თბილისი --:--
ახლა. მოვლენათა ეპიცენტრში
LIVE
თენგიზ შარმანაშვილი შეწყალების შესახებ გიორგი ჩიკვაიძის განცხადებაზე: რაც არ გინდათ, არავინ დაგაძალებთ. ისე ნუ დახატავთ სიტუაციას, რომ თუ თქვენ არ დაწერთ შესაბამის თხოვნას, ეს ხელისუფლება ჩამოშლის პირას მივა ნინო ფოჩხუა:   შეწყალებულთა რიგებში მოხვდა ის ხალხი, ვისაც “პოლიტიკურ პატიმრებს” ეძახდა ოპოზიცია. ამ ხალხმა აღიარა დანაშაული, მოინანია და მიმართა პრეზიდენტს შეწყალების თხოვნით, რაც დაკმაყოფილდა – იმედი მაქვს, სხვა ბიჭებიც მიბაძავენ მეგობრებს, აღარ აღმოჩნდებიან გარე ძალების ბრძოლაში და ახალგაზრდობის საუკეთესო წლებს არ გაატარებენ ციხეში გია აბაშიძე: მარიამობის დღესასწაულზე პრეზიდენტმა საპროტესტო აქციებზე დანაშაულის ჩამდენი რამდენიმე პირი შეიწყალა – მათ დანაშაული აღიარეს, მოინანიეს და პრეზიდენტს შეწყალების თხოვნით მიმართეს. ხელისუფლების ეს გადაწყვეტილება მორიგი ჰუმანური აქტია ევროპარლამენტმა გამოაქვეყნა ახალი ფართომასშტაბიანი Eurobarometer-ის კვლევა, რომელიც ჩატარდა ევროკავშირის 27-ვე წევრ ქვეყანაში და მოიცავდა 26 421 რესპონდენტს. შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი
პოლიტიკა

ირაკლი კირცხალია: საქართველოს გეოგრაფიულ მდებარეობას, ტრანზიტული კუთხით თუ შევხედავთ, ვერც ერთი ალტერნატიული დერეფანი თუ კორიდორი ვერ შეცვლის

ირაკლი კირცხალია: საქართველოს გეოგრაფიულ მდებარეობას, ტრანზიტული კუთხით თუ შევხედავთ, ვერც ერთი ალტერნატიული დერეფანი თუ…

საქართველოს გეოგრაფიულ მდებარეობას ტრანზიტული კუთხით თუ შევხედავთ, ვერც ერთი ალტერნატიული დერეფანი თუ კორიდორი ამას ვერ შეცვლის, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, ირაკლი კირცხალიამ, გადაცემაში „ღამის კურიერი“ განაცხადა.

თავდაპირველად ირაკლი კირცხალიამ მიმოიხილა აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტ ჯეი დი ვენსის ვიზიტი სომხეთსა და აზერბაიჯანში და ისაუბრა ამ ვიზიტის პოლიტიკურ დატვირთვაზე.

„ჩვენს მეგობრებთან სომხეთში, აზერბაიჯანში, ვიზიტს აქვს თავისი პოლიტიკური დატვირთვა, თავისი უსაფრთხოების, თავისი ისტორიული დატვირთვა და ძალიან მოკლე რეტროსპექტიული, ისტორიული, თუ პოლიტიკური დატვირთვა. ეს კარგად უნდა გავათვითცნობიეროთ და ძალიან კარგად ვაცნობიერებთ ჩვენ, ჩვენი პოლიტიკური გუნდი და საზოგადოება, იმიტომ რომ, ვიცით, რა ხდებოდა ამ ჩვენს ორ მოძმე ერს შორის ძალიან ცოტა ხნის წინ. ორივე ერმა ძალიან კარგად იცის და ხედავს ისტორიულად რა როლს თამაშობდა ჩვენი ქვეყანა ამ ორ ქვეყანას შორის“,- განაცხადა ირაკლი კირცხალიამ.

მისი განცხადებით, საქართველოს გეოპოლიტიკურ მდებარეობს ვერც ერთი ალტერნატიული დერეფანი ვერ შეცვლის.

