— თბილისი --:--
ახლა. მოვლენათა ეპიცენტრში
LIVE
ირაკლი კაკაბაძეს და ქეთი დევდარიანს შორის დაპირისპირება გრძელდება: “რომელი პარტიის გგონია შენ საპნის ოპერა? ეგრე ვფიქრობ შენს შემოქმედებაზე – “ჩემი ცოლის დაქალებზე” ლადო სადღობელაშვილი ოპოზიციურ ალიანსზე: ნეშომპალად ქცეული მოძალადეების ნაშთი, რომელიც ერთი ჩამორეცხვაღა დარჩა გიორგი ჩაკვეტაძე ,,გახარიას პარტიას”: 2024 წლის 18 ნოემბერს, კოლექტიური ნაც.მოძრაობის ბარიერგადალახულმა დანაყოფებმა საქართველოს სანქცირება მოითხოვეს – ყოველთვის, როდესაც გამბედაობასა და პასუხისმგებლობაზე ისაუბრებთ, ამ უღირს წერილს შეგახსენებთ! არჩილ გორდულაძე: ევროკავშირს კიდევ უფრო მეტად სჭირდება საქართველო, ვიდრე საქართველოს ევროკავშირი. თუ მათ აქვთ პრაგმატული გადაწყვეტილებების მიღების შესაძლებლობა, ხელს უნდა აძლევდეთ საქართველოსთან სტაბილური ურთიერთობის ქონა. წინააღმდეგ შემთხვევაში, ვხედავთ რა პრობლემებიც არის ევროკავშირის მთელ რიგ ქვეყნებში არჩილ გორდულაძე: პარტიები როდესაც გადიან კონსტიტუციური ჩარჩოებიდან, მათი საქმიანობის შეზღუდვა არის ლეგიტიმური და პირდაპირ შეესაბამება როგორც სტრასბურგის სასამართლოს სტანდარტებს, ისე შიდა კანონმდებლობას
პოლიტიკა

გიორგი ცუცქირიძე: საქართველოს მთავრობამ წარმატებით განათავსა 500 მილიონი აშშ დოლარის ოდენობის ევროობლიგაციები ლონდონის საფონდო ბირჟაზე – ძალიან მნიშვნელოვანი მოვლენაა, არა როგორც ერთჯერადი ფინანსური ტრანზაქცია, არამედ, როგორც ეკონომიკისთვის ძლიერი სიგნალი

გიორგი ცუცქირიძე: საქართველოს მთავრობამ წარმატებით განათავსა 500 მილიონი აშშ დოლარის ოდენობის ევროობლიგაციები ლონდონის…

საქართველოს მთავრობამ წარმატებით განახორციელა 500 მილიონი აშშ დოლარის ოდენობის ევროობლიგაციების განთავსება ლონდონის საფონდო ბირჟაზე, ხოლო კუპონის განაკვეთი დაფიქსირდა 5.125% ოდენობით. ძალიან მნიშვნელოვანი მოვლენაა არა როგორც ერთჯერადი ფინანსური ტრანზაქცია, არამედ ეკონომიკისთვის ძლიერი სიგნალი, –  წერს ეკონომისტი, გიორგი ცუცქირიძე, სოციალურ ქსელში.

მისი განცხადებით,  2.8 მილიარდი დოლარის მოთხოვნა, რაც შეთავაზებულზე 5.5-ჯერ მეტია, იმის ნიშანია, რომ საერთაშორისო ბაზრები ენდობიან საქართველოს პოლიტიკის კარგ პერსპექტივებს, ხოლო, ინვესტორები მზად არიან გრძელვადიანად ჩადონ კაპიტალი, რაც განსაკუთრებით მნიშვნელოვანია გლობალური გაურკვევლობის ფონზე.

როგორც  ცუცქირიძე განმარტავს, ობლიგაციის განთავსება თანხვედრაშია ქვეყნის საკრედიტო რეიტინგის გაუმჯობესებასთან. მისივე თქმით, საქართველო აღიქმება უფრო უსაფრთხო ეკონომიკად, რაც აისახება არა მხოლოდ სახელმწიფოზე, არამედ ბანკებზე, ბიზნესზე და ინვესტორებზე მთლიანად.

