— თბილისი --:--
ახლა. მოვლენათა ეპიცენტრში
LIVE
დიმიტრი სამხარაძე: განულებული ოპოზიციის მარცხით გამწარებულები ჩვენს გუნდში ცდილობენ ლაჩრების პოვნას და გუნდის წინააღმდეგ ალაშქრებას- “ქართული ოცნების“ არცერთ ერთგულ ჯარისკაცს არ ვუვიწყებთ ბრძოლას, მაგრამ გუნდისთვის ზიანის მომტანებს, მოსყიდულებს მოვექცევით ისე, როგორც იმსახურებენ ზურაბ გირჩი ჯაფარიძე თურქეთის აეროპორტში დააკავეს კიევის მერი აცხადებს, რომ ზამთრისთვის არასათანადო მომზადების გამო ზელენსკი თანამდებობიდან მის გადაყენებას ცდილობს ალუდა ღუდუშაური: პირადი წყენა შეიძლება მივუტევოთ და ვაპატიოთ, მაგრამ კომპრომისი ქვეყნის ინტერესებთან გამორიცხულია ლადო სადღობელაშვილი: ბიძინა ივანიშვილი არსად წასულა და არც არასდროს წავა თავისი ხალხის გვერდიდან. ის ყოველთვის იქ არის, სადაც საქართველოს და ჩვენს საზოგადოებას ყველაზე მეტად სჭირდება. სწორედ მის ირგვლივ, მის მიმართ უსაზღვრო ნდობასა და პატივისცემაშია გაერთიანებული ჩვენი მოსახლეობა
პოლიტიკა

ინდოეთის საგარეო საქმეთა ყოფილი მინისტრი, კანვალ სიბალი: რუსეთის გამოფიტვის მიზნით, დასავლეთი უკრაინას უფრო ანადგურებს

ინდოეთის საგარეო საქმეთა ყოფილი მინისტრი, კანვალ სიბალი: რუსეთის გამოფიტვის მიზნით, დასავლეთი უკრაინას უფრო ანადგურებს

ინდოეთის საგარეო საქმეთა ყოფილი მინისტრი, კანვალ სიბალი სოციალურ ქსელ X-ში პოსტს აქვეყნებს, რომელშიც უკრაინის ომის მიმართ დასავლეთის მიდგომას აკრიტიკებს.

სიბალი მიიჩნევს, რომ დასავლეთი უკრაინას რუსეთის დასასუსტებლად ერთგვარ იარაღად იყენებს. მისივე აზრით, კონფლიქტის გაგრძელება ემსახურება არა უკრაინის ინტერესებს, არამედ რუსეთის სისხლისგან დაცლას.

„ევროპის პრობლემების გადაჭრის გზა არა რუსეთის სისხლისგან დაცლის მცდელობა, მის წინააღმდეგ პროქსი ომის გაღვივება და ამ პროცესში უკრაინის კიდევ უფრო საფრთხის ქვეშ დაყენებაა, არამედ მოლაპარაკებების გზით ისეთი გადაწყვეტილების მოძებნა, რომელიც არსებულ კომპლექსურ რეალობას დაეფუძნება. მორალური პასუხისმგებლობა მოითხოვს მშვიდობისთვის მუშაობას დიალოგის მეშვეობით და არა უკრაინის სამხედრო მხარდაჭერას იმისთვის, რომ რუსეთი აიძულონ, ევროპული ან უკრაინული პირობებით მოლაპარაკებები აწარმოოს“, – წერს სიბალი.