თბილისი --:--
ახლა. მოვლენათა ეპიცენტრში
LIVE
თენგიზ შარმანაშვილი: ლაზარე ჯორბენაძის ამბავზე ყველამ ხელი დაიბანა, ამ საკითხის წამომჭრელის ადვოკატმაც კი. გამოტყდით სხვები, ვისი წამოწყებულია, თქვით. 24 საათიანი აჟიოტაჟის გამოწვევაც არ შეუძლიათ ნინო მშვიდობაძე: საუბარი იმაზე, რომ ფორმა ინდივიდუალურობას უკარგავს ბავშვს, წმინდა წყლის დემაგოგიაა, რადგან ევროპის, ამერიკის და საქართველოს კერძო სკოლებში მოსწავლეები ფორმებით დადიან და რა გამოდის, ამ მოწონებულ ევროპასა და ამერიკაში ბავშვები ინდივიდუალობა დაკარგულები არიან?! იწყება სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ ილია II-ის მიერ დაარსებული და სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ შიო III-ის მიერ გაგრძელებული მესამე და შემდგომი ბავშვის საყოველთაო ნათლობის სამოცდამეთოთხმეტე ეტაპი სომხეთის მთავრობამ ირანთან “გამარტივებული საბაჟო დერეფნის” შეთანხმება დაამტკიცა შალვა პაპუაშვილი: ძალადობრივ აქციებთან დაკავშირებული საქმეების ფარგლებში 45 პირი თავისუფალია, 72 კი პატიმრობაში რჩება
პოლიტიკა

ირაკლი ქადაგიშვილი: 31 მარტია, საქართველოს დამოუკიდებლობის რეფერენდუმის დღეა და ჩვენმა ოპოზიციონერმა კოლეგამ  “მოსკოვის მექანიზმით” მოგვილოცა ეს დღე – გეტყვით, რომ ბევრ მექანიზმს მოიგონებენ უცხოელები იმისთვის, რომ შენი სუვერენიტეტი და დამოუკიდებლობა მათი კონტროლის ქვეშ აიყვანონ

ირაკლი ქადაგიშვილი: 31 მარტია, საქართველოს დამოუკიდებლობის რეფერენდუმის დღეა და ჩვენმა ოპოზიციონერმა კოლეგამ “მოსკოვის…

31 მარტია, საქართველოს დამოუკიდებლობის რეფერენდუმის დღეა და ჩვენმა ოპოზიციონერმა კოლეგამ დაიწყო საუბარი იმაზე, თუ როგორ გვაფასებენ უცხოელები საქართველოს და “მოსკოვის მექანიზმით” მოგვილოცა ეს დღე – გეტყვით, რომ ბევრ მექანიზმს მოიგონებენ იმისთვის, რომ შენი სუვერენიტეტი და დამოუკიდებლობა მათი კონტროლის ქვეშ აიყვანონ, – ასე გამოეხმაურა პარლამენტის რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარე, ირაკლი ქადაგიშვილი პარლამენტის პლენარულ სხდომაზე პარტია „გახარია- საქართველოსთვის“  წარმომადგენლის  სიტყვით გამოსვლას.

ქადაგიშვილის განცხადებით, ევროპულმა ძალებმა სწორედ საქართველოს დემოკრატიულ განვითარებას შეუქმნეს  ყველაზე დიდი პრობლემა 2024 წლის არჩევნების ჭმუნვით მიღებით.

მისივე თქმით, ოპოზიციის მიერ „შიშველი პროპაგანდის“ საქართველოს წინააღმდეგ გამოყენება დიდი სირცხვილია, მათი თავდაპირველი მოვალეობა კი  ქვეყნის  ეროვნული ინტერესების დაცვა უნდა იყოს.

„მთავარი პრობლემა იცით, რაშია მეგობრებო? მთავარი პრობლემა იმაშია, რომ სამწუხაროდ, იმ ძალებმა, ევროკავშირში იქნება თუ სხვაგან, სწორედ საქართველოს დემოკრატიულ განვითარებას შეუქმნეს ყველაზე დიდი პრობლემა, როდესაც 2024 წლის საპარლამენტო არჩევნები, მათ ასეთი დიდი ჭმუნვით მიიღეს, როდესაც მათივე სადამკვირვებლო მისიის დასკვნები გვერდზე გადადეს, თვალი დაიბნელეს და ყური დაიყრუეს  და როდესაც 4 ოქტომბრის, თუ ამდაგვარი რევოლუციური, თუ დამხობის სცენარების აპოლოგეტებად და მხარდამჭერებად მოგვევლინნენ და როდესაც მიზანს ვერ აღწევდნენ და დანაშაულის ჩამდენებზე პასუხისმგებლობა ვრცელდებოდა მათ პოლიტიკურ პატიმრებად და ათასგვარი „მოსკოვური“ თუ  სხვადასხვაგვარი  მექანიზმების გამოსაყენებლად იყენებდნენ და თქვენ თუ ხართ საქართველოს პატრიოტი პოლიტიკოსები, უნდა გესმოდეთ პირველ რიგში რა არის ჩვენი ქვეყნის ეროვნული ინტერესი და მერე უნდა მისდევდეთ „მოსკოვის მექანიზმს“ და სხვათა პროპაგანდას, რომ „ბელორუსია ხართ და რუსეთი ხართ“  და ა.შ. სირცხვილია, რომ ამას იმეორებთ, აი ამ შიშველ პროპაგანდას საქართველოს წინააღმდეგ,“- განაცხადა ირაკლი ქადაგიშვილმა.

მსგავსი სიახლეები.

თენგიზ შარმანაშვილი: ლაზარე ჯორბენაძის ამბავზე ყველამ ხელი დაიბანა, ამ საკითხის წამომჭრელის ადვოკატმაც კი. გამოტყდით… პოლიტიკა

თენგიზ შარმანაშვილი: ლაზარე ჯორბენაძის ამბავზე ყველამ ხელი დაიბანა, ამ საკითხის წამომჭრელის ადვოკატმაც კი. გამოტყდით სხვები, ვისი წამოწყებულია, თქვით. 24 საათიანი აჟიოტაჟის გამოწვევაც არ შეუძლიათ

8 სთ წინ1 წთ
ნინო მშვიდობაძე: საუბარი იმაზე, რომ ფორმა ინდივიდუალურობას უკარგავს ბავშვს, წმინდა წყლის დემაგოგიაა, რადგან ევროპის… პოლიტიკა

ნინო მშვიდობაძე: საუბარი იმაზე, რომ ფორმა ინდივიდუალურობას უკარგავს ბავშვს, წმინდა წყლის დემაგოგიაა, რადგან ევროპის, ამერიკის და საქართველოს კერძო სკოლებში მოსწავლეები ფორმებით დადიან და რა გამოდის, ამ მოწონებულ ევროპასა და ამერიკაში ბავშვები ინდივიდუალობა დაკარგულები არიან?!

8 სთ წინ3 წთ
სომხეთის მთავრობამ ირანთან “გამარტივებული საბაჟო დერეფნის” შეთანხმება დაამტკიცა პოლიტიკა

სომხეთის მთავრობამ ირანთან “გამარტივებული საბაჟო დერეფნის” შეთანხმება დაამტკიცა

9 სთ წინ2 წთ