— თბილისი --:--
ახლა. მოვლენათა ეპიცენტრში
LIVE
ნინო ფოჩხუა: პრემიერი დაგვპირდა, რომ მომდევნო წლებშიც მთავრობა მაქსიმალურად ეცდება, 70 წლამდე პენსიონერებს პენსია ინდექსაციის წესის მიღმა გაუზარდონ ლიზა გეგეჭკორი: პრემიერი ატარებს ბრიფინგს პენსიების გაზრდის და სოციალური საკითხების გააქტიურების თემაზე, ამ ფონზე, გამოდიან მარტა კოსი და სხვები და დაგვძახიან, რომ ჩვენი ხელისუფლებაა აცდენილი ევროპულ გზას და უკრაინის ხელისუფლებაა ევროპის რელსებზე შემდგარი ლადო სადღობელაშვილი: სანამ სხვები პოპულისტობენ ხელისუფლება მოქმედებს – სწორედ ასე შეიძლება შეფასდეს პრემიერის ინიციატივა პენსიონერების მხარდასაჭერად. ირაკლი კობახიძის გადაწყვეტილებით, 70 წლამდე ასაკის პენსიონერებისთვის პენსია კანონით გათვალისწინებული 20 ლარის ნაცვლად 45 ლარით გაიზრდება ნიკოლოზ მეტრეველი : მივესალმები საქართველოს პრემიერ-მინისტრის, გადაწყვეტილებას,  70 წლამდე ასაკის პენსიონერებს, პენსია დაგეგმილი 20 ლარის ნაცვლად, 45 ლარით გაეზრდებათ დავით ჩიხელიძე: 70 წლამდე პენსიონერებისთვის პენსიის 45 ლარით ზრდა, ნაცვლად 20 ლარისა, წინ გადადგმული მნიშვნელოვანი ნაბიჯია და კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს იმას, რომ მოქალაქეებზე ზრუნვა ხელისუფლების საქმიანობის განუყოფელი ნაწილია
მსოფლიო

ინდოეთში იმ კომპანიის მფლობელი დააკავეს, რომლის წარმოებულ ხველების საწინააღმდეგო სიროფს ქვეყანაში, სულ მცირე, 17 ბავშვის გარდაცვალებას უკავშირებენ

ინდოეთში იმ კომპანიის მფლობელი დააკავეს, რომლის წარმოებულ ხველების საწინააღმდეგო სიროფს ქვეყანაში, სულ მცირე, 17 ბავშვის…

ინდოეთის პოლიციამ იმ ფარმაცევტული კომპანიის მფლობელი დააკავა, რომლის მიერ წარმოებულ ხველების საწინააღმდეგო სიროფს ქვეყანაში, სულ მცირე, 17 ბავშვის გარდაცვალებას უკავშირებენ. ამის შესახებ ინფორმაციას „როიტერი“ ავრცელებს.

საუბარია კომპანია Sresan Pharma-ს ხველების საწინააღმდეგო სიროფ „ქოლდრიფზე“.

ბავშვების გარდაცვალების შემთხვევები გასულ თვეში მადჰია პრადეშის შტატში დაფიქსირდა. გარდაცვალებას წინ უძღოდა ხველების საწინააღმდეგო წამლის მიღება, რომელიც შეიცავდა ტოქსიკურ დიეთილენგლიკოლს დასაშვებ ზღვარზე, თითქმის 500-ჯერ მეტი რაოდენობით. გარდაცვლილი ბავშვები ხუთ წელზე ნაკლები ასაკის იყვნენ, ყველა შემთხვევა უკავშირდებოდა „ქოლდრიფის“ სიროფის მიღებას, რომელიც ინდოეთის რამდენიმე რეგიონში აკრძალეს, რადგან მასში ტოქსიკური ნივთიერების შემცველობა გამოვლინდა.

ინდოეთში ხველების საწინააღმდეგო სიროფის ექსპორტისთვის 2023 წლიდან საჭიროა სახელმწიფო ლაბორატორიებში დამატებითი ტესტირება მას შემდეგ, რაც ინდურ სიროფებს გამბიაში, უზბეკეთსა და კამერუნში ათზე მეტი ბავშვის გარდაცვალების შემთხვევა დაუკავშირეს.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციაში აღნიშნავენ, რომ ბოლო შემთხვევები ადასტურებს ინდოეთში შიდა ბაზარზე გასაყიდი მედიკამენტების შემოწმებასთან დაკავშირებულ ხარვეზებს. ზოგიერთი მედიკამენტის ექსპორტი შესაძლოა, არაოფიციალურად ხორციელდებოდეს.

ინდოეთის ხელისუფლებამ მიმდინარე კვირაში ასევე მოსახლეობას მოუწოდა, თავი შეიკავონ ადგილობრივი წარმოების ორი სახეობის სიროფის – „რესპიფრეშისა“ და „რელაიფის“ მიღებისგან მას შემდეგ, რაც აღნიშნული სიროფების შემადგენლობაში იგივე ტოქსიკური ქიმიური ნივთიერება აღმოჩნდა. ინდოეთი აშშ-სა და ჩინეთის შემდეგ მსოფლიოში მედიკამენტების უმსხვილესი მწარმოებელია.