თბილისი --:--
ახლა. მოვლენათა ეპიცენტრში
LIVE
ვატო შაქარიშვილი: ისლანდიამ უარი თქვა ევროკავშირში გაწევრიანებაზე, მათ უარი თქვეს მრავალმხრივ კრიზისებსა და შეუქცევადი დეგრადაციის პროცესში მყოფ გაერთიანებაში გაწევრიანებაზე, რასაც მხოლოდ სუვერენიტეტის დაკარგვა და სხვა უამრავი საფრთხე მოჰყვება თენგიზ შარმანაშვილი შეწყალების შესახებ გიორგი ჩიკვაიძის განცხადებაზე: რაც არ გინდათ, არავინ დაგაძალებთ. ისე ნუ დახატავთ სიტუაციას, რომ თუ თქვენ არ დაწერთ შესაბამის თხოვნას, ეს ხელისუფლება ჩამოშლის პირას მივა ნინო ფოჩხუა:   შეწყალებულთა რიგებში მოხვდა ის ხალხი, ვისაც “პოლიტიკურ პატიმრებს” ეძახდა ოპოზიცია. ამ ხალხმა აღიარა დანაშაული, მოინანია და მიმართა პრეზიდენტს შეწყალების თხოვნით, რაც დაკმაყოფილდა – იმედი მაქვს, სხვა ბიჭებიც მიბაძავენ მეგობრებს, აღარ აღმოჩნდებიან გარე ძალების ბრძოლაში და ახალგაზრდობის საუკეთესო წლებს არ გაატარებენ ციხეში გია აბაშიძე: მარიამობის დღესასწაულზე პრეზიდენტმა საპროტესტო აქციებზე დანაშაულის ჩამდენი რამდენიმე პირი შეიწყალა – მათ დანაშაული აღიარეს, მოინანიეს და პრეზიდენტს შეწყალების თხოვნით მიმართეს. ხელისუფლების ეს გადაწყვეტილება მორიგი ჰუმანური აქტია ევროპარლამენტმა გამოაქვეყნა ახალი ფართომასშტაბიანი Eurobarometer-ის კვლევა, რომელიც ჩატარდა ევროკავშირის 27-ვე წევრ ქვეყანაში და მოიცავდა 26 421 რესპონდენტს.
პოლიტიკა

გიორგი ზერეკიძე: სანამ ქვეყნის მტრები, ნაცები, ღვარძლს აფრქვევენ, ბრიუსელის კაბინეტებში ქვეყნისთვის სანქციებსა და დასჯას ითხოვენ, თბილისში პირდაპირ ტრამპ თაუერის მშენებლობა იწყება, თანაც უშუალოდ პრეზიდენტ ტრამპის შვილის, ერიკ ტრამპის თაოსნობით – რა არის ეს ყველაფერი, თუ არა ფინალური ლურსმანი ნაცების პოლიტიკურ კუბოზე?

გიორგი ზერეკიძე: სანამ ქვეყნის მტრები, ნაცები, ღვარძლს აფრქვევენ, ბრიუსელის კაბინეტებში ქვეყნისთვის სანქციებსა და დასჯას…

თბილისში პირდაპირ ტრამპ თაუერის მშენებლობა იწყება, თანაც უშუალოდ პრეზიდენტ ტრამპის შვილის, ერიკ ტრამპის თაოსნობით. ახლა სულ ცოტა ლოგიკა რომ ჩავრთოთ, მარტივი მისახვედრია რომ ეს არ არის უბრალოდ მორიგი ინვესტიცია. მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი კორპორაცია და ამერიკის პრეზიდენტის ოჯახი მულტიმილიონიან ინვესტიციას არასდროს ჩადებს იმ ქვეყანაში, რომელიც მართლა იზოლაციაშია, როგორც ამას ეგ საცოდავები გვიმტკიცებენ. ინვესტორმა ძალიან კარგად იცის, რომ დღევანდელი ხელისუფლების პირობებში აქ სტაბილურობა, მშვიდობა და მათი კაპიტალის დაცულობა გარანტირებულია, – წერს ყოფილი პოლიტპატიმარი, გიორგი ზერეკიძე, სოციალურ ქსელში.

მისი განცხადებით, ოპოზიცია ყოველდღე იმ იმედით იღვიძებს, რომ ეკონომიკა ჩამოიქცევა, დასავლეთი ზურგს შეგვაქცევს, ინვესტორები გაიქცევიან და ქვეყანას დაასანქცირებენ, თუმცა, სანაცვლოდ საპირისპირო მიიღეს. ზერეკიძე აღნიშნავს, რომ სანამ ოპოზიციონერები საკუთარ ბოღმაში იხრჩობიან და ქვეყნის დანგრევაზე ოცნებობენ, რეალური საქართველო ვითარდება და მსოფლიო დონის ინვესტიციების ცენტრად იქცევა.

