— თბილისი --:--
ახლა. მოვლენათა ეპიცენტრში
LIVE
გიორგი გამსახურდია: ზვიად გამსახურდიას კადრები არ უვარგოდა, ზვიად გამსახურდიას პუტჩი მოუწყო „მრგვალმა მაგიდამ“, ეს ნარატივები აქვთ პირიქეთა და პირაქეთა პუტჩისტებს, რომელი კადრები არ უვარგოდა ზვიადს? ცოტნე ანანიძე: ფაქტია, მატჩი თურქეთში გულშემატკივართა აგრესიის რისკის გამო არ ჩატარდა, ასევე ფაქტია, აგრესია და წესრიგის დარღვევა იყო ბათუმში პოლიციის ადეკვატური მოქმედების საფუძველი და მინიმალური ძალით აღკვეთეს პროვოკაციები. სხვა მიზეზი უბრალოდ არ არსებობს, მით უფრო მეგობრულ-მეზობლურ ურთიერთობებში ზურაბ პატარაძე: შეხვედრა გავმართე თურქეთის რესპუბლიკის ელჩთან, მუსტაფა თურქერ არისთან, რომელთანაც დეტალურად განვიხილე გუშინ, საფეხბურთო მატჩის დაწყებამდე და მატჩის მიმდინარეობისას განვითარებული მოვლენები ლევან მაჭავარიანი ზურაბაშვილი-გალუზინის შეხვედრისას რუსეთის პოზიციაზე: ამოვარდნილია ლოგიკიდან, როცა არგუმენტის გარეშე ამბობ, რომ უნდა დავასანქცირო ქართული პროდუქცია, მეორე მხრივ კი უნივერსიტეტებმა უნდა იმეგობრონ – თეორიულად რომ წარმოვიდგინოთ, რომ ასე მოხდა, აგენტურულ ოპოზიციას დამატებითი ჟანგბადი უნდა მიეცეს, რაც ბევრ კითხვის ნიშანს აჩენს თენგიზ შარმანაშვილი: რუსების პოზიცია რბილად რომ ვთქვათ, არალოგიკურია – დავასანქცირებ, არ მივცემ საშუალებას რომ თავისუფლად ივაჭრონ, შევავიწროვებ დასაბუთების გარეშე და მოდი, ამის ფონზე, უნივერსიტეტებმა იმეგობრონ. ასეთი ტიპის ნარატივი, შეიძლება მართლაც გამოადგეს აგენტურულ ოპოზიციას
პოლიტიკა

იაგო ხვიჩია – აბსურდია, რასაც ახლა ოპოზიცია აკეთებს, ლიდერად ირჩევენ ჩერგოს და გვარამიას, 26 მაისამდე დაახვიეს რეგიონებში, თვითონაც დაისვენეს და „ქოცებიც“ დაასვენეს

იაგო ხვიჩია – აბსურდია, რასაც ახლა ოპოზიცია აკეთებს, ლიდერად ირჩევენ ჩერგოს და გვარამიას, 26 მაისამდე დაახვიეს რეგიონებში…

ეგრეთ წოდებული ალიანსის შეკრებას ვუყურებდი და მათ განცხადებას ვუსმენდი, რომ 26 მაისამდე წავიდნენ რეგიონებში. ნაცვლად იმისა, თბილისში ილაპარაკონ, მართლა როგორი საქართველო უნდათ და რაზე თანხმდებიან, დაახვიეს რეგიონებში. 26 მაისამდე თვითონაც დაისვენეს და „ქოცებიც“ დაასვენეს, – ამის შესახებ „გირჩის“ ლიდერმა, იაგო ხვიჩიამ განაცხადა.

მისივე თქმით, აბსურდია ყველაფერი, რასაც ახლა ოპოზიცია აკეთებს.

„ზოგადად, ბიძინა ივანიშვილი ჭკვიანი კაცი მგონია და გამოვრიცხავ, არ იცოდეს, ჩერგოს და გვარამიას ალიანსი 2028 წლამდე რომ ვერ მიატანს. შესაბამისად, 2028 წელს თუ აპირებ არჩევნებს, მათ ერთად შეკრებას, დაფინანსებას, კარგად ჩაცმა-დახურვას, გაპიარებას არანაირი შინაარსი არ აქვს, რადგან მანამდე მაინც აფეთქდება ბევრჯერ და ეს ამბავი არ გამოვა. დავუშვათ, გინდა, გეგმა „ბ“ გქონდეს იმ შემთხვევისთვის, როცა ამერიკელებმა, ტრამპმა, ვიღაცებმა მოგთხოვეს ახალი არჩევნების დანიშვნა და გითხრეს, ჩვენთან თუ გინდა სიტუაციის დალაგება, არჩევნები უნდა ჩაატაროო. ამ დროისთვის აორგანიზებ ჯგუფს, ალიანსს, რომელთა ლიდერები არიან ჩერგო, გვარამია და ზუსტად იცი, რომ შანსი არ არის, ამ ხალხისგან რამე გამოვიდეს.

