„როგორ იქცევა სტარმერის ფსევდოდემოკრატიული მთავრობა, როცა ხალხის სამართლიან მოთხოვნებს არ ითვალისწინებს და არეულობები უნდა ჩაახშოს? სოცმედია უნდა შეზღუდოს! აბა რაა, მასკიც ხომ “პრორუსულია”. ამაზე გორბაჩოვის ეპოქაში დაწინაურებული ევროკრატები წამითაც კი არ “შეშფოთდებიან”. საქართველო კი თურმე “უკუსვლაშია” ევროფარისევლების გამრუდებულ სამყაროში.
ბრიტანეთის ლეიბორისტული მთავრობა ბელფასტში მომხდარი თავდასხმისა და შემდგომი არეულობების ფონზე სოციალური მედიის უფრო მკაცრი რეგულირებისკენ მიდის, რასაც კრიტიკოსები ცენზურის გაფართოებად აფასებენ.
ტექნოლოგიების მინისტრმა განაცხადა, რომ მომავალ კვირას პარლამენტს წარედგინება ცვლილებები, რომლებიც სოციალური მედიის პლატფორმებს ავალდებულებს უფრო სწრაფად წაშალონ პოსტები, რომლებიც ძალადობას ან არეულობას ახალისებს “კრიზისის პერიოდში“.
ცვლილებები ეხება, მათ შორის, X-ს. გეგმის მიხედვით, კომუნიკაციების მარეგულირებელ ორგანოს, Ofcom-ს, მეტი ძალაუფლება ექნება. კომპანიებს შეიძლება დაეკისროთ ჯარიმები გლობალური შემოსავლის 10%-მდე, ხოლო უკიდურეს შემთხვევაში ხელმძღვანელების წინააღმდეგ სისხლისსამართლებრივი ზომებიც კი იქნას გამოყენებული.
ასევე განიხილება “კრიზისული რეაგირების ჯგუფების“ შექმნა სოციალურ ქსელებში და პირდაპირი საკომუნიკაციო არხების არსებობა პოლიციასთან.“ – წერს აბაშიძე.
გია აბაშიძე: როგორ იქცევა სტარმერის ფსევდოდემოკრატიული მთავრობა, როცა ხალხის სამართლიან მოთხოვნებს არ ითვალისწინებს და არეულობები უნდა ჩაახშოს? სოცმედია უნდა შეზღუდოს! აბა რაა, მასკიც ხომ “პრორუსულია”. ამაზე გორბაჩოვის ეპოქაში დაწინაურებული ევროკრატები წამითაც კი არ “შეშფოთდებიან”. საქართველო კი თურმე “უკუსვლაშია” ევროფარისევლების გამრუდებულ სამყაროში
მსგავსი სიახლეები.
პოლიტიკა
ნინო ფოჩხუა: პრემიერი დაგვპირდა, რომ მომდევნო წლებშიც მთავრობა მაქსიმალურად ეცდება, 70 წლამდე პენსიონერებს პენსია ინდექსაციის წესის მიღმა გაუზარდონ
პოლიტიკა
ლიზა გეგეჭკორი: პრემიერი ატარებს ბრიფინგს პენსიების გაზრდის და სოციალური საკითხების გააქტიურების თემაზე, ამ ფონზე, გამოდიან მარტა კოსი და სხვები და დაგვძახიან, რომ ჩვენი ხელისუფლებაა აცდენილი ევროპულ გზას და უკრაინის ხელისუფლებაა ევროპის რელსებზე შემდგარი
პოლიტიკა