— თბილისი --:--
ახლა. მოვლენათა ეპიცენტრში
LIVE
ალექსანდრე რაქვიაშვილი: ვერ დავიჯერებ, რომ ვინმე ჭკუათმყოფელია სამყაროში, ვინც გვარამიასნაირ პარტიაზე ფსონს დადებს ნიკოლ ფაშინიანი: სომხეთს არ აქვს განზრახული რუსეთთან ურთიერთობების გაწყვეტა ან გაუარესება – პირიქით, ეს ურთიერთობები კიდევ უფრო უნდა განვითარდეს ცოტნე ანანიძე კაია კალასის განცხადებაზე: ვინც მეორე ფრონტის საფრთხეზე იცინის, კიდევ ერთი აღიარება მოისმინოს ნინო ფოჩხუა: პრემიერი დაგვპირდა, რომ მომდევნო წლებშიც მთავრობა მაქსიმალურად ეცდება, 70 წლამდე პენსიონერებს პენსია ინდექსაციის წესის მიღმა გაუზარდონ ლიზა გეგეჭკორი: პრემიერი ატარებს ბრიფინგს პენსიების გაზრდის და სოციალური საკითხების გააქტიურების თემაზე, ამ ფონზე, გამოდიან მარტა კოსი და სხვები და დაგვძახიან, რომ ჩვენი ხელისუფლებაა აცდენილი ევროპულ გზას და უკრაინის ხელისუფლებაა ევროპის რელსებზე შემდგარი
პოლიტიკა

ირაკლი კირცხალია ოპოზიციაზე- ხშირად ვახსენებ სერიალს, სპექტაკლს, მართლა ამას გვთავაზობენ

ირაკლი კირცხალია ოპოზიციაზე- ხშირად ვახსენებ სერიალს, სპექტაკლს, მართლა ამას გვთავაზობენ

ხშირად ვახსენებ სერიალს, სპექტაკლს, მართლა ამას გვთავაზობენ. ციხიდან ის, მათი სულიერი ლიდერი [სააკაშვილი] გამოაქვეყნებს პოსტს, თავს დაესხმება რომელიღაც დანაყოფს, შემდეგ ეს დანაყოფი უპასუხებს, შემდეგ ესენი რიგდებიან, შემდეგ სხვა დანაყოფს დაესხმება თავს, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა ირაკლი კირცხალიამ “იმედის” ეთერში განაცხადა.

მისივე თქმით, ქვეყნისთვის აუცილებელია, რომ ხელისუფლებას ჰყავდეს ღირსეული ოპონენტი, რომელიც ღირსეულ ოპონირებას პარლამენტში, საკრებულოებში.

“რატომ ვამბობ დანაყოფს, გადანომრილ, გადაღებილ პარტიებს? თითოეული ადამიანი, რომელზეც ამბობენ, რომ სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლები შემოგვიერთდნენ, თითოეულის ბიოგრაფიას რომ გადავხედოთ ყველა მათგანი არის აფილირებული კოლექტიურ ნაცმოძრაობასთან, მინიმუმ მეხოტბეები და მხარდამჭერები არიან სისხლიანი რეჟიმის.

ვერ შედგება ამ პარტიებიდან სხვადასხვა პარტია, იმიტომ რომ სააკაშვილი არის ის ადამიანი, რომელიც ფიგურირებს ქვეყნის გარეთა სცენარში ყველა რეზოლუციაში, ყველა განცხადებაში, ყველა ქმედებაში“, – განაცხადა ირაკლი კირცხალიამ.