— თბილისი --:--
ახლა. მოვლენათა ეპიცენტრში
LIVE
კიევის მერი აცხადებს, რომ ზამთრისთვის არასათანადო მომზადების გამო ზელენსკი თანამდებობიდან მის გადაყენებას ცდილობს ალუდა ღუდუშაური: პირადი წყენა შეიძლება მივუტევოთ და ვაპატიოთ, მაგრამ კომპრომისი ქვეყნის ინტერესებთან გამორიცხულია ლადო სადღობელაშვილი: ბიძინა ივანიშვილი არსად წასულა და არც არასდროს წავა თავისი ხალხის გვერდიდან. ის ყოველთვის იქ არის, სადაც საქართველოს და ჩვენს საზოგადოებას ყველაზე მეტად სჭირდება. სწორედ მის ირგვლივ, მის მიმართ უსაზღვრო ნდობასა და პატივისცემაშია გაერთიანებული ჩვენი მოსახლეობა თორნიკე ფაღავა: საქართველო ვერ გახდება ვერც ბუფერული ზონა და ვერც რუსეთის შემაკავებელი ფაქტორი, ვერც სუვერენიტეტს დათმობს და სახელმძღვანელოდ ვერ გაიხდის რეზოლუციებს, რომელიც სააკაშვილს – დადასტურებულ დამნაშავეს, პოლიტპატიმრად გვიცხადებს ლევან მახაშვილი: ევროპარლამენტმა თავი უნდა დაანებოს საქართველოს შიდა საქმეებში გაუმართლებელ, არაპროპორციულ ჩარევას. პატივი უნდა სცეს საქართველოს სუვერენიტეტს და ხალხის ნებას
პოლიტიკა

ირაკლი კირცხალია: ყველა მათი განცხადება, რომ საქართველო შავ ხვრელად წარმოაჩინონ და ყველა ეს დეზინფორმაცია ემსახურება იმას, რომ ქვეყანაში დესტაბილიზაცია შექმნან

ირაკლი კირცხალია: ყველა მათი განცხადება, რომ საქართველო შავ ხვრელად წარმოაჩინონ და ყველა ეს დეზინფორმაცია ემსახურება იმას…

ყველა მათი განცხადება, რომ საქართველო შავ ხვრელად წარმოაჩინონ და ყველა დეზინფორმაცია [ემსახურება] იმას, რომ ქვეყანაში დესტაბილიზაცია შექმნან, რომ მოარყიონ ეკონომიკა, – განაცხადა გადაცემაში „იმედი LIVE” საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა ირაკლი კირცხალიამ.

კითხვაზე – ვისი სურვილია, რომ საქართველო პროირანულ ძალად წარმოაჩინოს და რა არის ოპონენტების გათვლა, რა შედეგი უნდა მოიტანოს ამ დეზინფორმაციულმა კამპანიამ?, – კირცხალიამ უპასუხა, რომ „იმის სურვილია, ვინც ცდილობდა, რომ საქართველო პრორუსულ ძალად წარმოეჩინა 2022 წლის შემდეგ“.

მისი თქმით, ხელისუფლების ოპონენტებს მხოლოდ და მხოლოდ მერკანტილური ინტერესები ამოძრავებთ.

„სრულიად მერკანტილური ინტერესები აქვთ, მათი ერთადერთი ინტერესია, პირნათლად შეასრულონ დავალებები. მიყვებიან სცენარს, რაშიც გარკვეულ ანაზღაურებას იღებენ. ყველა მათი განცხადება, რომ საქართველო შავ ხვრელად წარმოაჩინონ და ყველა დეზინფორმაცია [ემსახურება] იმას, რომ ქვეყანაში დესტაბილიზაცია შექმნან, რომ მოარყიონ ეკონომიკა. საუბრობდნენ ყულევის პორტის დასანქცირებაზე, მათ შორის მათი ერთ-ერთი პატრონის წარმომადგენელი, გერმანიის ელჩი ამას ძალიან სერიოზულად და გულის ტკივილით ქადაგებდა, თითქოს ჩვენ ქვეყანაზე შესტკივა გული. ზუსტად იგივე მეორდება ერთი წლის ჭრილში“, – აღნიშნა მან.