“სანამ ქვეყნის მტრები, ნაცები, თავიანთი ჯო უილსონებით და უდღეური ვითომ ექსპერტებით ეკრანებიდან ტრადიციულად ღვარძლს აფრქვევენ, ბრიუსელის კაბინეტებში დარბიან და მუხლებზე დაჩოქილები ქვეყნისთვის სანქციებსა და დასჯას ითხოვენ, ამასობაში თბილისში ისეთი ამბავი დაეცათ თავში, საერთოდ რომ დაუნგრიათ ეგ თავიანთი გამოგონილი რეალობა.
თბილისში პირდაპირ ტრამპ თაუერის მშენებლობა იწყება, თანაც უშუალოდ პრეზიდენტ ტრამპის შვილის, ერიკ ტრამპის თაოსნობით. ახლა სულ ცოტა ლოგიკა რომ ჩავრთოთ, მარტივი მისახვედრია რომ ეს არ არის უბრალოდ მორიგი ინვესტიცია. მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი კორპორაცია და ამერიკის პრეზიდენტის ოჯახი მულტიმილიონიან ინვესტიციას არასდროს ჩადებს იმ ქვეყანაში, რომელიც მართლა იზოლაციაშია, როგორც ამას ეგ საცოდავები გვიმტკიცებენ. ინვესტორმა ძალიან კარგად იცის, რომ დღევანდელი ხელისუფლების პირობებში აქ სტაბილურობა, მშვიდობა და მათი კაპიტალის დაცულობა გარანტირებულია.
უბრალოდ წარმოიდგინეთ რა დღეში არიან ახლა. ტიპები ყოველდღე იღვიძებენ იმ იმედით, რომ ეკონომიკა ჩამოიქცევა, დასავლეთი ზურგს შეგვაქცევს, ინვესტორები გაიქცევიან და ქვეყანას დაასანქცირებენ. სანაცვლოდ კი იღებენ პრემიერის სატელეფონო ზარებს ამერიკის სახელმწიფო მდივანთან, სუსის უფროსის ვიზიტებს ამერიკის უმაღლესი თანამდებობის პირებთან, ჩვენი მინისტრებისა და პარლამენტარების გახშირებულ ვიზიტებს ამერიკელ მაღალჩინოსნებთან, საქართველოს პირველი ლედის უმაღლესი დონის ვიზიტს ამერიკის პირველი ლედის მიწვევით თეთრ სახლში და ახლა უკვე შუაგულ თბილისში ტრამპის უზარმაზარ მეგა-პროექტს.
რა არის ეს ყველაფერი, თუ არა მართლა გრანდიოზული, ფინალური ლურსმანი ნაცების პოლიტიკურ კუბოზე?
სანამ ეგენი საკუთარ ბოღმაში იხრჩობიან და ქვეყნის დანგრევაზე ოცნებობენ, რეალური საქართველო ვითარდება და მსოფლიო დონის ინვესტიციების ცენტრად იქცევა. შეეგუონ, ასე ბევრად უფრო გაუმარტივდებათ ამ ყველაფრის ყურება, ან დამამშვიდებლები მოიმარაგონ, კიდევ ბევრი სიურპრიზი დაეწევათ მათი გულის გასახეთქად და ჩვენი ქვეყნის საკეთილდღეოდ!” – წერს გიორგი ზერეკიძე.

მსგავსი სიახლეები.

ვატო შაქარიშვილი: ისლანდიამ უარი თქვა ევროკავშირში გაწევრიანებაზე, მათ უარი თქვეს მრავალმხრივ კრიზისებსა და შეუქცევადი… პოლიტიკა

ვატო შაქარიშვილი: ისლანდიამ უარი თქვა ევროკავშირში გაწევრიანებაზე, მათ უარი თქვეს მრავალმხრივ კრიზისებსა და შეუქცევადი დეგრადაციის პროცესში მყოფ გაერთიანებაში გაწევრიანებაზე, რასაც მხოლოდ სუვერენიტეტის დაკარგვა და სხვა უამრავი საფრთხე მოჰყვება

2 სთ წინ4 წთ
თენგიზ შარმანაშვილი შეწყალების შესახებ გიორგი ჩიკვაიძის განცხადებაზე: რაც არ გინდათ, არავინ დაგაძალებთ. ისე ნუ დახატავთ… პოლიტიკა

თენგიზ შარმანაშვილი შეწყალების შესახებ გიორგი ჩიკვაიძის განცხადებაზე: რაც არ გინდათ, არავინ დაგაძალებთ. ისე ნუ დახატავთ სიტუაციას, რომ თუ თქვენ არ დაწერთ შესაბამის თხოვნას, ეს ხელისუფლება ჩამოშლის პირას მივა

5 სთ წინ2 წთ
ნინო ფოჩხუა: შეწყალებულთა რიგებში მოხვდა ის ხალხი, ვისაც “პოლიტიკურ პატიმრებს” ეძახდა ოპოზიცია. ამ ხალხმა აღიარა დანაშაული… პოლიტიკა

ნინო ფოჩხუა:   შეწყალებულთა რიგებში მოხვდა ის ხალხი, ვისაც “პოლიტიკურ პატიმრებს” ეძახდა ოპოზიცია. ამ ხალხმა აღიარა დანაშაული, მოინანია და მიმართა პრეზიდენტს შეწყალების თხოვნით, რაც დაკმაყოფილდა – იმედი მაქვს, სხვა ბიჭებიც მიბაძავენ მეგობრებს, აღარ აღმოჩნდებიან გარე ძალების ბრძოლაში და ახალგაზრდობის საუკეთესო წლებს არ გაატარებენ ციხეში

2 დღის წინ2 წთ