— თბილისი --:--
ახლა. მოვლენათა ეპიცენტრში
LIVE
დიმიტრი სამხარაძე: განულებული ოპოზიციის მარცხით გამწარებულები ჩვენს გუნდში ცდილობენ ლაჩრების პოვნას და გუნდის წინააღმდეგ ალაშქრებას- “ქართული ოცნების“ არცერთ ერთგულ ჯარისკაცს არ ვუვიწყებთ ბრძოლას, მაგრამ გუნდისთვის ზიანის მომტანებს, მოსყიდულებს მოვექცევით ისე, როგორც იმსახურებენ ზურაბ გირჩი ჯაფარიძე თურქეთის აეროპორტში დააკავეს კიევის მერი აცხადებს, რომ ზამთრისთვის არასათანადო მომზადების გამო ზელენსკი თანამდებობიდან მის გადაყენებას ცდილობს ალუდა ღუდუშაური: პირადი წყენა შეიძლება მივუტევოთ და ვაპატიოთ, მაგრამ კომპრომისი ქვეყნის ინტერესებთან გამორიცხულია ლადო სადღობელაშვილი: ბიძინა ივანიშვილი არსად წასულა და არც არასდროს წავა თავისი ხალხის გვერდიდან. ის ყოველთვის იქ არის, სადაც საქართველოს და ჩვენს საზოგადოებას ყველაზე მეტად სჭირდება. სწორედ მის ირგვლივ, მის მიმართ უსაზღვრო ნდობასა და პატივისცემაშია გაერთიანებული ჩვენი მოსახლეობა
პოლიტიკა

გიორგი ჩაკვეტაძე: საგანმანათლებლო პროგრამები უნივერსიტეტების მიხედვით გადანაწილდება და თითოეული მათგანი უნიკალურ პროგრამას განახორციელებს. ამ რეფორმით, საქართველოს საუნივერსიტეტო სივრცე შეძლებს თავისი კუთვნილი ადგილი განიმტკიცოს საერთაშორისო აკადემიაში

გიორგი ჩაკვეტაძე: საგანმანათლებლო პროგრამები უნივერსიტეტების მიხედვით გადანაწილდება და თითოეული მათგანი უნიკალურ პროგრამას…

„ასევე, კონცეფციისა და პირველი საკანონმდებლო პაკეტის გათვალისწინებით დანერგილი ეს სიახლე თითოეულ საჯარო უნივერსიტეტს მისცემს საშუალებას დაიბრუნოს თავისი ისტორიული პროფილი. იმოქმედებს პრინციპი ,,ერთი ქალაქი – ერთი ფაკულტეტი”. საგანმანათლებლო პროგრამები უნივერსიტეტების მიხედვით გადანაწილდება და თითოეული მათგანი უნიკალურ პროგრამას განახორციელებს. გამონაკლისი, რომელიც ამ კუთხით დაიშვება იქნება საერთაშორისო აკრედიტაციისა და ერთობლივი ან ორმაგი ხარისხის მოქმედი პროგრამები, რომელთა შენარჩუნება ინტერნაციონალიზაციის მიზნით მოხდება.
გარდა ამისა, მთავრობის დღევანდელმა გადაწყვეტილებამ ჩამოშალა მითი, თითქოს ვინმე ხელოვნურად გეგმავდა სტუდენტების რაოდენობის შემცირებას. შარშან, სახელმწიფო უნივერსიტეტებში 19 311 სტუდენტი ჩაირიცხა. წელს კი, უნივერსიტეტებში მისაღები კონტინგენტი 2 000-მდე სტუდენტით გაიზრდება და 21 300-ით განისაზღვრება.
გამორჩეული ყურადღება დაეთმობა პროფესიულ პროგრამებსაც, რომლის მისაღებთა რიცხვიც დაახლოებით 10 000 სტუდენტს შეადგენს. სახელმწიფო უნივერსიტეტების მსგავსად, პროფესიული სასწავლებლის სტუდენტებიც განათლებას უფასოდ მიიღებენ.
რასაც ვამბობდით, კიდევ ერთხელ დადასტურდა – რაც კი აქამდე ქართული განათლებისთვის არ გაკეთებულა, კეთდება დღეს. ამ რეფორმით, საქართველოს საუნივერსიტეტო სივრცე შეძლებს თავისი კუთვნილი ადგილი განიმტკიცოს საერთაშორისო აკადემიაში.“- წერს გიორგი ჩაკვეტაძე.