— თბილისი --:--
ახლა. მოვლენათა ეპიცენტრში
LIVE
ლადო სადღობელაშვილი: ბიძინა ივანიშვილი არსად წასულა და არც არასდროს წავა თავისი ხალხის გვერდიდან. ის ყოველთვის იქ არის, სადაც საქართველოს და ჩვენს საზოგადოებას ყველაზე მეტად სჭირდება. სწორედ მის ირგვლივ, მის მიმართ უსაზღვრო ნდობასა და პატივისცემაშია გაერთიანებული ჩვენი მოსახლეობა თორნიკე ფაღავა: საქართველო ვერ გახდება ვერც ბუფერული ზონა და ვერც რუსეთის შემაკავებელი ფაქტორი, ვერც სუვერენიტეტს დათმობს და სახელმძღვანელოდ ვერ გაიხდის რეზოლუციებს, რომელიც სააკაშვილს – დადასტურებულ დამნაშავეს, პოლიტპატიმრად გვიცხადებს ლევან მახაშვილი: ევროპარლამენტმა თავი უნდა დაანებოს საქართველოს შიდა საქმეებში გაუმართლებელ, არაპროპორციულ ჩარევას. პატივი უნდა სცეს საქართველოს სუვერენიტეტს და ხალხის ნებას არჩილ ბერიძე: ბიძინა ივანიშვილისა და ფონდ „ქართუს“ მხარდაჭერით აღდგენილი ტაძრები, თეატრები და მუზეუმები, ლევილის ისტორიულ მამულზე ზრუნვა, იოანე-ზოსიმეს ხელნაწერის საქართველოში დაბრუნება ჩვენი ეროვნული მემკვიდრეობის დაცვის მნიშვნელოვანი მაგალითებია – ასე ვინარჩუნებთ ჩვენს ისტორიას და გადავცემთ მას მომავალ თაობებს პაატა კვიჟინაძე: რასაც არ უნდა ითხოვდეს ოპოზიცია, რომელიც ეკონომიკურ მაჩვენებლებს დააზიანებს, პოპულისტური გადაწყვეტილებების მიღება არ შეიძლება – არ დავუშვებთ, დაირღვეს ეკონომიკური პარამეტრები, ვიმუშავებთ, რომ იყოს მაღალი ეკონომიკური ზრდა, რაც საშუალებას მოგვცემს, ყოველწლიურად გავზარდოთ პენსიები
პოლიტიკა

ირაკლი კირცხალია – კარგად გვახსოვს, როგორ მოიხსენიებდნენ აშშ-ის პრეზიდენტს ადამიანები, რომლებიც სანთელანთებული ელოდებოდნენ რუბიოს, ეს არის მონური სულის გამოვლინება

ირაკლი კირცხალია – კარგად გვახსოვს, როგორ მოიხსენიებდნენ აშშ-ის პრეზიდენტს ადამიანები, რომლებიც სანთელანთებული ელოდებოდნენ…

ყველას კარგად გვახსოვს, თუ როგორ მოიხსენიებდნენ ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტს ის სახელი და გვარები, რომლებიც გუშინ სანთელანთებული ელოდებოდნენ რუბიოს, – ამის შესახებ “იმედის” ეთერში საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ ირაკლი კირცხალიამ.

მისი თქმით, ეს იყო მონური სულის გამოვლინება.

„როგორი სანახავია თავმოყვარე ქვეყანაში რომ ადამიანი პოლიტიკოსობას იბრალებს, გამოდის, 4000 თუ 3000 კაცთან ერთად, დგას და რაღაც პერფორმანსებს უძღვნის – ჩვენც აქ ვართ და დაგვინახეთო. ახალგაზრდა თაობას აქვს სიტყვა – დაქრინჯვა, ეს არის საქციელი, როდესაც სხვის მაგივრად გრცხვენია. ნებისმიერი უცხო ქვეყნის წარმომადგენლის მიმართ ასეთ პერფორმანსს და დამოკიდებულებას ღიად რომ ავლენენ, ნებისმიერ თავმოყვარე ადამიანს ალბათ ეუფლება გრძნობა, რომ მათ მაგივრად რცხვენია. ეს არის გამოვლინება მონური სულის, იმ სულისკვეთების რომელი სულისკვეთებითაც ისინი მოქმედებდნენ 2012 წლამდე, რასაც მიჩვეულები არიან. მათ რომ უთხრა, რომ აი თქვენ ხართ თავისუფალი და იმოქმედეთ თავისუფლად, შეიძლება საერთოდ ვეღარ იარსებონ, იმიტომ რომ მათ არ შეუძლიათ თავისუფლად არსებობა, არ იციან რას ნიშნავს დამოუკიდებლობა, რადგან უმრავლესობა მათგანი თავის ახალგაზრდობის წლებში სხვადასხვა ქვეყანაში კარგად გამოწვრთნილი, სისხლგამოცლილი აგენტია. მათი ნებისმიერი ქმედება ამორალურია და ვერ შეიძლება დაიჯერო, რომ ასეთი წარსულის მქონე ადამიანს შეიძლება სამშობლოსთან ბმა ჰქონდეს“, – განაცხადა კირცხალიამ.

