— თბილისი --:--
ახლა. მოვლენათა ეპიცენტრში
LIVE
ალექსანდრე რაქვიაშვილი: ვერ დავიჯერებ, რომ ვინმე ჭკუათმყოფელია სამყაროში, ვინც გვარამიასნაირ პარტიაზე ფსონს დადებს ნიკოლ ფაშინიანი: სომხეთს არ აქვს განზრახული რუსეთთან ურთიერთობების გაწყვეტა ან გაუარესება – პირიქით, ეს ურთიერთობები კიდევ უფრო უნდა განვითარდეს ცოტნე ანანიძე კაია კალასის განცხადებაზე: ვინც მეორე ფრონტის საფრთხეზე იცინის, კიდევ ერთი აღიარება მოისმინოს ნინო ფოჩხუა: პრემიერი დაგვპირდა, რომ მომდევნო წლებშიც მთავრობა მაქსიმალურად ეცდება, 70 წლამდე პენსიონერებს პენსია ინდექსაციის წესის მიღმა გაუზარდონ ლიზა გეგეჭკორი: პრემიერი ატარებს ბრიფინგს პენსიების გაზრდის და სოციალური საკითხების გააქტიურების თემაზე, ამ ფონზე, გამოდიან მარტა კოსი და სხვები და დაგვძახიან, რომ ჩვენი ხელისუფლებაა აცდენილი ევროპულ გზას და უკრაინის ხელისუფლებაა ევროპის რელსებზე შემდგარი
პოლიტიკა

გიორგი გამსახურდია: არ გამოგივიდათ ნაცებო-ნოდარა მელაძის უკანა ჯიბიდან, უკვე, გახსნილი და მისჯილი დანაშაული გამოაძვრინეთ, გეგონათ რევოლუციურ ძალას მიცემდით. როგორც მაგაში, ისე ვერაფერში ვერ გამოგვიჭერთ, რადგან ჩვენ პირობებში, ძალადობაზე სასჯელია და ყველაფერი სრულდება კანონის ფარგლებში

გიორგი გამსახურდია: არ გამოგივიდათ ნაცებო-ნოდარა მელაძის უკანა ჯიბიდან, უკვე, გახსნილი და მისჯილი დანაშაული გამოაძვრინეთ…

“სააკაშვილის ჯალათები, გაუგონარ ძალადობაზე, მედლებსა და ჯილდოებს იღებდნენ. დღეს, ყოველი გადაცდომა და ძალადობა, ჩვენი ხელისუფლების პირობებში დასჯადია და ამისი უამრავი ფაქტი არსებობს- წერს გიორგი გამსახურდია სოციალურ ქსელში და ნოდარ მელაძის შაბათის ანონსზე შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებას გამოეხმაურა, რლმელშიც ნათქვამია, რომ საქმე ეხება 2022 წლის ზაფხულში ჩადენილ დანაშაულს, რომელიც გამოვლინდა მიმდინარე წლის თებერვლის თვეში და პროკურატურის მიერ სამივე პოლიციელი დაკავებულ იქნა ბრალდებულის სახით.

როგორც გამსახურდია წერს, დღეს, ყოველი გადაცდომა და ძალადობა, ჩვენი ხელისუფლების პირობებში დასჯადია და ამისი უამრავი ფაქტი არსებობს.

“სააკაშვილის ჯალათები, გაუგონარ ძალადობაზე, მედლებსა და ჯილდოებს იღებდნენ.
დღეს, ყოველი გადაცდომა და ძალადობა, ჩვენი ხელისუფლების პირობებში დასჯადია და ამისი უამრავი ფაქტი არსებობს.
არ გამოგივიდათ ნაცებო, უვიზოს გაუქმების თემის აგორება, ნებისმიერს შეუძლია შევიდეს ინტერნეტშიბდა ნახოს, რომ ძალიან დიდი და ხანგრძილივი პროცედურაა.
მერე უცებ, ნოდარა მელაძის უკანა ჯიბიდან, უკვე, გახსნილი და მისჯილი დანაშაული გამოაძვრინეთ, გეგონათ რევოლუციურ ძალას მიცემდით და აქაც, არაფერი.
ვერა, როგორც მაგაში, ისე ვერაფერში ვერ გამოგვიჭერთ, იმიტომ რომ ჩვენ პირობებში, ძალადობაზე სასჯელია და ყველაფერი სრულდება კანონის ფარგლებში.”- წერს გამსახურდია.