თბილისი --:--
ახლა. მოვლენათა ეპიცენტრში
LIVE
ლევან სანიკიძე: დღევანდელი მდგომარეობით პარტიის ყოველდღიურ მენეჯმენტში ნაკლებად ვარ ჩართული. დროებითი პაუზის აღება, ჩემთვისაც მნიშვნელოვანი იყო Politico: პოლონეთში ანტიუკრაინული განწყობა ძალადობაში გადაიზარდა ცოტნე ანანიძე: იქმნება შთაბეჭდილება, რომ ღარიბაშვილი და სააკაშვილი, ციხეში, ერთმანეთს გადაძახილებით ეხმარებიან პოლიტიკური წერილების წერაში დავით ჩიხელიძე: თუ ეს ორი ნარატივი ერთმანეთთან მჭიდროდ იქნება დაკავშირებული, საზოგადოებისთვის AfD-ის წინააღმდეგ მკაცრი ნაბიჯების გამართლება გაცილებით მარტივი გახდება- რუსეთი არის საფრთხე, AfD კი ძალა, რომელიც ამ საფრთხესთან კავშირშია გია აბაშიძე: გერმანიაში ერთი სულ უფრო თვალსაჩინო პარადოქსი იკვეთება: რაც უფრო ძლიერდება „ალტერნატივა გერმანიისთვის“ (AfD), მით უფრო მძაფრდება რუსული საფრთხის, ჰიბრიდული ომის, დივერსიებისა და ეროვნული უსაფრთხოების რიტორიკა
პოლიტიკა

გია აბაშიძე: ევროჩინოსანთა თავხედობა ისეთ ჭაობშია, რომ ლგბტ პროპაგანდაში საქართველოს საპატრიარქოს ჩართვას ცდილობდნენ, მტკიცე უარის გამო კი ევროპარლამენტის ბოლო რეზოლუციაში ჩვენი დედა ეკლესია ე.წ. “რუსულ გავლენებს” დაუკავშირეს

გია აბაშიძე: ევროჩინოსანთა თავხედობა ისეთ ჭაობშია, რომ ლგბტ პროპაგანდაში საქართველოს საპატრიარქოს ჩართვას ცდილობდნენ…

„ევროჩინოსანთა თავხედობა ისეთ ჭაობშია, რომ ლგბტ პროპაგანდაში საქართველოს საპატრიარქოს ჩართვას ცდილობდნენ, მტკიცე უარის გამო კი ევროპარლამენტის ბოლო რეზოლუციაში ჩვენი დედა ეკლესია ე.წ. “რუსულ გავლენებს” დაუკავშირეს.
მტკიცე შთაბეჭდილება იქმნება, რომ ევროკრატია ამას არა მხოლოდ მისი ენითაუწერელი ტოქსიკური სიბეცით სჩადის, არამედ მასში ჩაბუდებული ანტიქრისტიანი ნეოსოვიეტიკუსების, კოლექტიური კუბილიუსებისა და იუკნევიჩიანების გამოც.
შესაბამისად, როცა საქართველოს ყველაზე ავტორიტეტული ინსტიტუტი, ეკლესია ეწინააღმდეგება უბინძურესი იდეოლოგიების საქართველოს თავზე მოხვევას, მის წინააღმდეგ ილაშქრებენ ბრიუსელი და ნაცსექტის ნეოტროცკისტები.
“ქართული ოცნების“ საპარლამეენტო ფრაქციის თავმჯდომარემ, ირაკლი კირცხალიამ ლგბტ პროპაგანდაში ქართული ეკლესიის ჩართვის მცდელობასთან დაკავშირებით დეკანოზ ანდრია ჯაღმაიძის განცხადებაზე საუბრისას აღნიშნა: “უტევდნენ, უტევენ და შეუტევენ, მაგრამ ეს ძალიან კონტრპროდუქტიულია მათთვის. მათი ასეთი ქმედებების შედეგად ვხედავთ შემდეგ იმ პასუხს საზოგადოების მხრიდან. საპატრიარქოც, ხელისუფლებაც, საზოგადოებაც და ჩვენი ქვეყანაც ყოველთვის იქნება თავაწეული, მოწოდების სიმაღლეზე და დაიცავს თავის ღირსებას, სარწმუნოებას და იდენტობას“.
ლგბტ პროპაგანდაში ქართული ეკლესიის ჩართვის მცდელობასა და დახურული შეხვედრების დეტალებზე “იმედის კვირის“ ექსკლუზიურ ინტერვიუში დეკანოზმა ანდრია ჯაღმაიძემ ისაუბრა. მან თქვა, რომ ეკლესიას ევროპიდან ლგბტ პროპაგანდაში დახმარებას სთხოვდნენ. საქართველოში ამ მოთხოვნით, ბელგიის საგარეო საქმეთა მაშინდელი მინისტრი იყო ჩამოსული. ბრიუსელში კი შეხვედრა გაიმართა ანდიურს კუბილიუსთან და რასა იუკნევიჩეინესთან. მათ საქართველოს საპატრიარქოსგან უარი მიიღეს.“ – წერს აბაშიძე.