— თბილისი --:--
ახლა. მოვლენათა ეპიცენტრში
LIVE
კიევის მერი აცხადებს, რომ ზამთრისთვის არასათანადო მომზადების გამო ზელენსკი თანამდებობიდან მის გადაყენებას ცდილობს ალუდა ღუდუშაური: პირადი წყენა შეიძლება მივუტევოთ და ვაპატიოთ, მაგრამ კომპრომისი ქვეყნის ინტერესებთან გამორიცხულია ლადო სადღობელაშვილი: ბიძინა ივანიშვილი არსად წასულა და არც არასდროს წავა თავისი ხალხის გვერდიდან. ის ყოველთვის იქ არის, სადაც საქართველოს და ჩვენს საზოგადოებას ყველაზე მეტად სჭირდება. სწორედ მის ირგვლივ, მის მიმართ უსაზღვრო ნდობასა და პატივისცემაშია გაერთიანებული ჩვენი მოსახლეობა თორნიკე ფაღავა: საქართველო ვერ გახდება ვერც ბუფერული ზონა და ვერც რუსეთის შემაკავებელი ფაქტორი, ვერც სუვერენიტეტს დათმობს და სახელმძღვანელოდ ვერ გაიხდის რეზოლუციებს, რომელიც სააკაშვილს – დადასტურებულ დამნაშავეს, პოლიტპატიმრად გვიცხადებს ლევან მახაშვილი: ევროპარლამენტმა თავი უნდა დაანებოს საქართველოს შიდა საქმეებში გაუმართლებელ, არაპროპორციულ ჩარევას. პატივი უნდა სცეს საქართველოს სუვერენიტეტს და ხალხის ნებას
პოლიტიკა

ირაკლი კირცხალია – ჩვენ დავაფიქსირეთ მზაობა, რომ ჩვენი ურთიერთობები გადავტვირთოთ და დავიწყოთ სრულიად ახალი ფურცლიდან

ირაკლი კირცხალია – ჩვენ დავაფიქსირეთ მზაობა, რომ ჩვენი ურთიერთობები გადავტვირთოთ და დავიწყოთ სრულიად ახალი ფურცლიდან

საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი, პარლამენტის ფრაქცია “ქართული ოცნების” თავმჯდომარე ირაკლი კირცხალია აცხადებს, რომ საქართველო მზად არის, შეერთებულ შტატებთან ურთიერთობების გადატვირთვის და დაიწყოს ის სრულიად ახალი ფურცლიდან, თუმცა მისი თქმით, მხოლოდ საქართველოს საუკეთესო ინტერესებიდან გამომდინარე.

ირაკლი კირცხალიამ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენლების საქართველოში ვიზიტი გაიხსენა და აღნიშნა, რომ გამართულ შეხვედრებზე მმართველმა გუნდმა ურთიერთობების გადატვირთვის მზაობა დააფიქსირა.

“მივესალმებით ამ პირველ მნიშვნელოვან ნაბიჯებს, რომელსაც ვხედავთ ყველანი, რომელიც იდგმება. იცით, ჩამოსულები იყვნენ ადმინისტრაციიდან, იყო შეხვედრა როგორც მთავრობასთან, ასევე საკანონმდებლო ორგანოში გაიმართა საკმაოდ პოზიტიური შეხვედრები. ასევე, ე.წ. ოპოზიციასთანაც იყო შეხვედრები. ჩვენ დავაფიქსირეთ ის, რასაც ვაფიქსირებდით, მზაობა, რომ ჩვენი ურთიერთობები გადავტვირთოთ და დავიწყოთ სრულიად ახალი ფურცლიდან და თვისობრივად ახალ ეტაპზე გადავიყვანოთ ჩვენი ურთიერთობები. ამისთვის ჩვენ ყველანაირად მზად ვართ. ამას, წესით და რიგით, ძალიან კარგად უნდა ხედავდნენ ჩვენი ამერიკელი ისტორიული პარტნიორები და მეგობრები. მაგრამ, ვიმეორებ, რომ მზად ვართ ჩვენი ქვეყნის საუკეთესო ინტერესებიდან გამომდინარე. იმ ინტერესებიდან და იმ გამოწვევებიდან გამომდინარე, რომელსაც ძალიან კარგად ხედავს და აფასებს ამერიკის შეერთებული შტატები და მისი ადმინისტრაცია. ჩვენ ყოველთვის ვიყავით რეგიონში დასაყრდენი პარტნიორი, ყოველთვის ვიყავით სანდო პარტნიორი და კარგად უნდა ახსოვდეს ამერიკის შეერთებულ შტატებს, ევროკავშირის წევრ ქვეყნებსაც, ყოველ შემთხვევაში, ჩვენს ძალიან ახლო და სტრატეგიულ მეზობლებს და მეგობრებს – აზერბაიჯანს, სომხეთს ძალიან კარგად ახსოვთ, წლების განმავლობაში რა როლს ასრულებდა საქართველო რეგიონში. ჩვენ ყოველთვის ვიყავით ის დასაყრდენი და საიმედო პარტნიორი და მზად ვართ ახლაც ვიყოთ. მაგრამ, ამ ქარცეცხლის გათვალისწინებით, რაც ჩვენს რეგიონში ხდება, მხოლოდ და მხოლოდ ჩვენი ქვეყნის მშვიდობიანი პოლიტიკის განვითარებით, მხოლოდ და მხოლოდ ჩვენი ეკონომიკის დივერსიფიცირებით და არა ნებისმიერი პოლიტიკური ჯგუფის ან ქვეყნის მხრიდან რაიმე კარნახით ან მითითებით“, – განაცხადა ირაკლი კირცხალიამ “რუსთავი 2”-ის ეთერში.

მსგავსი სიახლეები.

კიევის მერი აცხადებს, რომ ზამთრისთვის არასათანადო მომზადების გამო ზელენსკი თანამდებობიდან მის გადაყენებას ცდილობს პოლიტიკა

კიევის მერი აცხადებს, რომ ზამთრისთვის არასათანადო მომზადების გამო ზელენსკი თანამდებობიდან მის გადაყენებას ცდილობს

49 წთ წინ1 წთ
ალუდა ღუდუშაური: პირადი წყენა შეიძლება მივუტევოთ და ვაპატიოთ, მაგრამ კომპრომისი ქვეყნის ინტერესებთან გამორიცხულია პოლიტიკა

ალუდა ღუდუშაური: პირადი წყენა შეიძლება მივუტევოთ და ვაპატიოთ, მაგრამ კომპრომისი ქვეყნის ინტერესებთან გამორიცხულია

4 სთ წინ6 წთ
ლადო სადღობელაშვილი: ბიძინა ივანიშვილი არსად წასულა და არც არასდროს წავა თავისი ხალხის გვერდიდან. ის ყოველთვის იქ არის… პოლიტიკა

ლადო სადღობელაშვილი: ბიძინა ივანიშვილი არსად წასულა და არც არასდროს წავა თავისი ხალხის გვერდიდან. ის ყოველთვის იქ არის, სადაც საქართველოს და ჩვენს საზოგადოებას ყველაზე მეტად სჭირდება. სწორედ მის ირგვლივ, მის მიმართ უსაზღვრო ნდობასა და პატივისცემაშია გაერთიანებული ჩვენი მოსახლეობა

5 სთ წინ2 წთ