— თბილისი --:--
ახლა. მოვლენათა ეპიცენტრში
LIVE
კიევის მერი აცხადებს, რომ ზამთრისთვის არასათანადო მომზადების გამო ზელენსკი თანამდებობიდან მის გადაყენებას ცდილობს ალუდა ღუდუშაური: პირადი წყენა შეიძლება მივუტევოთ და ვაპატიოთ, მაგრამ კომპრომისი ქვეყნის ინტერესებთან გამორიცხულია ლადო სადღობელაშვილი: ბიძინა ივანიშვილი არსად წასულა და არც არასდროს წავა თავისი ხალხის გვერდიდან. ის ყოველთვის იქ არის, სადაც საქართველოს და ჩვენს საზოგადოებას ყველაზე მეტად სჭირდება. სწორედ მის ირგვლივ, მის მიმართ უსაზღვრო ნდობასა და პატივისცემაშია გაერთიანებული ჩვენი მოსახლეობა თორნიკე ფაღავა: საქართველო ვერ გახდება ვერც ბუფერული ზონა და ვერც რუსეთის შემაკავებელი ფაქტორი, ვერც სუვერენიტეტს დათმობს და სახელმძღვანელოდ ვერ გაიხდის რეზოლუციებს, რომელიც სააკაშვილს – დადასტურებულ დამნაშავეს, პოლიტპატიმრად გვიცხადებს ლევან მახაშვილი: ევროპარლამენტმა თავი უნდა დაანებოს საქართველოს შიდა საქმეებში გაუმართლებელ, არაპროპორციულ ჩარევას. პატივი უნდა სცეს საქართველოს სუვერენიტეტს და ხალხის ნებას
პოლიტიკა

გიორგი ვოლსკი ლორა თორნტონზე: დაფინანსებულმა დიდმა გუნდმა გადაწყვიტა, რომ წინ აღუდგეს, დაუპირისპირდეს კვლავ საქართველოს და უსაფუძვლო ბრალდებებით საქართველოზე შეტევა კვლავ აქტუალური გახადოს

გიორგი ვოლსკი ლორა თორნტონზე: დაფინანსებულმა დიდმა გუნდმა გადაწყვიტა, რომ წინ აღუდგეს, დაუპირისპირდეს კვლავ საქართველოს და…

დაფინანსებულმა დიდმა გუნდმა, საერთაშორისო ნაკრებია უკვე, გადაწყვიტა, რომ წინ აღუდგეს, დაუპირისპირდეს კვლავ საქართველოს და უსაფუძვლო ბრალდებებით საქართველოზე შეტევა კვლავ აქტუალური გახადოს, – განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, გიორგი ვოლსკიმ ლორა თორნტონსა და 28 იანვარს ჰელსინკის კომისიაზე გასამართ მოსმენა საუბრისას, სადაც თორნტონი საქართველოს შესახებ მოხსენებით გამოვა.

მისივე თქმით, ლორა თორნტონი და თორნტონის ფრთა მაკკეინის ინსტიტუტში უცხოურ დაფინანსებაზე არიან.

„ლორა თორნტონი, მთელი ეს ჩვენი არასამთავრობო ორგანიზაციების დიდი ბრიგადა და რადიკალების კონკრეტული ლიდერები მათ კმაყოფაზე არიან – ზოგს ასპირანტი ჰქვია, ზოგს სხვა სახელი, მაგრამ ფაქტია, რომ ეს არის ერთი დიდი გუნდი, „ნაცმოძრაობა“ და თორნტონის ფრთა მაკკეინის ინსტიტუტში, რასაკვირველია, მთელ ინსტიტუტს მათ პოზიციას ვერ გამოვუტანთ ახლა რაიმე დასკვნას, მაგრამ ფაქტი ეს არის და ეს არის მოცემულობა. წინა ძალისხმევამ უშედეგოდ ჩაიარა. ამ შემთხვევაშიც იქნება განხილვა, შემდეგ გარკვეული პროცედურებია გასავლელი კონგრესში. გარკვეული მხარდაჭერა სჭირდება ამის განვითარებას. მაგრამ, ფაქტია, ასეთი შეშფოთება, აღშფოთების ახალი ტალღა დაკავშირებულია იმ ძალების გააქტიურებასთან, რომელსაც ჩვენ კოლექტიურ „ნაცმოძრაობას“ ვუწოდებთ.

შეიძლება ვიფიქროთ, დავუშვათ და ამ დაშვებას აქვს გარკვეული საფუძველი, რომ პოზიტიური ტენდენციები გამოჩნდა, გამოიკვეთა ორმხრივ ურთიერთობაში და შეშფოთებულმა, დაფინანსებულმა ამ დიდმა გუნდმა, საერთაშორისო ნაკრებია უკვე, გადაწყვიტა, რომ წინ აღუდგეს, დაუპირისპირდეს კვლავ საქართველოს, ამ უსაფუძვლო ბრალდებებით საქართველოზე შეტევა კვლავ აქტუალური გახადოს“, – განაცხადა ვოლსკიმ.

ლორა თორნტონი, რომელიც დონალდ ტრამპს სექსუალურ მოძალადეს უწოდებს, 28 იანვარს ერთ-ერთი მომხსენებელი იქნება ჰელსინკის კომისიაზე, სადაც საქართველოს შესახებ მოხსენებაა ჩანიშნული, თემით – „ქართული ოცნების” მიერ განსხვავებული აზრის მზარდი ჩახშობა. თორნტონი „მაკკეინის ინსტიტუტის“ გლობალური დემოკრატიის პროგრამების დირექტორია, რომელიც საქართველოში ენ დი აიას ოფისს ხელმძღვანელობდა.

მსგავსი სიახლეები.

კიევის მერი აცხადებს, რომ ზამთრისთვის არასათანადო მომზადების გამო ზელენსკი თანამდებობიდან მის გადაყენებას ცდილობს პოლიტიკა

კიევის მერი აცხადებს, რომ ზამთრისთვის არასათანადო მომზადების გამო ზელენსკი თანამდებობიდან მის გადაყენებას ცდილობს

9 სთ წინ1 წთ
ალუდა ღუდუშაური: პირადი წყენა შეიძლება მივუტევოთ და ვაპატიოთ, მაგრამ კომპრომისი ქვეყნის ინტერესებთან გამორიცხულია პოლიტიკა

ალუდა ღუდუშაური: პირადი წყენა შეიძლება მივუტევოთ და ვაპატიოთ, მაგრამ კომპრომისი ქვეყნის ინტერესებთან გამორიცხულია

12 სთ წინ6 წთ
ლადო სადღობელაშვილი: ბიძინა ივანიშვილი არსად წასულა და არც არასდროს წავა თავისი ხალხის გვერდიდან. ის ყოველთვის იქ არის… პოლიტიკა

ლადო სადღობელაშვილი: ბიძინა ივანიშვილი არსად წასულა და არც არასდროს წავა თავისი ხალხის გვერდიდან. ის ყოველთვის იქ არის, სადაც საქართველოს და ჩვენს საზოგადოებას ყველაზე მეტად სჭირდება. სწორედ მის ირგვლივ, მის მიმართ უსაზღვრო ნდობასა და პატივისცემაშია გაერთიანებული ჩვენი მოსახლეობა

13 სთ წინ2 წთ