„რაც შეეხება ამ სრულიად ანტისახელმწიფოებრივ და პოპულისტურ განცხადებებს „მინუს საქართველო“ მაქსიმალურად დაკნინება ჩვენი ქვეყნის. ის ადამიანები, რომლებიც იციტირეთ მათგან ხომ ასეთი უტიფრობების მოსმენა, ანტისახელმწიფოებრივი განცხადებების, ქვეყნის დამაზიანებელი განცხადებების მოსმენა ხომ არახალია ჩვენთვის, იმიტომ რომ ისინი არასდროს არ ყოფილან კონკრეტული პოლიტიკური ჯგუფის ოპოზიციაში, ისინი ქვეყნის ოპოზიციაში იყვნენ მუდმივად. და არიან კონკრეტული დავალების შემსრულებლები. ამიტომ ეს ჩვენთვის ნაკლებად მნიშვნელოვანია.
გეოპოლიტიკური და გეოგრაფიული მდებარეობა, რომელიც ჩვენ ბუნებამ გვარგუნა, რასაც ასე ვუფრთხილდებით, სწორედ იმ პრაგმატული პოლიტიკით, იმ სამშვიდობო პოლიტიკით, რასაც ჩვენ ვხედავთ საზოგადოებასთან ერთად, რომ ეს არის ერთ-ერთი უმთავრესი გზა, რომ ჩვენი ქვეყანა ღირსეულად იდგეს ფეხზე ეკონომიკურად , პირველ რიგში, ეს როლი ვერ დაიკარგება, იმიტომ რომ გეოგრაფიას ვერ გასცდება ვერავინ და რომელი მმართველობაც, თუ იმპერიაც კი რომელმაც უგულებელყო გეოგრაფია ყველა დამარცხდა მსოფლიო ისტორიაში, ეს ასეა. ამიტომ საქართველოს გეოგრაფიულ მდებარეობას ტრანზიტული კუთხით თუ შევხედავთ, ვერცერთი ალტერნატიული დერეფანი, თუ კორიდორი ამას ვერ შეცვლის. იმიტომ რომ ეს ასე არის ისტორიულად და ვხედავთ. სწორედ ამ ისტორიული როლის გამო, სწორედ იმ პოლიტიკის გამო, რაოდენ დივერსიფიცირება ხდება საგარეო ინვესტიციების კუთხით ჩვენს ქვეყანაში. ბოლოს ევროკომისიის დასკვნაში მკაფიოდ არის გაწერილი იმ სხვა დასკვნებთან და სტატისტიკებთან ერთად თუ რაოდენ მნიშვნელოვანი დერეფანია ევროპასა და აზიას შორის დამაკავშირებელი საქართველო,“- განაცხადა ირაკლი კირცხალიამ.

მსგავსი სიახლეები.

თენგიზ შარმანაშვილი შეწყალების შესახებ გიორგი ჩიკვაიძის განცხადებაზე: რაც არ გინდათ, არავინ დაგაძალებთ. ისე ნუ დახატავთ… პოლიტიკა

თენგიზ შარმანაშვილი შეწყალების შესახებ გიორგი ჩიკვაიძის განცხადებაზე: რაც არ გინდათ, არავინ დაგაძალებთ. ისე ნუ დახატავთ სიტუაციას, რომ თუ თქვენ არ დაწერთ შესაბამის თხოვნას, ეს ხელისუფლება ჩამოშლის პირას მივა

39 წთ წინ2 წთ
ნინო ფოჩხუა: შეწყალებულთა რიგებში მოხვდა ის ხალხი, ვისაც “პოლიტიკურ პატიმრებს” ეძახდა ოპოზიცია. ამ ხალხმა აღიარა დანაშაული… პოლიტიკა

ნინო ფოჩხუა:   შეწყალებულთა რიგებში მოხვდა ის ხალხი, ვისაც “პოლიტიკურ პატიმრებს” ეძახდა ოპოზიცია. ამ ხალხმა აღიარა დანაშაული, მოინანია და მიმართა პრეზიდენტს შეწყალების თხოვნით, რაც დაკმაყოფილდა – იმედი მაქვს, სხვა ბიჭებიც მიბაძავენ მეგობრებს, აღარ აღმოჩნდებიან გარე ძალების ბრძოლაში და ახალგაზრდობის საუკეთესო წლებს არ გაატარებენ ციხეში

2 დღის წინ2 წთ
გია აბაშიძე: მარიამობის დღესასწაულზე პრეზიდენტმა საპროტესტო აქციებზე დანაშაულის ჩამდენი რამდენიმე პირი შეიწყალა – მათ… პოლიტიკა

გია აბაშიძე: მარიამობის დღესასწაულზე პრეზიდენტმა საპროტესტო აქციებზე დანაშაულის ჩამდენი რამდენიმე პირი შეიწყალა – მათ დანაშაული აღიარეს, მოინანიეს და პრეზიდენტს შეწყალების თხოვნით მიმართეს. ხელისუფლების ეს გადაწყვეტილება მორიგი ჰუმანური აქტია

2 დღის წინ2 წთ