— თბილისი --:--
ახლა. მოვლენათა ეპიცენტრში
LIVE
გიორგი გამსახურდია: ზვიად გამსახურდიას კადრები არ უვარგოდა, ზვიად გამსახურდიას პუტჩი მოუწყო „მრგვალმა მაგიდამ“, ეს ნარატივები აქვთ პირიქეთა და პირაქეთა პუტჩისტებს, რომელი კადრები არ უვარგოდა ზვიადს? ცოტნე ანანიძე: ფაქტია, მატჩი თურქეთში გულშემატკივართა აგრესიის რისკის გამო არ ჩატარდა, ასევე ფაქტია, აგრესია და წესრიგის დარღვევა იყო ბათუმში პოლიციის ადეკვატური მოქმედების საფუძველი და მინიმალური ძალით აღკვეთეს პროვოკაციები. სხვა მიზეზი უბრალოდ არ არსებობს, მით უფრო მეგობრულ-მეზობლურ ურთიერთობებში ზურაბ პატარაძე: შეხვედრა გავმართე თურქეთის რესპუბლიკის ელჩთან, მუსტაფა თურქერ არისთან, რომელთანაც დეტალურად განვიხილე გუშინ, საფეხბურთო მატჩის დაწყებამდე და მატჩის მიმდინარეობისას განვითარებული მოვლენები ლევან მაჭავარიანი ზურაბაშვილი-გალუზინის შეხვედრისას რუსეთის პოზიციაზე: ამოვარდნილია ლოგიკიდან, როცა არგუმენტის გარეშე ამბობ, რომ უნდა დავასანქცირო ქართული პროდუქცია, მეორე მხრივ კი უნივერსიტეტებმა უნდა იმეგობრონ – თეორიულად რომ წარმოვიდგინოთ, რომ ასე მოხდა, აგენტურულ ოპოზიციას დამატებითი ჟანგბადი უნდა მიეცეს, რაც ბევრ კითხვის ნიშანს აჩენს თენგიზ შარმანაშვილი: რუსების პოზიცია რბილად რომ ვთქვათ, არალოგიკურია – დავასანქცირებ, არ მივცემ საშუალებას რომ თავისუფლად ივაჭრონ, შევავიწროვებ დასაბუთების გარეშე და მოდი, ამის ფონზე, უნივერსიტეტებმა იმეგობრონ. ასეთი ტიპის ნარატივი, შეიძლება მართლაც გამოადგეს აგენტურულ ოპოზიციას
პოლიტიკა

ირაკლი კირცხალია – დღესაც ამ არეულობაში ჩართვის თავიდან არიდების რეჟიმშია ჩვენი ხელისუფლება საზოგადოების დახმარებით

ირაკლი კირცხალია – დღესაც ამ არეულობაში ჩართვის თავიდან არიდების რეჟიმშია ჩვენი ხელისუფლება საზოგადოების დახმარებით

ტრენინგები არახალია ჩვენი საზოგადოებისთვის. ახლა ბლაჟევიჩია, მანამდე NDI-ის უფროსობა იყო და მენეჯმენტი. მანამდე ყველას კარგად გვახსოვს კანვასის ასე ვთქვათ ტრენინგები. ყველამ ვნახეთ და ვიხილეთ ეს ჩანაწერები და როგორ უტიფრად დატოვეს ტრენერებმა ჩვენი ქვეყანა დიპლომატიური მანდატების მფარველობის ქვეშ ესეც ყველას კარგად გვახსოვს. გვახსოვს ბაკურიანის ცნობილი შეკრებები, აკერმანისეული შეკრებები და სწავლებები, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა ირაკლი კირცხალიამ განაცხადა.

“როდესაც ვსაუბრობთ აგენტურაზე, აგენტურა არის მათი, როგორ გითხრათ, ყველაზე ობიექტური შეფასება. ამას დიდი ახსნა-განმარტება არ სჭირდება ფაქტი სახეზეა, ისინი არ მალავენ. უტიფრად აღარ მალავენ არა მხოლოდ ისინი, არამედ ამ გეგმის აღმასრულებლები და შემსრულებლები, გეგმის დამწერებიც.

