— თბილისი --:--
ახლა. მოვლენათა ეპიცენტრში
LIVE
ნინო ფოჩხუა: პრემიერი დაგვპირდა, რომ მომდევნო წლებშიც მთავრობა მაქსიმალურად ეცდება, 70 წლამდე პენსიონერებს პენსია ინდექსაციის წესის მიღმა გაუზარდონ ლიზა გეგეჭკორი: პრემიერი ატარებს ბრიფინგს პენსიების გაზრდის და სოციალური საკითხების გააქტიურების თემაზე, ამ ფონზე, გამოდიან მარტა კოსი და სხვები და დაგვძახიან, რომ ჩვენი ხელისუფლებაა აცდენილი ევროპულ გზას და უკრაინის ხელისუფლებაა ევროპის რელსებზე შემდგარი ლადო სადღობელაშვილი: სანამ სხვები პოპულისტობენ ხელისუფლება მოქმედებს – სწორედ ასე შეიძლება შეფასდეს პრემიერის ინიციატივა პენსიონერების მხარდასაჭერად. ირაკლი კობახიძის გადაწყვეტილებით, 70 წლამდე ასაკის პენსიონერებისთვის პენსია კანონით გათვალისწინებული 20 ლარის ნაცვლად 45 ლარით გაიზრდება ნიკოლოზ მეტრეველი : მივესალმები საქართველოს პრემიერ-მინისტრის, გადაწყვეტილებას,  70 წლამდე ასაკის პენსიონერებს, პენსია დაგეგმილი 20 ლარის ნაცვლად, 45 ლარით გაეზრდებათ დავით ჩიხელიძე: 70 წლამდე პენსიონერებისთვის პენსიის 45 ლარით ზრდა, ნაცვლად 20 ლარისა, წინ გადადგმული მნიშვნელოვანი ნაბიჯია და კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს იმას, რომ მოქალაქეებზე ზრუნვა ხელისუფლების საქმიანობის განუყოფელი ნაწილია
პოლიტიკა

ირაკლი კირცხალია – პრემიერის ანგარიშიდან ყველაზე მნიშვნელოვანი პოლიტიკური დასკვნა სწორედ ეს არის, რომ საქართველომ მშვიდობის შენარჩუნება შეძლო

ირაკლი კირცხალია – პრემიერის ანგარიშიდან ყველაზე მნიშვნელოვანი პოლიტიკური დასკვნა სწორედ ეს არის, რომ საქართველომ მშვიდობის…

დღეს პრემიერ-მინისტრის ანგარიშმა კიდევ ერთხელ აჩვენა მთავარი – რომ საქართველო, ურთულეს გეოპოლიტიკურ ვითარებაში, ინარჩუნებს მშვიდობას, სტაბილურობას, ეკონომიკურ განვითარებას და სახელმწიფოებრივ ღირსებას. ეს არის ის ფუნდამენტური შედეგი, რომლის მნიშვნელობაც ზოგჯერ ყოველდღიურ პოლიტიკურ ხმაურში იკარგება, მაგრამ რომელსაც ისტორიული ფასი აქვს ჩვენი ქვეყნისთვის, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, პარლამენტის ფრაქცია “ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ ირაკლი კირცხალიამ პარლამენტში პრემიერ-მინისტრის ანგარიშის წარდგენის შემდეგ განაცხადა.

მისივე თქმით, დღევანდელი ანგარიშიდან ყველაზე მნიშვნელოვანი პოლიტიკური დასკვნა სწორედ ეს არის – საქართველომ შეძლო, მშვიდობის შენარჩუნება.

“ჩვენ ვცხოვრობთ ეპოქაში, როდესაც რეგიონში ომია, გლობალური უსაფრთხოების არქიტექტურა რყევას განიცდის, საერთაშორისო ურთიერთობებში გაძლიერებულია დაპირისპირება, ზეწოლა, ორმაგი სტანდარტები და მცირე სახელმწიფოებზე გავლენის მოხდენის მცდელობები. ასეთ ვითარებაში საქართველოსთვის მთავარი ამოცანა არის არა ვინმეს პოლიტიკური ექსპერიმენტების ნაწილი გახდეს, არამედ დაიცვას საკუთარი ხალხი, საკუთარი სუვერენიტეტი, საკუთარი სახელმწიფო და საკუთარი მომავალი. დღევანდელი ანგარიშიდან ყველაზე მნიშვნელოვანი პოლიტიკური დასკვნა სწორედ ეს არის – საქართველომ შეძლო, მშვიდობის შენარჩუნება. უნდა ვთქვათ პირდაპირ: ეს არ მომხდარა შემთხვევით. ეს არის იმ სამშვიდობო პოლიტიკის შედეგი, რომელსაც საფუძველი ჩაუყარა ბატონმა ბიძინა ივანიშვილმა და რომელსაც დღეს, ხელისუფლება თანმიმდევრულად აგრძელებს. სწორედ მისი პოლიტიკური ხედვის, სახელმწიფოებრივი პასუხისმგებლობისა და ეროვნული ინტერესების სწორად გააზრების შედეგად, საქართველომ არ დაუშვა ის საფრთხე, რომელსაც ჩვენი ქვეყანა შეეძლო კატასტროფულ რეალობამდე მიეყვანა. მშვიდობა არ არის სლოგანი. მშვიდობა არის ყოველდღიური პოლიტიკური გადაწყვეტილება. მშვიდობა არის პასუხისმგებლობა იმ მოქალაქის წინაშე, რომელსაც სურს შვილი უსაფრთხო ქვეყანაში გაზარდოს. მშვიდობა არის პასუხისმგებლობა სტუდენტის, მასწავლებლის, ჯარისკაცის, ექიმის, პენსიონერის, ბიზნესის წინაშე. მშვიდობა არის წინაპირობა ეკონომიკური ზრდის, ტურიზმის, ინვესტიციების, ინფრასტრუქტურის, განათლების, ჯანდაცვისა და ქვეყნის წარმატებული მომავლისთვის.