კირცხალიამ ისაუბრა საქართველო აშშ-ის, ასევე საქართველო-ჩინეთის ურთიერთობებზეც.

„რაც შეეხება საქართველოს და ამერიკის შეერთებული შტატების ურთიერთობას, ჩვენ ყოველთვის ვამბობთ, მზად ვართ პარიტეტულ ღირსეულ საწყისებზე, ახალი ფურცლით, ორივე ქვეყნის საუკეთესო ინტერესებიდან გამომდინარე [ურთიერთობისთვის]. რაც შეეხება ჩინეთს, ვხედავთ ახლა ჩინეთთან რა ურთიერთობა აქვს ამერიკას, ვხედავთ რა რიტორიკა იყო და რა არის რეალური ქმედება ახლა ევროპის ცენტრალური წამყვანი ეკონომიკების მხრიდან. ჩვენ როცა ვამბობთ, რომ ვმოქმედებთ ჩვენი ქვეყნის საუკეთესო ინტერესებიდან გამომდინარე, ჩვენ ასე ვაკეთებთ. ჩინეთთან სტრატეგიული პარტნიორობა წლიდან წლამდე, ვიზიტიდან ვიზიტამდე ახალ სიმაღლეზე, ახალ საფეხურზე ადის, რადგან ეს ჩვენთვის მნიშვნელოვანია. როდესაც მე ვსაუბრობ, რომ ჩემი ქვეყანა და არა მხოლოდ მე, მთელი ჩემი სამეზობლო და მათ შორის ევროკავშირის წევრი ქვეყნები, მათ შორის ამერიკის შეერთებული შტატები, მათ შორის ჩვენი მოძმე ქვეყნები და ჩვენი ისტორიული პარტნიორები და მეგობრები [ამბობენ] რომ ჩვენ ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი, საკვანძო ქვეყანა ვართ შუა დერეფანში, როგორ წარმოგიდგენიათ, რომ ჩვენ ქვეყანას არ ჰქონდეს პრაგმატული და სტრატეგიული ურთიერთობები ჩინეთთან, ან აშშ-სთან“, – განაცხადა კირცხალიამ.

მსგავსი სიახლეები.

ლადო სადღობელაშვილი: ბიძინა ივანიშვილი არსად წასულა და არც არასდროს წავა თავისი ხალხის გვერდიდან. ის ყოველთვის იქ არის… პოლიტიკა

ლადო სადღობელაშვილი: ბიძინა ივანიშვილი არსად წასულა და არც არასდროს წავა თავისი ხალხის გვერდიდან. ის ყოველთვის იქ არის, სადაც საქართველოს და ჩვენს საზოგადოებას ყველაზე მეტად სჭირდება. სწორედ მის ირგვლივ, მის მიმართ უსაზღვრო ნდობასა და პატივისცემაშია გაერთიანებული ჩვენი მოსახლეობა

9 წთ წინ2 წთ
თორნიკე ფაღავა: საქართველო ვერ გახდება ვერც ბუფერული ზონა და ვერც რუსეთის შემაკავებელი ფაქტორი, ვერც სუვერენიტეტს დათმობს… პოლიტიკა

თორნიკე ფაღავა: საქართველო ვერ გახდება ვერც ბუფერული ზონა და ვერც რუსეთის შემაკავებელი ფაქტორი, ვერც სუვერენიტეტს დათმობს და სახელმძღვანელოდ ვერ გაიხდის რეზოლუციებს, რომელიც სააკაშვილს – დადასტურებულ დამნაშავეს, პოლიტპატიმრად გვიცხადებს

22 წთ წინ5 წთ
ლევან მახაშვილი: ევროპარლამენტმა თავი უნდა დაანებოს საქართველოს შიდა საქმეებში გაუმართლებელ, არაპროპორციულ ჩარევას. პატივი… პოლიტიკა

ლევან მახაშვილი: ევროპარლამენტმა თავი უნდა დაანებოს საქართველოს შიდა საქმეებში გაუმართლებელ, არაპროპორციულ ჩარევას. პატივი უნდა სცეს საქართველოს სუვერენიტეტს და ხალხის ნებას

23 წთ წინ4 წთ