შეგახსენებთ იმ გეგმას, რომელიც გამოაგზავნეს აქ სულ რაღაც წელიწად-ნახევრის წინ, სადაც საუბარი იყო ბლოკირებაზე ქუჩების, სადაც საუბარი იყო ბოიკოტზე რომ თურმე დასუფთავების სამსახური უნდა გასულიყო ბოიკოტში, აფთიაქები უნდა გასულიყვნენ ბოიკოტში, ექიმები უნდა გასულიყვნენ ბოიკოტში და სრული პარალიზება და ეკონომიკური კოლაფსი უნდა მომხდარიყო ჩვენ ქვეყანაში. გვახსოვს ის სწავლებები თუ როგორ უნდა მიეყენებინათ მძიმე ტექნიკა პარლამენტის შენობასთან და ასე შემდეგ და ნახეთ ამის შედეგები, ამის რომანტიზებები, მცდელობა პარლამენტის შენობის დაწვის, დამწვარი პოლიციელები დამტვრეული განადგურებული ინფრასტრუქტურა და ვნახეთ მერამდენეჯერ. მეხუთეჯერ ბოლო წლების განმავლობაში და განსაკუთრებით როდის 2022 წლის შემდეგ და ეს არის ის თარიღი, საიდანაც იწყება ამ უბინძურესი შემოტევის, აი, ამ უბინძურესი სცენარების განვითარების ღია თავხედურად მოქმედების, აი, ამ სცენარის მიხედვით, როდესაც უკრაინა-რუსეთის სისხლისმღვრელი ომი, რომელიც დღესაც მიმდინარეობს და როდესაც დაიწყო ის პირდაპირი და ღია ზეწოლა ჩვენი ქვეყნის ომში ჩათრევისა, რაც ღირსეულად ავირიდეთ და დღესაც აი, ამ არეულობაში ჩართვის თავიდან არიდების რეჟიმშია ჩვენი ხელისუფლება ჩვენი საზოგადოების დახმარებით”, – განაცხადა კირცხალიამ.

მსგავსი სიახლეები.

გიორგი გამსახურდია: ზვიად გამსახურდიას კადრები არ უვარგოდა, ზვიად გამსახურდიას პუტჩი მოუწყო „მრგვალმა მაგიდამ“, ეს… პოლიტიკა

გიორგი გამსახურდია: ზვიად გამსახურდიას კადრები არ უვარგოდა, ზვიად გამსახურდიას პუტჩი მოუწყო „მრგვალმა მაგიდამ“, ეს ნარატივები აქვთ პირიქეთა და პირაქეთა პუტჩისტებს, რომელი კადრები არ უვარგოდა ზვიადს?

9 სთ წინ2 წთ
ცოტნე ანანიძე: ფაქტია, მატჩი თურქეთში გულშემატკივართა აგრესიის რისკის გამო არ ჩატარდა, ასევე ფაქტია, აგრესია და წესრიგის… პოლიტიკა

ცოტნე ანანიძე: ფაქტია, მატჩი თურქეთში გულშემატკივართა აგრესიის რისკის გამო არ ჩატარდა, ასევე ფაქტია, აგრესია და წესრიგის დარღვევა იყო ბათუმში პოლიციის ადეკვატური მოქმედების საფუძველი და მინიმალური ძალით აღკვეთეს პროვოკაციები. სხვა მიზეზი უბრალოდ არ არსებობს, მით უფრო მეგობრულ-მეზობლურ ურთიერთობებში

11 სთ წინ1 წთ
პოლიტიკა

ზურაბ პატარაძე: შეხვედრა გავმართე თურქეთის რესპუბლიკის ელჩთან, მუსტაფა თურქერ არისთან, რომელთანაც დეტალურად განვიხილე გუშინ, საფეხბურთო მატჩის დაწყებამდე და მატჩის მიმდინარეობისას განვითარებული მოვლენები

12 სთ წინ3 წთ