ზოგიერთს სურდა და დღესაც სურს, რომ საქართველო ჩართული ყოფილიყო იმ სცენარებში, რომლებიც ჩვენს ქვეყანას მშვიდობას დააკარგვინებდა. მაგრამ ხელისუფლებამ აირჩია არა ავანტიურა, არამედ გონიერება; არა ემოციური რადიკალიზმი, არამედ სახელმწიფოებრივი სიბრძნე; არა სხვისი ინტერესების მომსახურება, არამედ საქართველოს ეროვნული ინტერესების დაცვა. დიახ, ჩვენ ევროპული მომავლის ერთგული ვართ. საქართველოს ევროპული არჩევანი ჩვენი ისტორიული, ცივილიზაციური და პოლიტიკური არჩევანია, მაგრამ ევროპული არჩევანი არ ნიშნავს საკუთარი ღირსების დათმობას. ევროპული არჩევანი არ ნიშნავს, რომ საქართველომ უსიტყვოდ უნდა მიიღოს ევროპული ბიუროკრატიის ნებისმიერი უსამართლო მიდგომა, ორმაგი სტანდარტი ან პოლიტიკური ზეწოლა. სამწუხაროდ, ბოლო პერიოდში არაერთხელ ვნახეთ, რომ ევროპული ბიუროკრატიის გარკვეული ნაწილი საქართველოს მიმართ არ მოქმედებს იმ სამართლიანობის, თანასწორობისა და პატივისცემის პრინციპებით, რომელზეც თავად ევროპული იდეა უნდა იდგეს. როდესაც ქვეყანას სთხოვენ ერთგულებას, მაგრამ არ აძლევენ სამართლიან შეფასებას; როდესაც ხალხის ევროპულ მისწრაფებას იყენებენ პოლიტიკური ზეწოლის ინსტრუმენტად; როდესაც რეალური რეფორმები და შედეგები ზოგჯერ იჩრდილება პოლიტიკური კონიუნქტურით; ამაზე ეროვნულმა ხელისუფლებამ უნდა ისაუბროს და იმოქმედოს ღიად, ღირსეულად და პრინციპულად. სწორედ ამას ვაკეთებთ ჩვენც!” – განაცხადა ირაკლი კირცხალიამ.

მსგავსი სიახლეები.

ნინო ფოჩხუა: პრემიერი დაგვპირდა, რომ მომდევნო წლებშიც მთავრობა მაქსიმალურად ეცდება, 70 წლამდე პენსიონერებს პენსია… პოლიტიკა

ნინო ფოჩხუა: პრემიერი დაგვპირდა, რომ მომდევნო წლებშიც მთავრობა მაქსიმალურად ეცდება, 70 წლამდე პენსიონერებს პენსია ინდექსაციის წესის მიღმა გაუზარდონ

15 სთ წინ2 წთ
ლიზა გეგეჭკორი: პრემიერი ატარებს ბრიფინგს პენსიების გაზრდის და სოციალური საკითხების გააქტიურების თემაზე, ამ ფონზე, გამოდიან… პოლიტიკა

ლიზა გეგეჭკორი: პრემიერი ატარებს ბრიფინგს პენსიების გაზრდის და სოციალური საკითხების გააქტიურების თემაზე, ამ ფონზე, გამოდიან მარტა კოსი და სხვები და დაგვძახიან, რომ ჩვენი ხელისუფლებაა აცდენილი ევროპულ გზას და უკრაინის ხელისუფლებაა ევროპის რელსებზე შემდგარი

16 სთ წინ2 წთ
ლადო სადღობელაშვილი: სანამ სხვები პოპულისტობენ ხელისუფლება მოქმედებს – სწორედ ასე შეიძლება შეფასდეს პრემიერის ინიციატივა… პოლიტიკა

ლადო სადღობელაშვილი: სანამ სხვები პოპულისტობენ ხელისუფლება მოქმედებს – სწორედ ასე შეიძლება შეფასდეს პრემიერის ინიციატივა პენსიონერების მხარდასაჭერად. ირაკლი კობახიძის გადაწყვეტილებით, 70 წლამდე ასაკის პენსიონერებისთვის პენსია კანონით გათვალისწინებული 20 ლარის ნაცვლად 45 ლარით გაიზრდება

16 სთ წინ3 წთ