— თბილისი --:--
ახლა. მოვლენათა ეპიცენტრში
LIVE
ნინო ფოჩხუა: პრემიერი დაგვპირდა, რომ მომდევნო წლებშიც მთავრობა მაქსიმალურად ეცდება, 70 წლამდე პენსიონერებს პენსია ინდექსაციის წესის მიღმა გაუზარდონ ლიზა გეგეჭკორი: პრემიერი ატარებს ბრიფინგს პენსიების გაზრდის და სოციალური საკითხების გააქტიურების თემაზე, ამ ფონზე, გამოდიან მარტა კოსი და სხვები და დაგვძახიან, რომ ჩვენი ხელისუფლებაა აცდენილი ევროპულ გზას და უკრაინის ხელისუფლებაა ევროპის რელსებზე შემდგარი ლადო სადღობელაშვილი: სანამ სხვები პოპულისტობენ ხელისუფლება მოქმედებს – სწორედ ასე შეიძლება შეფასდეს პრემიერის ინიციატივა პენსიონერების მხარდასაჭერად. ირაკლი კობახიძის გადაწყვეტილებით, 70 წლამდე ასაკის პენსიონერებისთვის პენსია კანონით გათვალისწინებული 20 ლარის ნაცვლად 45 ლარით გაიზრდება ნიკოლოზ მეტრეველი : მივესალმები საქართველოს პრემიერ-მინისტრის, გადაწყვეტილებას,  70 წლამდე ასაკის პენსიონერებს, პენსია დაგეგმილი 20 ლარის ნაცვლად, 45 ლარით გაეზრდებათ დავით ჩიხელიძე: 70 წლამდე პენსიონერებისთვის პენსიის 45 ლარით ზრდა, ნაცვლად 20 ლარისა, წინ გადადგმული მნიშვნელოვანი ნაბიჯია და კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს იმას, რომ მოქალაქეებზე ზრუნვა ხელისუფლების საქმიანობის განუყოფელი ნაწილია
პოლიტიკა

იაგო ხვიჩია – ძველი გიენები მთავარ ლიდერს დაესივნენ, ჩერგო და გვარამია „ალიანსს“ დაეპატრონენ და სააკაშვილს ხმის ამოღების უფლებას ართმევენ, ამაზე დიდი უსამართლობა წარმოგიდგენიათ?

იაგო ხვიჩია – ძველი გიენები მთავარ ლიდერს დაესივნენ, ჩერგო და გვარამია „ალიანსს“ დაეპატრონენ და სააკაშვილს ხმის ამოღების…

„ნაცების“ „ალიანსში“ მიშას ხმის ამოღებას უკრძალავენ, ამაზე დიდი უსამართლობა რამე წარმოგიდგენიათ?!, – ამის შესახებ „გირჩის“ ლიდერმა, იაგო ხვიჩიამ განაცხადა.

მისი თქმით, ძველი გიენები მთავარ ლიდერს დაესივნენ და იმის გამო, რომ ის ციხეშია, ხმის ამოღების უფლებას ართმევენ.

„ენით აუწერელ უსამართლობაზე უნდა გითხრათ ორი სიტყვა. „ნაცების“ „ალიანსში“, რომელსაც ჩერგო და გვარამია დაეპატრონენ, გამოაცხადეს, მიშა ხმას ნუ იღებსო. ხალხი, რომელიც მიშამ გამოზარდა, ფეხზე დააყენა, კაცად აქცია, ახლა იძახს, ჩვენს დაპატიმრებულ ლიდერს უფლებამოსილება არ აქვს, ჩვენი სახელით ილაპარაკოსო. ამ ყველაფრით ძალიან გაკვირვებული ვარ. მიმაჩნია, ყველა პატიოსანი „ნაცი“, რომელსაც „ნაცური“ პრინციპების ერთგულება ესმის, თუ ასეთი ვინმე მართლა ჯერ კიდევ დარჩენილია, სასტიკად უნდა ემიჯნებოდეს ასეთი ტიპის გაერთიანებას. დღესვე უნდა ითხოვდნენ მის დაშლას, ვიდრე უფრო დიდ უტიფრობამდე და მიშას უფლებების კიდევ უფრო უარეს შეზღუდვამდე არ მისულა ეს საქმე.

ჩემთვის წარმოუდგენელია, ადამიანი ლაპარაკობდეს, მე ვარ „ნაცური“ ფრთის წარმომადგენელიო, ამავდროულად მხარს უჭერდეს იმას, რომ ამ გაერთიანების ერთადერთ ნამდვილ ლიდერს, მიხეილ სააკაშვილს არ ეძლეოდეს სიტყვის თქმის უფლება. გასაგებია, ბევრი წიკვინებს ამასთან დაკავშირებით, ბევრი ხმაური იქნება, მაგრამ ძალიან დიდი უტიფრობაა, რომ „ნაცურ“ გაერთიანებაში ჩერგო ბლოკავდეს მიშას მხარდასაჭერ აზრებს, პოსტებს თუ კომენტარებს.

