— თბილისი --:--
ახლა. მოვლენათა ეპიცენტრში
LIVE
ალექსანდრე რაქვიაშვილი: ვერ დავიჯერებ, რომ ვინმე ჭკუათმყოფელია სამყაროში, ვინც გვარამიასნაირ პარტიაზე ფსონს დადებს ნიკოლ ფაშინიანი: სომხეთს არ აქვს განზრახული რუსეთთან ურთიერთობების გაწყვეტა ან გაუარესება – პირიქით, ეს ურთიერთობები კიდევ უფრო უნდა განვითარდეს ცოტნე ანანიძე კაია კალასის განცხადებაზე: ვინც მეორე ფრონტის საფრთხეზე იცინის, კიდევ ერთი აღიარება მოისმინოს ნინო ფოჩხუა: პრემიერი დაგვპირდა, რომ მომდევნო წლებშიც მთავრობა მაქსიმალურად ეცდება, 70 წლამდე პენსიონერებს პენსია ინდექსაციის წესის მიღმა გაუზარდონ ლიზა გეგეჭკორი: პრემიერი ატარებს ბრიფინგს პენსიების გაზრდის და სოციალური საკითხების გააქტიურების თემაზე, ამ ფონზე, გამოდიან მარტა კოსი და სხვები და დაგვძახიან, რომ ჩვენი ხელისუფლებაა აცდენილი ევროპულ გზას და უკრაინის ხელისუფლებაა ევროპის რელსებზე შემდგარი
პოლიტიკა

ირაკლი კირცხალია – მთელი საქართველოს 98,9%-მა დაადასტურა როგორც ჩვენი ერის თავისუფლების ურყევი არჩევანი, ასევე, განსაზღვრა ერთიანი დამოუკიდებელი საქართველოს მომავალი

ირაკლი კირცხალია – მთელი საქართველოს 98,9%-მა დაადასტურა როგორც ჩვენი ერის თავისუფლების ურყევი არჩევანი, ასევე, განსაზღვრა…

31 მარტი საქართველოს პირველი პრეზიდენტის და ეროვნული გმირის ზვიად გამსახურდიას დაბადების დღეა. მას დღეს 87 წელი შეუსრულდებოდა. სწორედ მის სახელს უკავშირდება საქართველოს დამოუკიდებლობისთვის ბრძოლა და 1991 წლის 31 მარტის რეფერენდუმი, რომელმაც ერთიანი საქართველოს ნათელი და მტკიცე პოზიცია მსოფლიოს აჩვენა, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი ირაკლი კირცხალია სოციალურ ქსელში წერს.

“შეკითხვას – “ხართ თუ არა თანახმა, რომ აღდგეს საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობა 1918 წლის 26 მაისის აქტის საფუძველზე?” მთელი საქართველოს ხმის მიცემის უფლების მქონე მოსახლეობის 98,9%-მა დადებითი პასუხი გასცა და ამით დაადასტურა როგორც ჩვენი ერის თავისუფლების ურყევი არჩევანი, ასევე, განსაზღვრა მომავალი ერთიანი დამოუკიდებელი საქართველოსი, დამოუკიდებელი გადაწყვეტილებებით და ეროვნული ინტერესების დაცვით, რასაც ყოველთვის პატივი უნდა ვცეთ.

“ქართული ოცნება” ყველაფერს გააკეთებს იმისთვის, რომ ჩვენი ქვეყანა ისევ გამთლიანდეს და ჩვენს სახელმწიფოებრიობას საფრთხე არასოდეს დაემუქროს”, – წერს ირაკლი კირცხალია.