— თბილისი --:--
ახლა. მოვლენათა ეპიცენტრში
LIVE
ნინო ფოჩხუა: პრემიერი დაგვპირდა, რომ მომდევნო წლებშიც მთავრობა მაქსიმალურად ეცდება, 70 წლამდე პენსიონერებს პენსია ინდექსაციის წესის მიღმა გაუზარდონ ლიზა გეგეჭკორი: პრემიერი ატარებს ბრიფინგს პენსიების გაზრდის და სოციალური საკითხების გააქტიურების თემაზე, ამ ფონზე, გამოდიან მარტა კოსი და სხვები და დაგვძახიან, რომ ჩვენი ხელისუფლებაა აცდენილი ევროპულ გზას და უკრაინის ხელისუფლებაა ევროპის რელსებზე შემდგარი ლადო სადღობელაშვილი: სანამ სხვები პოპულისტობენ ხელისუფლება მოქმედებს – სწორედ ასე შეიძლება შეფასდეს პრემიერის ინიციატივა პენსიონერების მხარდასაჭერად. ირაკლი კობახიძის გადაწყვეტილებით, 70 წლამდე ასაკის პენსიონერებისთვის პენსია კანონით გათვალისწინებული 20 ლარის ნაცვლად 45 ლარით გაიზრდება ნიკოლოზ მეტრეველი : მივესალმები საქართველოს პრემიერ-მინისტრის, გადაწყვეტილებას,  70 წლამდე ასაკის პენსიონერებს, პენსია დაგეგმილი 20 ლარის ნაცვლად, 45 ლარით გაეზრდებათ დავით ჩიხელიძე: 70 წლამდე პენსიონერებისთვის პენსიის 45 ლარით ზრდა, ნაცვლად 20 ლარისა, წინ გადადგმული მნიშვნელოვანი ნაბიჯია და კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს იმას, რომ მოქალაქეებზე ზრუნვა ხელისუფლების საქმიანობის განუყოფელი ნაწილია
Uncategorized

გიორგი სოსიაშვილი: ევროპარლამენტმა რეზოლუციით მიმართა საქართველოს ხელისუფლებას საბჭოთა პერიოდთან დაკავშირებულ არქივებზე სრული წვდომა დაუშვასო – აქამდე ვის ჰქონდა ჩაგმანული არქივები? 13 წლის წინ 600-გვერდიანი კრებული გამოვეცი, სადაც ბოლშევიკების მიერ ქართული ეკლესიის აოხრებაზეა საუბარი. ჩვენი დედა ეკლესია არც თქვენ გეხატებათ გულზე, მაგრამ ეგ თქვენი პრობლემაა

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, გიორგი სოსიაშვილი, ევროპარლამენტის მიერ მიღებულ რეზოლუციაში არსებულ იმ ჩანაწერს ეხმიანება, სადაც ევროპარლამენტი საქართველოს ხელისუფლებას საბჭოთა პერიოდთან დაკავშირებულ არქივებზე სრული წვდომის დაშვებისკენ მოუწოდებს.

მისი განცხადებით, ყველა რეზოლუცია სიყალბით სავსე ფარატინა ქაღალდად არის ქცეული, ხოლო, ევროპარლამენტის ზოგიერთ წევრს “გეოგრაფიაში რომ საშემოდგომო აქვს გამოყოლილი” ეს უკვე საზოგადოებისთვის ცნობილია, თუმცა, მათ ისტორიაშიც რთულად ჰქონიათ საქმე, ვინაიდან, არც აქამდე დაუშლიათ ვინმესთვის საარქივო ფონდებში არსებული მასალის კვლევა.

სოსიაშვილი აქვეყნებს მის მიერ 13 წლის წინ გამოცემულ საარქივო დოკუმენტების კრებულს, სადაც ბოლშევიკების მიერ ქართული ეკლესიის აოხრებაზეა საუბარი, ასევე, საკუთარ პოსტს სამეცნიერო ჟუნრალების ბმულებს ურთავს, სადაც მასალა ინგლისურ ენაზეა განთავსებული.