ამასთან, კირცხალიამ უპასუხა კითხვას – რატომ გახდა ყულევის პორტი სამიზნე?

„ერთ-ერთი სტრატეგიული, მთავარი ობიექტია ჩვენი ქვეყნისთვის. სერიოზული, ეკონომიკური სტრატეგიული ობიექტია და რა თქმა უნდა, პირველ რიგში დაარტყამენ ამას. დღეს ვხედავთ რა ხდება ევროპაში, რა გამოიწვია ამ სიტუაციამ – [ფასების] კატასტროფული ზრდა ენერგომატარებლებზე. როდესაც ბრიტანეთის ელჩი აცხადებდა, რომ ევროპაში პირობითად ათჯერ გაძვირებულ გადასახადს იხდიან მოქალაქეები, საქართველოს მოქალაქეებმა რატომ არ უნდა გაიზიაროს ეს ბედიო, ჩვენი პოზიცია მკაფიო იყო – გამორიცხულია, არ გავაკეთებთ იმას, რომ ჩვენმა მოსახლეობამ 2-ჯერ და 3-ჯერ მეტი იხადოს საწვავში, 4-ჯერ და 5-ჯერ მეტი იხადოს კომუნალურ გადასახადებში. ყველაფერს გავაკეთებთ, რომ ეს არ მოხდეს.

ყოველთვის ვამბობთ, რომ ქვეყანა სანამ ეკონომიკურად მდგრადი და სტაბილურია, სადაც მშვიდობის პოლიტიკა აქვს ხელისუფალს, იქ ძალიან რთულია აგენტურის მოქმედება, აგენტურის არეალი მაქსიმალურად შეზღუდულია. იმიტომ რომ საზოგადოება ცხოვრობს მშვიდად, ჩვეულებრივად ცხოვრობს დღეს საზოგადოება ჩვენს ქვეყანაში, განსაკუთრებით დღეს როდესაც ცეცხლი ალშია გახვეული საქართველოს ირგვლივ თითქმის ყველა ქვეყანა. რა თქმა უნდა პირველი გირტყამენ იქ, სადაც მოწყვლადობა არის საწყისი იმ გადატრიალების, რევოლუციური სცენარის, რისი დაკვეთაც არის პირდაპირ, რასაც არა მხოლოდ აქაური აგენტურის ხელით აკეთებენ, არამედ პირდაპირ არიან თავად ჩართული“, – განაცხადა კირცხალიამ.

მსგავსი სიახლეები.

კიევის მერი აცხადებს, რომ ზამთრისთვის არასათანადო მომზადების გამო ზელენსკი თანამდებობიდან მის გადაყენებას ცდილობს პოლიტიკა

კიევის მერი აცხადებს, რომ ზამთრისთვის არასათანადო მომზადების გამო ზელენსკი თანამდებობიდან მის გადაყენებას ცდილობს

7 სთ წინ1 წთ
ალუდა ღუდუშაური: პირადი წყენა შეიძლება მივუტევოთ და ვაპატიოთ, მაგრამ კომპრომისი ქვეყნის ინტერესებთან გამორიცხულია პოლიტიკა

ალუდა ღუდუშაური: პირადი წყენა შეიძლება მივუტევოთ და ვაპატიოთ, მაგრამ კომპრომისი ქვეყნის ინტერესებთან გამორიცხულია

10 სთ წინ6 წთ
ლადო სადღობელაშვილი: ბიძინა ივანიშვილი არსად წასულა და არც არასდროს წავა თავისი ხალხის გვერდიდან. ის ყოველთვის იქ არის… პოლიტიკა

ლადო სადღობელაშვილი: ბიძინა ივანიშვილი არსად წასულა და არც არასდროს წავა თავისი ხალხის გვერდიდან. ის ყოველთვის იქ არის, სადაც საქართველოს და ჩვენს საზოგადოებას ყველაზე მეტად სჭირდება. სწორედ მის ირგვლივ, მის მიმართ უსაზღვრო ნდობასა და პატივისცემაშია გაერთიანებული ჩვენი მოსახლეობა

11 სთ წინ2 წთ