელთანაც დეტალურად განვიხილე გუშინ, საფეხბურთო მატჩის დაწყებამდე და მატჩის მიმდინარეობისას განვითარებული მოვლენები ლევან მაჭავარიანი ზურაბაშვილი-გალუზინის შეხვედრისას რუსეთის პოზიციაზე: ამოვარდნილია ლოგიკიდან, როცა არგუმენტის გარეშე ამბობ, რომ უნდა დავასანქცირო ქართული პროდუქცია, მეორე მხრივ კი უნივერსიტეტებმა უნდა იმეგობრონ – თეორიულად რომ წარმოვიდგინოთ, რომ ასე მოხდა, აგენტურულ ოპოზიციას დამატებითი ჟანგბადი უნდა მიეცეს, რაც ბევრ კითხვის ნიშანს აჩენს თენგიზ შარმანაშვილი: რუსების პოზიცია რბილად რომ ვთქვათ, არალოგიკურია – დავასანქცირებ, არ მივცემ საშუალებას რომ თავისუფლად ივაჭრონ, შევავიწროვებ დასაბუთების გარეშე და მოდი, ამის ფონზე, უნივერსიტეტებმა იმეგობრონ. ასეთი ტიპის ნარატივი, შეიძლება მართლაც გამოადგეს აგენტურულ ოპოზიციას
მსოფლიო

გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტრო ბავშვის რეგისტრაციის ერთ-ერთ ფორმაში ითხოვს დაზუსტდეს, იყო თუ არა დედა ბავშვის დაბადების მომენტში „მამაკაცი“

გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტრო ბავშვის რეგისტრაციის ერთ-ერთ ფორმაში ითხოვს დაზუსტდეს, იყო თუ არა დედა ბავშვის…

გერმანული მედიის ცნობით, საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ შემუშავებული დაბადების რეგისტრაციის ერთ-ერთი აქტი, ბავშვის დაბადების მომენტში დედის სქესის დაზუსტებას ითხოვს.

კერძოდ, Welt-ის ინფორმაციით, აშშ-ში, გერმანიის წარმომადგენლობების ვებგვერდზე განთავსებულია სამინისტროს მიერ შემუშავებული რეგისტრაციის აღნიშნული ფორმა წყვილებისთვის, რომლებსაც ბავშვი საზღვარგარეთ შეეძინათ.
“ეჭვი, თითქოს ფორმის ავტორებს ბიოლოგიურ სქესსა და „გენდერს“ შორის განსხვავების განსაზღვრისას შეცდომა მოუვიდათ, გამორიცხულია, რადგან საგარეო უწყების ფორმაზე შეკითხვა მკაფიოდ და ერთმნიშვნელოვნად არის ფორმულირებული. შესაბამისად, გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტროს სურს იცოდეს, ახალშობილის ბიოლოგიური დედა ქალი იყო, კაცი თუ – “მრავალფეროვანი”.

იგივე ეხება მამასაც: განმცხადებელმა ასევე უნდა მიუთითოს, არის თუ არა ის „მამრობითი“, „მდედრობითი სქესის“ თუ „მრავალფეროვანი“; „პასუხის არარსებობა“ ასევე ვარიანტია. ფორმა ითვალისწინებს იგივე ოთხ ვარიანტს ბავშვისთვის, რომელიც, საგარეო საქმეთა სამინისტროს თანახმად, როგორც ჩანს, შეიძლება დაბადებიდანვე იყოს „მრავალფეროვანი“ და არა მხოლოდ ბიჭი ან გოგო.” – აღნიშნავს გამოცემა.

უფრო კრიტიკულია “Kettner Edelmetalle”, რომელიც ამ ჩანაწერს ბიუროკრატიულ სიგიჟეს უწოდებს.

გამოცემის თანახმად, “რაც ცუდ ხუმრობას ჰგავს, გერმანიის სამთავრობო უწყებებში მწარე რეალობაა”. როგორც სტატიაში ვკითხულობთ, საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ საზღვარგარეთ დაბადებული ბავშვების რეგისტრაციის ფორმა, “თავბრუსხვევას გამოიწვევს ყველა იმ ადამიანში, ვისაც საღი აზრის ნატამალი მაინც შერჩენია”.

გამოცემა აღნიშნავს, რომ სახეზეა გერმანული ოფიციალური ფორმების აბსურდული რეალობა და სვამს კითხვას: “ბიოლოგია მთლიანად მოძველდა გერმანულ ბიუროკრატიაში?”

https://www.welt.de/politik/deutschland/plus69819987fa531953d5219da9/gender-sensibel-jetzt-fragt-das-auswaertige-amt-ob-die-mutter-bei-geburt-des-kindes-maennlich-war.html