„ნაცებს“ მოგიწოდებთ, ნუ, დანებდებით და ნუ, მისცემთ საშუალებას „ქოცების“ ინტერესების გამომხატველ „ალიანსს“, თავზე გადააბიჯოს „ალიანსის“ ერთადერთ ნამდვილ ლიდერს, მიხეილ სააკაშვილს. იცით, მე არ ვარ კეთილგანწყობილი მიხეილ სააკაშვილის მიმართ, მაგრამ ასეთი უსამართლობა დაპატიმრებული ლიდერის მიმართ, რომ მას გუშინდელი ლილიპუტები აუჯანყდნენ და მის მხარდამჭერებს ბლოკავდნენ მიშას დამცველი ტექსტის დაწერისთვის, ისეთი ტიპის უსამართლობაა, რომელზეც „ქოცები“ სულ იოცნებებენ. მე არ მინდა, ასეთი უსამართლობა ხდებოდეს. მინდა, „ნაცური“ „ალიანსის“ თუ კოალიციის ლიდერი იყოს ის, ვინც ნამდვილი ლიდერია და არა ის ე.წ. ლიდერები, რომლებმაც ლიდერობა იმის გადაწყვიტეს, რომ „ნაცების“ რეალური და ჭეშმარიტი ლიდერი არის ციხეში“, – განაცხადა იაგო ხვიჩიამ.

შეგახსენებთ, რომ „ოპოზიციის ალიანსში“ შემავალი რვა პარტია საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის 18 აპრილის განცხადების გამოეხმაურა: „არცერთ პარტიას არ აქვს უფლება, თავი გამოაცხადოს ოპოზიციის ან საპროტესტო მოძრაობის ერთადერთ წარმომადგენლად ან ერთპარტიულ თუ ერთპიროვნულ ლიდერად. ალიანსი მოუწოდებს ყველა მონაწილე პარტიას, რომ მომავალში თავი შეიკავოს მსგავსი ტიპის კონფრონტაციული განცხადებებისგან“.

18 აპრილს საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა სოციალურ ქსელში დაწერა: „ჩვენი გზა ვერ იქნება უნგრული და უნდა იყოს ქართული, ქართველების გზა არის რევოლუცია, ზიხართ თბილ ტელესტუდიებში და გიკვირთ, ხალხი რატომ არ მოდის რუსთაველზე“.

ცნობისთვის, ცხრა ოპოზიციურმა პარტიამ 2 მარტს „ოპოზიციური ალიანსის“ შექმნის შესახებ განაცხადა, რომელშიც შედიან: „ახალი“, „გირჩი“, „დროა“, „ევროპული საქართველო“, „ნაციონალური მოძრაობა“, „ეროვნულ-დემოკრატიული პარტია“, „თავისუფლების მოედანი“, „სტრატეგია აღმაშენებელი“, „ფედერალისტები“.

მსგავსი სიახლეები.

ნინო ფოჩხუა: პრემიერი დაგვპირდა, რომ მომდევნო წლებშიც მთავრობა მაქსიმალურად ეცდება, 70 წლამდე პენსიონერებს პენსია… პოლიტიკა

ნინო ფოჩხუა: პრემიერი დაგვპირდა, რომ მომდევნო წლებშიც მთავრობა მაქსიმალურად ეცდება, 70 წლამდე პენსიონერებს პენსია ინდექსაციის წესის მიღმა გაუზარდონ

18 სთ წინ2 წთ
ლიზა გეგეჭკორი: პრემიერი ატარებს ბრიფინგს პენსიების გაზრდის და სოციალური საკითხების გააქტიურების თემაზე, ამ ფონზე, გამოდიან… პოლიტიკა

ლიზა გეგეჭკორი: პრემიერი ატარებს ბრიფინგს პენსიების გაზრდის და სოციალური საკითხების გააქტიურების თემაზე, ამ ფონზე, გამოდიან მარტა კოსი და სხვები და დაგვძახიან, რომ ჩვენი ხელისუფლებაა აცდენილი ევროპულ გზას და უკრაინის ხელისუფლებაა ევროპის რელსებზე შემდგარი

18 სთ წინ2 წთ
ლადო სადღობელაშვილი: სანამ სხვები პოპულისტობენ ხელისუფლება მოქმედებს – სწორედ ასე შეიძლება შეფასდეს პრემიერის ინიციატივა… პოლიტიკა

ლადო სადღობელაშვილი: სანამ სხვები პოპულისტობენ ხელისუფლება მოქმედებს – სწორედ ასე შეიძლება შეფასდეს პრემიერის ინიციატივა პენსიონერების მხარდასაჭერად. ირაკლი კობახიძის გადაწყვეტილებით, 70 წლამდე ასაკის პენსიონერებისთვის პენსია კანონით გათვალისწინებული 20 ლარის ნაცვლად 45 ლარით გაიზრდება

18 სთ წინ3 წთ