“საქართველოს მთავრობამ წარმატებით განახორციელა 500 მილიონი აშშ დოლარის ოდენობის ევროობლიგაციების განთავსება ლონდონის საფონდო ბირჟაზე, ხოლო კუპონის განაკვეთი დაფიქსირდა 5.125% ოდენობით. ძალიან მნიშვნელოვანი მოვლენაა არა როგორც ერთჯერადი ფინანსური ტრანზაქცია, არამედ ეკონომიკისთვის ძლიერი სიგნალი.

ფასიანი ქაღალდების განთავსებამდე იყო მანიპულაციები თითქოს ქვეყანას ძველი ვალის რეფინანსირება გაცილებით ძვირი დაუჯდება. შედარებისათვის მოყვანილი იყო მაგალითად 2021 წლის საქართველოს ევროობლიგაციების გამოშვების წლიური საპროცენტო განაკვეთი- 2.75%, რაც ისტორიულად დაბალ ნიშნულს წარმოადგენს საქართველოსთვის, ხოლო განტავსების განაკვეთად 5.6-6 % -ს პროცენტს ვარაუდობდენ.

ამ დროს, ქვეყნის სუვერენული ობლიგაციების განაკვეთი დიდწილად მიბმულია გლობალურ ბაზრებზე და პირველ რიგში აშშ-ის 5-წლიანი სახაზინო ობლიგაციების განაკვეთთან.  საპროცენტო განაკვეთები 2021 წლის გაზაფხულზე ძალიან დაბალ დონეზე იყო, კერძოდ აშშ-ის 5-წლიანი სახაზინო ობლიგაციების განაკვეთი დაახლოებით 0.75-1% იყო , რაც ძალიან დაბალი მაჩვენებელია საერთაშორისო ბაზრებზე არსებული რისკისა და მონეტარული პოლიტიკის ფონზე.  აშშ-ის და სხვა განვითარებული ქვეყნების სახაზინო ობლიგაციების განაკვეთები მკვეთრად გაიზარდა 2021 წლის შემდეგ ინფლაციის და ცენტრალურ ბანკების მონეტარული პოლიტიკის გამკაცრების გამო. მოგეხსენებათ იმ პერიოდში არც უკრაინის ომი იყო დაწყებული და არც გლობალური დაძაბულობა იყო ამ დონეზე ახლო აღმოსავლეთში.ეს ზრდის ვალის ღირებულებას ინვესტორთა რისკ-პრემიების ზრდით.  თუ 2021 წელს აშშ-ის 5-წლიანი სახაზინო ობლიგაციების საპროცენტო განაკვეთი 1 %-ზე ქვემთ იყო, დღევანდელი მონაცემით მისი ღირებულება მნიშვნელოვნად არის გაზრდილი და  დაახლოებით  3.7 % – 3.8 % ფარგლებშია.

შესაბამისად, მოხდა თუ არა სახელმწიფოს დაფინანსების ღირებულების შემცირება უნდა ამოვიდეთ გლობალური ბაზრების ტენდენციიდან და ქვეყნის სუვერენული რეიტინგიდან (იგულისხმება S&P / Fitch / Moody’s რეიტინგები). 5.125%-იანი კუპონი არა თუ გაცილებით ნაკლებია ოპოზიციურ საექსპერტო ვარაუდზე არამედ ნიშნავს, რომ საქართველომ ფული მოიზიდა უფრო იაფად, ვიდრე ბოლო წლებში ჩვენი მსგავსი(BB), არამედ, ერთი საფეხურით მაღალი რეიტინგის მქონე ქვეყნების ნაწილმა, რომელთაც აქვთ BB / BB+ დონე სუვერენული ევროობლიგაციებისთვის, ბოლო 4 წელიწადში.

2021 წლის ევროობლიგაციების გადაფარვა ახლით ნიშნავს, რეფინანსირების რისკის შემცირებას რადგან არ გაჩნდა ერთჯერადი დიდი გადახდის საჭიროება და გაუმჯობესდა ვალის ვადობრივი სტრუქტურა, რაც ზრდის ფისკალურ სტაბილურობას და პროგნოზირებადობას.

