— თბილისი --:--
ახლა. მოვლენათა ეპიცენტრში
LIVE
გიორგი გამსახურდია: ზვიად გამსახურდიას კადრები არ უვარგოდა, ზვიად გამსახურდიას პუტჩი მოუწყო „მრგვალმა მაგიდამ“, ეს ნარატივები აქვთ პირიქეთა და პირაქეთა პუტჩისტებს, რომელი კადრები არ უვარგოდა ზვიადს? ცოტნე ანანიძე: ფაქტია, მატჩი თურქეთში გულშემატკივართა აგრესიის რისკის გამო არ ჩატარდა, ასევე ფაქტია, აგრესია და წესრიგის დარღვევა იყო ბათუმში პოლიციის ადეკვატური მოქმედების საფუძველი და მინიმალური ძალით აღკვეთეს პროვოკაციები. სხვა მიზეზი უბრალოდ არ არსებობს, მით უფრო მეგობრულ-მეზობლურ ურთიერთობებში ზურაბ პატარაძე: შეხვედრა გავმართე თურქეთის რესპუბლიკის ელჩთან, მუსტაფა თურქერ არისთან, რომელთანაც დეტალურად განვიხილე გუშინ, საფეხბურთო მატჩის დაწყებამდე და მატჩის მიმდინარეობისას განვითარებული მოვლენები ლევან მაჭავარიანი ზურაბაშვილი-გალუზინის შეხვედრისას რუსეთის პოზიციაზე: ამოვარდნილია ლოგიკიდან, როცა არგუმენტის გარეშე ამბობ, რომ უნდა დავასანქცირო ქართული პროდუქცია, მეორე მხრივ კი უნივერსიტეტებმა უნდა იმეგობრონ – თეორიულად რომ წარმოვიდგინოთ, რომ ასე მოხდა, აგენტურულ ოპოზიციას დამატებითი ჟანგბადი უნდა მიეცეს, რაც ბევრ კითხვის ნიშანს აჩენს თენგიზ შარმანაშვილი: რუსების პოზიცია რბილად რომ ვთქვათ, არალოგიკურია – დავასანქცირებ, არ მივცემ საშუალებას რომ თავისუფლად ივაჭრონ, შევავიწროვებ დასაბუთების გარეშე და მოდი, ამის ფონზე, უნივერსიტეტებმა იმეგობრონ. ასეთი ტიპის ნარატივი, შეიძლება მართლაც გამოადგეს აგენტურულ ოპოზიციას
პოლიტიკა

გრიგოლ გეგელია – ჩვენი წინადადებაა, საქართველოს, სომხეთისა და აზერბაიჯანის მონაწილეობით შეიქმნას „კავკასიური კონსორციუმი“ და ანაკლიის მართვა გადაეცეს მაღალი რეპუტაციის საერთაშორისო ოპერატორს

გრიგოლ გეგელია – ჩვენი წინადადებაა, საქართველოს, სომხეთისა და აზერბაიჯანის მონაწილეობით შეიქმნას „კავკასიური კონსორციუმი“…

ათ წელზე მეტია, საქართველოს ხელისუფლება ანაკლიასთან დაკავშირებით მოქალაქეებს მუდმივად ახალ დაპირებებს აძლევს, იცვლებიან პრემიერ-მინისტრები, ეკონომიკის მინისტრები, იცვლება მოდელები, ვადები და განცხადებები, მაგრამ შედეგი ერთია, ანაკლია დღემდე არ არსებობს, – ამის შესახებ „ლელო – ძლიერი საქართველოს“ წევრმა, გრიგოლ გეგელიამ განაცხადა.

მისივე თქმით, ანაკლიის პორტი არის ისტორიული შანსი, რომელიც უნდა იქცეს საერთო კავკასიური მშვიდობის პროექტად და გახდეს კავკასიის მთავარი ეკონომიკური კარიბჭე.

„სინამდვილეში, დღეს ხელისუფლებას მორიგი დაპირებების გაკეთება კი არა, სრულიად ახალი სტრატეგიული ხედვის წარმოდგენა მართებს, რომელიც უპასუხებს ეროვნულ გამოწვევებს და რეგიონის დინამიკას. „ლელო – ძლიერი საქართველო“ ბოლო პერიოდში არაერთხელ გამოვიდა ინიციატივით, რომ ანაკლია გახდეს იმ ახალი აღმოსავლეთ-დასავლეთის ეკონომიკური დერეფნის მთავარი შავი ზღვის კარიბჭე, რომელსაც არაერთი საერთაშორისო დამკვირვებელი უკვე „ტრამპის გზად“ მოიხსენიებს. ეს ნიშნავს საქართველოს დაბრუნებას დასავლეთის სტრატეგიულ ეკონომიკურ რუკაზე და ამერიკისა და ევროპის გაცილებით აქტიურ მონაწილეობას რეგიონში.

დღეს წარმოგიდგენთ ამ ხედვის გაგრძელებას, რომელიც პასუხობს რეგიონში ჩამოყალიბებულ ახალ გეოპოლიტიკურ ვითარებას. „ლელო – ძლიერი საქართველო“ ამბობს, რომ ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტი უნდა გახდეს საქართველოს, სომხეთისა და აზერბაიჯანის ერთობლივი სტრატეგიული პროექტი. ჩვენი წინადადებაა, სამი ქვეყნის მონაწილეობით შეიქმნას ერთობლივი „კავკასიური კონსორციუმი“, ხოლო პორტის მართვა გადაეცეს მაღალი საერთაშორისო რეპუტაციის მქონე საერთაშორისო ოპერატორს. ამავდროულად, ანაკლიის თავისუფალი ეკონომიკური ზონა ღია უნდა იყოს ამერიკული, ევროპული და ყველა იმ საერთაშორისო პარტნიორისთვის, რომელიც პატივს სცემს საქართველოს სუვერენიტეტს და მზად არის მონაწილეობა მიიღოს რეგიონის მშვიდობიან განვითარებაში. ეს არის ჩვენი კავკასიური ტრიოს იდეა — თანამშრომლობის ახალი მოდელი, რომელიც რეგიონს გააერთიანებს საერთო ეკონომიკური და კეთილდღეობის ინტერესების გარშემო“, – განაცხადა გეგელიამ.

