— თბილისი --:--
ახლა. მოვლენათა ეპიცენტრში
LIVE
დიმიტრი სამხარაძე: განულებული ოპოზიციის მარცხით გამწარებულები ჩვენს გუნდში ცდილობენ ლაჩრების პოვნას და გუნდის წინააღმდეგ ალაშქრებას- “ქართული ოცნების“ არცერთ ერთგულ ჯარისკაცს არ ვუვიწყებთ ბრძოლას, მაგრამ გუნდისთვის ზიანის მომტანებს, მოსყიდულებს მოვექცევით ისე, როგორც იმსახურებენ ზურაბ გირჩი ჯაფარიძე თურქეთის აეროპორტში დააკავეს კიევის მერი აცხადებს, რომ ზამთრისთვის არასათანადო მომზადების გამო ზელენსკი თანამდებობიდან მის გადაყენებას ცდილობს ალუდა ღუდუშაური: პირადი წყენა შეიძლება მივუტევოთ და ვაპატიოთ, მაგრამ კომპრომისი ქვეყნის ინტერესებთან გამორიცხულია ლადო სადღობელაშვილი: ბიძინა ივანიშვილი არსად წასულა და არც არასდროს წავა თავისი ხალხის გვერდიდან. ის ყოველთვის იქ არის, სადაც საქართველოს და ჩვენს საზოგადოებას ყველაზე მეტად სჭირდება. სწორედ მის ირგვლივ, მის მიმართ უსაზღვრო ნდობასა და პატივისცემაშია გაერთიანებული ჩვენი მოსახლეობა
პოლიტიკა

ირაკლი კირცხალია: მარტივი კითხვა გვქონდა ყოველთვის – დაასახელონ ჩვენი ის ერთი ნაბიჯი, რომელიც იყო რუსული, ვერც ერთს ვერ ასახელებენ და ამ ყველაფერს გვეუბნება ის აგენტურული ქსელი, რომლის ლიდერი და სულიერი მამა, ლარსის გამშვებ პუნქტზე ტურისტებს ეუბნებოდა შემობრძანდითო, მაშინ, როცა ჩვენი ბიჭების სისხლი არ იყო გამშრალი

ირაკლი კირცხალია: მარტივი კითხვა გვქონდა ყოველთვის – დაასახელონ ჩვენი ის ერთი ნაბიჯი, რომელიც იყო რუსული, ვერც ერთს ვერ…

ეს ყბადაღებული ბრალდება უკვე ანეკდოტად არის ქცეული, იმდენად გააჩალისფასეს ეს ყველაფერი. ერთი მარტივი კითხვა გვქონდა ყოველთვის და ყველგან – საპარლამენტო წიაღში, პირად საუბრებში თუ გადაცემებში: დაასახელონ ჩვენი ის ერთი ნაბიჯი, რომელიც იყო რუსული, ვერც ერთს ვერ ასახელებენ, – ასე უპასუხა საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, ირაკლი კირცხალიამ, საქართველოს ხელისუფლების რუსეთთან კოლაბორაციის ბრალდებასთან დაკავშირებით დასმულ შეკითხვას “ღამის კურიერის” ეთერში.

კირცხალიას განცხადებით, მათ სანქციების დარღვევის ბრალდებებიც ახსოვთ, რაც მიმართული იყო იმისკენ, რომ საქართველოს ეკონომიკური სიკეთე არ მიეღო.

“ამ დროს, ამ ყველაფერს გვეუბნება ის ხელისუფლება და ის აგენტურული ქსელი, რომლის ლიდერი და სულიერი მამა, ლარსის გამშვებ პუნქტზე ტურისტებს ეუბნებოდა შემობრძანდითო და უვიზო ჰქონდა გაუქმებული, მაშინ, როდესაც ჩვენი ბიჭების სისხლი არ იყო ჯერ გამშრალი – სააკაშვილზე მაქვს საუბარი და არა მხოლოდ, ზურა გირჩი ჯაფარიძეების და ლაკა ხოშტარიების შესახებ, დღეს რუბლებში რომ შემოსავალს იღებს თურმე და მთელი თეატრალური სამყარო თურმე მის ოჯახზე ფიქრობს, თუ რაიმე ჩანახატია გამოყენებული რომელიმე წარმოდგენაში. ამაზე გვაქვს საუბარი, ვინ გვწამებს ცილს.

გვახსოვს ის საშინელი, ბინძური, ცილისმწამებლური პოლიტიკა, რომ შავი ხვრელია, სარეცხი მანქანები გადადის და ჩიპებს აცლიან ამ სარეცხ მანქანებს და თურმე, რაღაც დრონებს უშვებენ. სანქციების დარღვევაზე ბრალდებებს ვგულისხმობ, ეს ყველაფერი ხომ მიმართული იყო ჩვენი ქვეყნის დისკრედიტაციისთვის, საბოტაჟისთვის, მიმართული იყო, რომ ჩვენს ქვეყანას ეკონომიკური სიკეთე არ მიეღო. გვახსოვს, შემდეგ როდესაც კომისიები ჩამოვიდნენ, მადლობებს იხდიდნენ, როდესაც შეხედეს. გვახსოვს ერთ-ერთი, ყვითლად გადაღებილი პოლიტიკური პარტია, რომელიც ითხოვდა რუსეთს სანქციები დავუწესოთო. როდესაც ჩვენი მხრიდან სანქციის დაწესება რუსეთის ეკონომიკას ერთ პროცენტსაც ვერ დააკლებდა და რომ დავთვალეთ საშუალოდ, ჩვენი ეკონომიკა 16-17 პროცენტით უნდა დაზარალებულიყო.

ეს ორმაგი სტანდარტი კი არ არის, ეს არის უსტანდარტობა. მაგ დროს, როცა ეს ყველაფერი ხდებოდა და შეფარულად, მხოლოდ რიტორიკით იყვნენ ანტირუსულები, ბევრი [დასავლელი] მაღალჩინოსნის ოჯახის წევრები ბიზნესს აკეთებდნენ. ყოველთვის ვამბობდით, რომ ბინძურ პოლიტიკურ ინტერესთან ერთად, ბინძური მერკანტილური ინტერესებიც იდგა ამ ყველაფრის უკან და ამ ყველაფერმა დღის შუქი იხილა”, – განაცხადა ირაკლი კირცხალიამ.