ნიშანდობლივია, რომ ობლიგაციის განთავსება თანხვედრაშია ქვეყნის საკრედიტო რეიტინგის გაუმჯობესებასთან და „ნეგატიურიდან სტაბილურზე“, რაც იწვევს 50 საბაზისო პუნქტზე მეტად სპრედის შემცირებასაც. 50 საბაზისო პუნქტზე მეტით შემცირებული ქვეყნის   რისკი ნიშნავს, რომ საქართველო აღიქმება უფრო უსაფრთხო ეკონომიკად, რაც აისახება არა მხოლოდ სახელმწიფოზე, არამედ ბანკებზე, ბიზნესზე და ინვესტორებზე მთლიანად.

ამაზე მიუთითებს ინვესტორთა რეკორდული ნდობა. 2.8 მლრდ დოლარის მოთხოვნა (5.5-ჯერ მეტი შეთავაზებულზე) არის ძალიან ძლიერი სიგნალი, რომ საერთაშორისო ბაზრები ენდობიან საქართველოს  პოლიტიკის კარგ პერსპექტივებს, ხოლო ინვესტორები მზად არიან გრძელვადიანად ჩადონ კაპიტალი, რაც განსაკუთრებით მნიშვნელოვანია გლობალური გაურკვევლობის ფონზე.

ამასთან, ინვესტორთა ინტერესი ლარში დენომინირებული ფასიანი ქაღალდების მიმართ ნიშნავს: ადგილობრივი ფინანსური ბაზრის კაპიტალიზაციის ზრდას და ლარის სტაბილურობისთვის პოზიტიურ ფაქტორს, ნაკლებ დოლარიზაციას გრძელვადიან პერსპექტივაში.

ევროობლიგაციების წარმატებული განთავსება არის ფინანსთა სამინისტროსა და ეროვნული ბანკის თანმიმდევრული და კოორდინირებული პოლიტიკის შედეგი, რადგან თუ ფისკალური პოლიტიკა ამცირებს დეფოლტის რისკს, მონეტარული პოლიტიკა — ინფლაციისა და ვალუტის რისკს. 

რაც არანაკლებ მნიშვნელოვანია, მას ექნება „დამატებითი ეფექტი“ (crowding-in effect) კერძო სექტორზე. როდესაც სუვერენული ევროობლიგაციები დაბალ განაკვეთზე იყიდება ქართულ ბანკებს და კომპანიებსაც უადვილდებათ რა საერთაშორისო საკრედიტო ბაზარზე გასვლა,  მცირდება კაპიტალის ფასი მთელ ეკონომიკაში, რაც ხელს უწყობს ეკონომიკურ ზრდას და დასაქმებას.” – წერს გიორგი ცუცქირიძე.

მსგავსი სიახლეები.

ირაკლი კაკაბაძეს და ქეთი დევდარიანს შორის დაპირისპირება გრძელდება: “რომელი პარტიის გგონია შენ საპნის ოპერა? ეგრე ვფიქრობ… პოლიტიკა

ირაკლი კაკაბაძეს და ქეთი დევდარიანს შორის დაპირისპირება გრძელდება: “რომელი პარტიის გგონია შენ საპნის ოპერა? ეგრე ვფიქრობ შენს შემოქმედებაზე – “ჩემი ცოლის დაქალებზე”

4 სთ წინ2 წთ
ლადო სადღობელაშვილი ოპოზიციურ ალიანსზე: ნეშომპალად ქცეული მოძალადეების ნაშთი, რომელიც ერთი ჩამორეცხვაღა დარჩა პოლიტიკა

ლადო სადღობელაშვილი ოპოზიციურ ალიანსზე: ნეშომპალად ქცეული მოძალადეების ნაშთი, რომელიც ერთი ჩამორეცხვაღა დარჩა

4 სთ წინ2 წთ
გიორგი ჩაკვეტაძე ,,გახარიას პარტიას”: 2024 წლის 18 ნოემბერს, კოლექტიური ნაც.მოძრაობის ბარიერგადალახულმა დანაყოფებმა… პოლიტიკა

გიორგი ჩაკვეტაძე ,,გახარიას პარტიას”: 2024 წლის 18 ნოემბერს, კოლექტიური ნაც.მოძრაობის ბარიერგადალახულმა დანაყოფებმა საქართველოს სანქცირება მოითხოვეს – ყოველთვის, როდესაც გამბედაობასა და პასუხისმგებლობაზე ისაუბრებთ, ამ უღირს წერილს შეგახსენებთ!

5 სთ წინ4 წთ