როგორც გრიგოლ გეგელიამ აღნიშნა, ანაკლია უნდა გახდეს ადგილი, სადაც კავკასიის მომავალი დაიწყება.

„ჩვენ ხედვას ვუწოდებთ „მშვიდობის ეკონომიკას“ და ღრმად გვწამს, რომ კავკასიის მომავალი უნდა აშენდეს სამი სახელმწიფოს საერთო ეკონომიკურ ინტერესებზე. ისტორია გვასწავლის, რომ ყველაზე ძლიერი მშვიდობა იქ იქმნება, სადაც ქვეყნები ერთად ვაჭრობენ, ერთად აშენებენ ინფრასტრუქტურას, იზიდავენ ინვესტიციებს და ერთად ქმნიან კეთილდღეობას. სწორედ ამიტომ, ანაკლია მხოლოდ პორტი არ არის. ანაკლია არის ისტორიული შანსი, რომელიც უნდა იქცეს საერთო კავკასიური მშვიდობის პროექტად და გახდეს კავკასიის მთავარი ეკონომიკური კარიბჭე მსოფლიოსთვის, მომავლის შესაძლებლობების გარშემო. გვჯერა, რომ ეს არის ძლიერი საქართველოს წამყვან რეგიონალურ ძალად ჩამოყალიბების მნიშვნელოვანი გზა.

„ქართულ ოცნებას“ ათი წელი ჰქონდა, რომ ანაკლია მხოლოდ ტყუილი დაპირებების ისტორიად არ ექცია. დღეს ქვეყანას სჭირდება არა მორიგი დაპირებები და ეკონომიკური მოდელების შეცვლა, არამედ დიდი ეროვნული სტრატეგია. დღეს ამ იდეას ვთავაზობთ არა მხოლოდ საქართველოს საზოგადოებას, არამედ ჩვენს მეზობლებს, სომხეთსა და აზერბაიჯანს, ასევე ჩვენს დასავლელ პარტნიორებსა და საერთაშორისო ინვესტორებს. ანაკლია უნდა გახდეს ადგილი, სადაც ერთმანეთს შეხვდება კავკასიის თანამშრომლობა და დასავლეთის სტრატეგიული ინტერესი. ანაკლია უნდა გახდეს ადგილი, სადაც კავკასიის მომავალი იწყება. ეს არის მშვიდობის ეკონომიკა. ეს არის საქართველოს ახალი ისტორიული შესაძლებლობა“, – განაცხადა გეგელიამ.

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, მარიამ ქვრივიშვილმა განაცხადა, რომ მთავრობამ მიიღო გადაწყვეტილება, ანაკლიის ნავსადგური ააშენოს „ლენდლორდის“ მოდელით, რომლის ფარგლებშიც სახელმწიფო დარჩება ძირითადი საზღვაო და საპორტო ინფრასტრუქტურის მესაკუთრედ. მისივე თქმით, ანაკლიის ნავსადგური იქნება ქართული პორტი, საერთაშორისო კომპანიები ჩაერთვებიან უშუალოდ სატერმინალო ინფრასტრუქტურის მართვაში, რასაც არავითარი კავშირი არ აქვს მფლობელობასთან.

მსგავსი სიახლეები.

გიორგი გამსახურდია: ზვიად გამსახურდიას კადრები არ უვარგოდა, ზვიად გამსახურდიას პუტჩი მოუწყო „მრგვალმა მაგიდამ“, ეს… პოლიტიკა

გიორგი გამსახურდია: ზვიად გამსახურდიას კადრები არ უვარგოდა, ზვიად გამსახურდიას პუტჩი მოუწყო „მრგვალმა მაგიდამ“, ეს ნარატივები აქვთ პირიქეთა და პირაქეთა პუტჩისტებს, რომელი კადრები არ უვარგოდა ზვიადს?

5 სთ წინ2 წთ
ცოტნე ანანიძე: ფაქტია, მატჩი თურქეთში გულშემატკივართა აგრესიის რისკის გამო არ ჩატარდა, ასევე ფაქტია, აგრესია და წესრიგის… პოლიტიკა

ცოტნე ანანიძე: ფაქტია, მატჩი თურქეთში გულშემატკივართა აგრესიის რისკის გამო არ ჩატარდა, ასევე ფაქტია, აგრესია და წესრიგის დარღვევა იყო ბათუმში პოლიციის ადეკვატური მოქმედების საფუძველი და მინიმალური ძალით აღკვეთეს პროვოკაციები. სხვა მიზეზი უბრალოდ არ არსებობს, მით უფრო მეგობრულ-მეზობლურ ურთიერთობებში

7 სთ წინ1 წთ
პოლიტიკა

ზურაბ პატარაძე: შეხვედრა გავმართე თურქეთის რესპუბლიკის ელჩთან, მუსტაფა თურქერ არისთან, რომელთანაც დეტალურად განვიხილე გუშინ, საფეხბურთო მატჩის დაწყებამდე და მატჩის მიმდინარეობისას განვითარებული მოვლენები

8 სთ წინ3 წთ