“ევროპარლამენტმა რეზოლუციით მიმართა საქართველოს ხელისუფლებას საბჭოთა პერიოდთან დაკავშირებულ არქივებზე სრული წვდომა დაუშვასო…აქამდე ვის ჰქონდა ჩაგმანული არქივები, აქამდე ვისთვის დაუშლიათ საბჭოთა წარსულის შესახებ საარქივო ფონდებში არსებული დოკუმენტური მასალის კვლევა? გეოგრაფიაში რომ საშემოდგომო აქვს გამოყოლილი ზოგიერთ მათგანს, ეს საყოველთაოდ ცნობილია, მაგრამ ისტორიაში კიდევ უფრო რთულად ყოფილა საქმე. არ გჯერათ ქალბატონო რასა? სხვა რა გჯერათ? სამყაროს დაქცევას აბრალებთ ქართველებს. გვემუქრებით, ყველა რეზოლუცია სიყალბით სავსე ფარატინა ქაღალდად აქციეთ. აგერ, თუ არ იყო წვდომა საბჭოთა პერიოდთან დაკავშირებულ არქივებზე. 13 წლის წინ 600 გვერდიანი საარქივო დოკუმენტების კრებული გამოვეცი, სადაც ბოლშევიკების მიერ ქართული სამოციქულო ეკლესიის აოხრებაზეა საუბარი. სიმართლე გითხრათ, ჩვენი დედა ეკლესია არც თქვენ გეხატებათ გულზე, მაგრამ ეგ თქვენი პრობლემაა. ისე გინდათ წარმოაჩინოთ, თითქოს საბჭოთა პერიოდზე საარქივო მასალები ცხრაკლიტულში გვაქვს და სამყაროს ვუმალავთ. არადა, ეს მასალები, წლებია, არა მხოლოდ ქართულ საზოგადოებას, არამედ უცხოელ მკითხველსაც მიეწოდება მაღალრეიტინგული სამეცნიერო ჟურნალების მეშვეობით. აგერ, ბატონო ლინკები, ინგლისურ ენაზეა, წაიკითხეთ, ბევრ საინტერესო რამეს გაიგებთ,” – წერს გიორგი სოსიაშვილი Facebook-ზე.

https://www.facebook.com/story.php?story_fbid=36413659941615104&id=100001936720197&mibextid=wwXIfr&rdid=aIJRY0O46znrvuyy#

მსგავსი სიახლეები.

ირაკლი კირცხალია-ისლანდიაში 47% არ გამოვარდნილა და არ დაუწყია 53%-ისთვის იმის ძახილი, რომ პრორუსი ხარ, რევოლუციის მცდელობა… Uncategorized

ირაკლი კირცხალია-ისლანდიაში 47% არ გამოვარდნილა და არ დაუწყია 53%-ისთვის იმის ძახილი, რომ პრორუსი ხარ, რევოლუციის მცდელობა არ ჰქონიათ

10 სექტემბერი3 წთ
Uncategorized

ლიზა გეგეჭკორი: ნია იმნაძემ და ანასტასია ბერუაშვილმა გიგა ავალიანი პირდაპირ გაწირეს, ასეთი შემზარავი ტრაგედიის ფონზე, „ნაცები“ გამოცვივდნენ და ამ გაუგონარი ბოროტების შემოქმედთა ადვოკატებად მოგვევლინნენ – მათი პოლიტიკური დნმ, მათი იდეოლოგია მკვლელობაზე, დაუსჯელ ძალადობასა და სადიზმზეა დაფუძნებული, მოძალადე ყოველთვის იზიდავს და იცავს მოძალადეს

6 აგვისტო3 წთ
ნიკოლოზ სამხარაძე – შენი თანამოქალაქის გაჭირვება თუ უფრო ნაკლებ უბედურებად მიგაჩნია, ვიდრე უკრაინელის, მაშინ მორალსა და… Uncategorized

ნიკოლოზ სამხარაძე – შენი თანამოქალაქის გაჭირვება თუ უფრო ნაკლებ უბედურებად მიგაჩნია, ვიდრე უკრაინელის, მაშინ მორალსა და ზნეობაზე არ უნდა ილაპარაკო

5 აგვისტო2 წთ