ნებისმიერი კოალიცია დაიშლება მას შემდეგ, რაც ეს ხალხი სრულად წარმოაჩენს საკუთარ სახეს კოალიციის შიგნით. რაც არ უნდა ფული ჩაასხა ამაში, დიდი ხანი ვერ იქნება, მაგრამ მოკლევადიან პერსპექტივაში, თუ შემოდგომაზე აპირებ არჩევნებს, გჭირდება ბუა ოპოზიცია. შეიძლება, საერთოდ არ მიიღოს არჩევნებში მონაწილეობა, მაგრამ ბუა ოპოზიციად უნდა იყოს. გჭირდება საკუთარი ჯგუფის მობილიზება, რომელიც პირობითად, მაინც სულ მობილიზებული გაქვს. ასევე გჭირდება სწორი პოზიციის გამართვა ამერიკელებთან, რათა რაღაცნაირად მათთან ურთიერთობა აღდგეს. უკიდურესი აუცილებლობის შემთხვევაში, ამისთვის მათ სთავაზობ – მოდი, დავლაგდეთ ერთმანეთთან და ვატარებ არჩევნებს. ხალხის კიდევ ერთხელ შეცდომაში შეყვანის მიზნით, მანამდე აქეთა მხარეს ყველაფერი გაქვს მომზადებული – ხალხი არ ელოდება არჩევნებს, მოუმზადებელია მთელი ამ პერიოდის განმავლობაში და უცბად ასეთი სიტუაციით ისარგებლო, მიიღო არსებითი უმრავლესობა პარლამენტში, რათა შემდეგ რაც გინდა, ის აკეთო.

აქედან გამომდინარე, მინდა, გავაფრთხილო ჩვენი ამომრჩევლები, ხალხი, რომელიც პოლიტიკით არის დაინტერესებული, ყურადღება მიაქციოთ, რომ აბსურდია ეს ყველაფერი, რასაც ახლა ოპოზიცია აკეთებს. ნაცვლად იმისა, ერთმანეთში მოილაპარაკონ, ვის რა უნდა, როგორ უნდა, ამ პერიოდის განმავლობაში ემზადებოდნენ, ლიდერებად ირჩევენ ჩერგოს და გვარამიას, 26 მაისამდე მიდიან რეგიონებში სალაპარაკოდ. 26 მაისს რაღაც მიტინგს ნიშნავენ, რომელსაც დაშლი. მანამდე კიდევ ნებისმიერი პროტესტის ჩახშობას შეუწყობ ხელს, რადგან 26 მაისს გაქვს დანიშნული მიტინგები. ხალხო, მოვემზადოთ არჩევნებისთვის. ჩვენ არ ვიცით, ნამდვილად იქნება თუ –  არა, მაგრამ „ქართული ოცნების“ გეგმა „ბ“ არის, რასაც ვუყურებ. სწორედ ამიტომ დგება ალიანსი, რომელიც დღეს რეგიონებში წავიდა და სწორედ ამიტომ დგება ასეთი შემადგენლობით, რომ არასდროს საფრთხე არ შეუქმნას „ქართული ოცნების“ ერთპიროვნულ მმართველობას“, – განაცხადა იაგო ხვიჩიამ.

„ოპოზიციის ალიანსმა“ დღეს განცხადება გააკეთა მობილიზაციის კამპანიასთან დაკავშირებით. „31 მარტს ოპოზიციის ალიანსი ვიწყებთ, ერთობლივ, ეროვნული მობილიზაციის კამპანიას. ეს არის „ოპოზიციის ალიანსის“ ინიციატივა, მაგრამ ეს საქმე არ არის ექსკლუზიურად ჩვენი გასაკეთებელი, ეს არის ყველას გასაკეთებელი საქმე“, – განაცხადეს „ოპოზიციის ალიანსის“ წარმომადგენლებმა.

მსგავსი სიახლეები.

გიორგი გამსახურდია: ზვიად გამსახურდიას კადრები არ უვარგოდა, ზვიად გამსახურდიას პუტჩი მოუწყო „მრგვალმა მაგიდამ“, ეს… პოლიტიკა

გიორგი გამსახურდია: ზვიად გამსახურდიას კადრები არ უვარგოდა, ზვიად გამსახურდიას პუტჩი მოუწყო „მრგვალმა მაგიდამ“, ეს ნარატივები აქვთ პირიქეთა და პირაქეთა პუტჩისტებს, რომელი კადრები არ უვარგოდა ზვიადს?

2 სთ წინ2 წთ
ცოტნე ანანიძე: ფაქტია, მატჩი თურქეთში გულშემატკივართა აგრესიის რისკის გამო არ ჩატარდა, ასევე ფაქტია, აგრესია და წესრიგის… პოლიტიკა

ცოტნე ანანიძე: ფაქტია, მატჩი თურქეთში გულშემატკივართა აგრესიის რისკის გამო არ ჩატარდა, ასევე ფაქტია, აგრესია და წესრიგის დარღვევა იყო ბათუმში პოლიციის ადეკვატური მოქმედების საფუძველი და მინიმალური ძალით აღკვეთეს პროვოკაციები. სხვა მიზეზი უბრალოდ არ არსებობს, მით უფრო მეგობრულ-მეზობლურ ურთიერთობებში

4 სთ წინ1 წთ
პოლიტიკა

ზურაბ პატარაძე: შეხვედრა გავმართე თურქეთის რესპუბლიკის ელჩთან, მუსტაფა თურქერ არისთან, რომელთანაც დეტალურად განვიხილე გუშინ, საფეხბურთო მატჩის დაწყებამდე და მატჩის მიმდინარეობისას განვითარებული მოვლენები

5 სთ წინ3 წთ