თბილისი --:--
ახლა. მოვლენათა ეპიცენტრში
LIVE
ლევან სანიკიძე: დღევანდელი მდგომარეობით პარტიის ყოველდღიურ მენეჯმენტში ნაკლებად ვარ ჩართული. დროებითი პაუზის აღება, ჩემთვისაც მნიშვნელოვანი იყო Politico: პოლონეთში ანტიუკრაინული განწყობა ძალადობაში გადაიზარდა ცოტნე ანანიძე: იქმნება შთაბეჭდილება, რომ ღარიბაშვილი და სააკაშვილი, ციხეში, ერთმანეთს გადაძახილებით ეხმარებიან პოლიტიკური წერილების წერაში დავით ჩიხელიძე: თუ ეს ორი ნარატივი ერთმანეთთან მჭიდროდ იქნება დაკავშირებული, საზოგადოებისთვის AfD-ის წინააღმდეგ მკაცრი ნაბიჯების გამართლება გაცილებით მარტივი გახდება- რუსეთი არის საფრთხე, AfD კი ძალა, რომელიც ამ საფრთხესთან კავშირშია გია აბაშიძე: გერმანიაში ერთი სულ უფრო თვალსაჩინო პარადოქსი იკვეთება: რაც უფრო ძლიერდება „ალტერნატივა გერმანიისთვის“ (AfD), მით უფრო მძაფრდება რუსული საფრთხის, ჰიბრიდული ომის, დივერსიებისა და ეროვნული უსაფრთხოების რიტორიკა
პოლიტიკა

ირაკლი კირცხალია დიდ ბრიტანეთში საზღვარგარეთიდან პოლიტიკური დაფინანსების მარეგულირებელი წესების გამკაცრებაზე: თურმე მათთვის შეიძლება, რომ გამჭვირვალე იყოს ყველაფერი, ჩვენთვის არა, სწორედ ეს არის ბინძური დამოკიდებულება ჩვენს მიმართ

ირაკლი კირცხალია დიდ ბრიტანეთში საზღვარგარეთიდან პოლიტიკური დაფინანსების მარეგულირებელი წესების გამკაცრებაზე: თურმე მათთვის…

“ბოლო პერიოდში ე.წ. ფლაგმანია სამწუხაროდ, ბრიტანეთი, მისი ხელისუფლება, მისი დიპლომატიური მისია საქართველოში. როდესაც უსტანდარტობაზე ვსაუბრობთ, რა თქმა უნდა, ნებისმიერი ქვეყანა, მათ შორის ბრიტანეთი აკეთებს ყველაფერს და ქმნის ისეთ საკანონმდებლო სივრცეს, სადაც დღევანდელი გამოწვევები უნდა იყოს პასუხგაცემული. მათთვის შეიძლება, რომ გამჭვირვალე იყოს ყველაფერი, ჩვენთვის თურმე არ შეიძლება ეს. მათთვის თურმე შეიძლება, რომ სხვადასხვა კანონი, რომელზეც ჩვენ გვაკრიტიკებენ იყოს მნიშვნელოვანი მათი ქვეყნის უსაფრთხოებისთვის და ჩვენ ქვეყანას თურმე უსაფრთხოების გამოწვევები არ აქვს. სწორედ ეს არის ბინძური დამოკიდებულება ჩვენს მიმართ, რომელსაც ნათლად ვხედავთ და ძალიან ნათელი პასუხებიც გვაქვს ამ ყველაფერთან დაკავშირებით. ეს პოზიცია ჩვენი, ხელისუფლების, ის დაკვეთა, რომელსაც ჩვენი საზოგადოება წლებია გვიკვეთავს, სწორედ ეს პოზიცია, ჩვენი პასუხები და ჩვენი ორ ფეხზე დგომა არის შემდგომ მათი განცხადებების გამწვავების მიზეზი“, – განაცხადა ირაკლი კირცხალიამ.

დიდმა ბრიტანეთმა, საზღვარგარეთიდან პოლიტიკური დაფინანსების მარეგულირებელი წესები გაამკაცრა. მიზანი არის საარჩევნო პროცესზე უცხოური ფინანსური გავლენის პრევენცია. პოლიტიკურ კანდიდატებს მოეთხოვებათ კანდიდატობამდე მიღებული 2230 გირვანქა სტერლინგზე მეტი შემოწირულობის დეკლარირება და დამტკიცება, რომ ნებისმიერი წინასაარჩევნო დაფინანსება ლეგიტიმური წყაროებიდან იყო მიღებული.