— თბილისი --:--
ახლა. მოვლენათა ეპიცენტრში
LIVE
კიევის მერი აცხადებს, რომ ზამთრისთვის არასათანადო მომზადების გამო ზელენსკი თანამდებობიდან მის გადაყენებას ცდილობს ალუდა ღუდუშაური: პირადი წყენა შეიძლება მივუტევოთ და ვაპატიოთ, მაგრამ კომპრომისი ქვეყნის ინტერესებთან გამორიცხულია ლადო სადღობელაშვილი: ბიძინა ივანიშვილი არსად წასულა და არც არასდროს წავა თავისი ხალხის გვერდიდან. ის ყოველთვის იქ არის, სადაც საქართველოს და ჩვენს საზოგადოებას ყველაზე მეტად სჭირდება. სწორედ მის ირგვლივ, მის მიმართ უსაზღვრო ნდობასა და პატივისცემაშია გაერთიანებული ჩვენი მოსახლეობა თორნიკე ფაღავა: საქართველო ვერ გახდება ვერც ბუფერული ზონა და ვერც რუსეთის შემაკავებელი ფაქტორი, ვერც სუვერენიტეტს დათმობს და სახელმძღვანელოდ ვერ გაიხდის რეზოლუციებს, რომელიც სააკაშვილს – დადასტურებულ დამნაშავეს, პოლიტპატიმრად გვიცხადებს ლევან მახაშვილი: ევროპარლამენტმა თავი უნდა დაანებოს საქართველოს შიდა საქმეებში გაუმართლებელ, არაპროპორციულ ჩარევას. პატივი უნდა სცეს საქართველოს სუვერენიტეტს და ხალხის ნებას
პოლიტიკა

გიორგი ვოლსკი პრემიერის ინიციატივაზე: საზოგადოებაში დახლეჩის პროცესის პრევენციისთვის, ერთ-ერთი ქმედითი მექანიზმი არის დისკუსიები

გიორგი ვოლსკი პრემიერის ინიციატივაზე: საზოგადოებაში დახლეჩის პროცესის პრევენციისთვის, ერთ-ერთი ქმედითი მექანიზმი არის…

პოლიტიკურ დებატებთან დაკავშირებით პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის ინიციატივა „დღის ქრონიკაში“ პარლამენტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, გიორგი ვოლსკიმ შეაფასა.

მისი თქმით, საზოგადოებაში დახლეჩის პროცესის პრევენციისთვის, ერთ-ერთი ქმედითი მექანიზმი არის დისკუსიები.

„საზოგადოების პოლარიზაცია მოხდა იმდაგვარად, რომ ჩვენ წინ წამოვწიეთ ის მოსაზრება, რაზეც დიდი ხანია ვსაუბრობთ. დივერსია არ ითვალისწინებს მხოლოდ ასაფეთქებელი ნივთიერებების შემოტანას, ან იარაღს, ან ნარკოტიკების, დივერსია ასევე ფსიქოლოგიური ტერორია, რომელიც საქართველოსთან მიმართებაში ინტენსიურად ტარდება, ასევე, საზოგადოების გარკვეული ჯგუფების ერთმანეთთან დაპირისპირების ხელშეწყობა ფულადი რესურსების ჩათვლით, პოლიტიკური მხარდაჭერითა და განცხადებებით, რომელსაც უკვე ინსტრუქციის სახე აქვს.

ადამიანების მობილიზება გააკეთეს იმისთვის, რათა კანონისთვის დაეპირისპირებინათ. კანონთან დაპირისპირება კიდევ ერთი ნიშანია იმისა, რომ დისკუსიები არ უნდა იყოს, კანონის დაპირისპირებას უნდა მოჰყვეს სასჯელი, სასჯელს უნდა მოჰყვეს მაგალითად ვილსონის მიერ შემოტანილი ინიციატივა, რომ ოპონენტებს, აქ, თითქოს ფიზიკურად და არასამართლებრივად უსწორდებიან. ეს ყველაფერი მიგვაჩნია გარკვეული სცენარის ნაწილად და ამ შექმნილი პრობლემის ერთ-ერთი სამკურნალო საშუალება, ანუ, საზოგადოებაში დახლეჩის პროცესის პრევენციისთვის, ერთ-ერთი ქმედითი მექანიზმი არის დისკუსიები. მაგრამ დისკუსიები უნდა იყოს არა ჰაერიდან მოტანილ თემებზე, არამედ კონკრეტულ საკითხებზე, რომელიც საქართველოს მომავალს ეხება“, – აღნიშნა გიორგი ვოლსკიმ.

პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე დებატის საჭიროებისა და მნიშვნელობის შესახებ სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს. „ჩვენ უნდა დავაბრუნოთ საჯარო დისკუსია საზოგადოებრივ ცხოვრებაში, რაც სრულყოფილი დემოკრატიის ფუნქციონირებისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია“, – აცხადებს პრემიერი.

მთავრობის მეთაურის ინიციატივას პარტია „ერთიანი ნეიტრალური საქართველო“ განცხადებით გამოეხმაურა და მზადყოფნას გამოთქვა მონაწილეობა მიიღოს საჯარო დებატის ფორმატებში, რომლებსაც შექმნის ქართული მედია ან ხელისუფლება, სამთავრობო თუ საპარლამენტო დონეზე.

მსგავსი სიახლეები.

კიევის მერი აცხადებს, რომ ზამთრისთვის არასათანადო მომზადების გამო ზელენსკი თანამდებობიდან მის გადაყენებას ცდილობს პოლიტიკა

კიევის მერი აცხადებს, რომ ზამთრისთვის არასათანადო მომზადების გამო ზელენსკი თანამდებობიდან მის გადაყენებას ცდილობს

7 სთ წინ1 წთ
ალუდა ღუდუშაური: პირადი წყენა შეიძლება მივუტევოთ და ვაპატიოთ, მაგრამ კომპრომისი ქვეყნის ინტერესებთან გამორიცხულია პოლიტიკა

ალუდა ღუდუშაური: პირადი წყენა შეიძლება მივუტევოთ და ვაპატიოთ, მაგრამ კომპრომისი ქვეყნის ინტერესებთან გამორიცხულია

11 სთ წინ6 წთ
ლადო სადღობელაშვილი: ბიძინა ივანიშვილი არსად წასულა და არც არასდროს წავა თავისი ხალხის გვერდიდან. ის ყოველთვის იქ არის… პოლიტიკა

ლადო სადღობელაშვილი: ბიძინა ივანიშვილი არსად წასულა და არც არასდროს წავა თავისი ხალხის გვერდიდან. ის ყოველთვის იქ არის, სადაც საქართველოს და ჩვენს საზოგადოებას ყველაზე მეტად სჭირდება. სწორედ მის ირგვლივ, მის მიმართ უსაზღვრო ნდობასა და პატივისცემაშია გაერთიანებული ჩვენი მოსახლეობა

11 სთ წინ2 წთ