— თბილისი --:--
ახლა. მოვლენათა ეპიცენტრში
LIVE
ალექსანდრე რაქვიაშვილი: ვერ დავიჯერებ, რომ ვინმე ჭკუათმყოფელია სამყაროში, ვინც გვარამიასნაირ პარტიაზე ფსონს დადებს ნიკოლ ფაშინიანი: სომხეთს არ აქვს განზრახული რუსეთთან ურთიერთობების გაწყვეტა ან გაუარესება – პირიქით, ეს ურთიერთობები კიდევ უფრო უნდა განვითარდეს ცოტნე ანანიძე კაია კალასის განცხადებაზე: ვინც მეორე ფრონტის საფრთხეზე იცინის, კიდევ ერთი აღიარება მოისმინოს ნინო ფოჩხუა: პრემიერი დაგვპირდა, რომ მომდევნო წლებშიც მთავრობა მაქსიმალურად ეცდება, 70 წლამდე პენსიონერებს პენსია ინდექსაციის წესის მიღმა გაუზარდონ ლიზა გეგეჭკორი: პრემიერი ატარებს ბრიფინგს პენსიების გაზრდის და სოციალური საკითხების გააქტიურების თემაზე, ამ ფონზე, გამოდიან მარტა კოსი და სხვები და დაგვძახიან, რომ ჩვენი ხელისუფლებაა აცდენილი ევროპულ გზას და უკრაინის ხელისუფლებაა ევროპის რელსებზე შემდგარი
პოლიტიკა

ირაკლი კირცხალია უკრაინაზე – ჩვენ ყოველთვის ვერიდებოდით და მოვერიდებით ბევრ საუბარს ომში მყოფ ქვეყანაზე, მაგრამ არის მშრალი, შეურაცხმყოფელი ფაქტები ჩვენი ქვეყნის მიმართ

ირაკლი კირცხალია უკრაინაზე – ჩვენ ყოველთვის ვერიდებოდით და მოვერიდებით ბევრ საუბარს ომში მყოფ ქვეყანაზე, მაგრამ არის…

პირადად მე, ჩვენ გუნდს და საზოგადოებას ძალიან კარგად გვახსოვს ის ნაბიჯები, რომელი ნაბიჯებიც გადაიდგა მათი მხრიდან, – ამის შესახებ “იმედის” ეთერში საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, ფრაქცია “ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კირცხალიამ უკრაინასთან ურთიერთობებზე საუბრისას განაცხადა.

კირცხალიას თქმით, საქართველოს ხელისუფლება ყოველთვის ერიდებოდა და მოერიდება ბევრ საუბარს ომში მყოფ ქვეყანაზე, მაგრამ არის მშრალი ფაქტები.

„გულწრფელად რომ გითხრათ, ჩვენ რა კონკრეტულ ნაბიჯებს ველოდებით, ნამდვილად არ ვიცით. პირადად მე, ჩვენ გუნდს და საზოგადოებას ძალიან კარგად გვახსოვს ის ნაბიჯები, რომელი ნაბიჯებიც გადაიდგა მათი მხრიდან. სრულიად გაუგებარი ნაბიჯები. თუნდაც, ბატონი ზელენსკის მხრიდან. ჩვენ ყოველთვის ვერიდებოდით, ვერიდებით და მოვერიდებით ბევრ საუბარს ომში მყოფ ქვეყანაზე, მაგრამ არის მშრალი ფაქტები. მშრალი, შეურაცხმყოფელი ფაქტები ჩვენი ქვეყნის მიმართ. სრულიად დაუმსახურებელი ქმედებები, ელჩის გაწვევა სრულიად უდროოდ, მიტინგებზე ჩართვა, მოწოდებები უმაღლესი თანამდებობის პირებისგან.

რომ ვთქვა ეს დაგვავიწყდა ვინმეს, ან ჩვენ ან საზოგადოებას, პირველ რიგში ჩვენი თავი უნდა მოვატყუოთ და გამორიცხულია. შემდეგ საზოგადოება.

ერთადერთი, ყოველთვის არსებობს გზა. ჩვენ როდესაც სხვადასხვა ქვეყანასთან ვსაუბრობთ ურთიერთობების გადატვირთვას და ახალ ფურცელზე, ჩვენი მხრიდან ეს არ არის ცარიელი სიტყვები. ევროკავშირიდან და ბრიუსელიდან რა შეურაცხყოფაც ჩვენ მიღებული გვაქვს, რა თავდასხმაც გვაქვს მოგერიებული, პირდაპირ ომის საფრთხის წინაშე რომ ვიყავით დაყენებული, მათ შორის უკრაინის მაღალჩინოსნები იყვნენ ამ მოწოდებებში ჩართული, როდესაც ამ ყველაფრის შემდეგ ვამბობთ, მზად ვართ პოლიტიკა ახალი ფურცლიდან [დავიწყოთ], ამ ახალ ფურცელს თავისი წინაპირობები აქვს როგორც მათი მხრიდან, ასევე ჩვენი მხრიდან. პირველ რიგში, ჩვენი მხრიდან, რომ ისევ ჩვენი ქვეყნის საუკეთესო ინტერესებიდან გამომდინარე, თუ ნებისმიერი მხარის მხრიდან გააზრებული იქნება, რომ გავიგეთ, მოდით ახლა, რაც იყო იყო, ამას პირობითად დავანებოთ თავი, არ გავიხსენოთ არცერთმა და მოდით დღეს გადავდგათ ის ნაბიჯები, რომელი ნაბიჯებიც ღირსეულია თქვენი ქვეყნისთვის, ემსახურება თქვენი ქვეყნის და ჩვენი ქვეყნების საერთო ინტერესებს, ემსახურება იმ ეკონომიკურ სტაბილურობას, რომელი ეკონომიკური სტაბილურობაც უნდა იყოს ჩვენს რეგიონში, რომელიც ემსახურება თქვენს კიდევ უფრო გაძლიერებას, რით დაგეხმაროთ, რომ ეს მნიშვნელოვანი გზა, ეს ხაზი, რასაც შუა დერეფანი ჰქვია, იყოს გაძლიერებული, რა თქმა უნდა, ჩვენ მზად ვართ. მზად ვართ მათი მხრიდან იმ ყველაფრის გადააზრების, თუ რა გამოვიარეთ და შემდეგ ამ ყველაფრის ახალი ფურცლიდან და თვისობრივად ახალ ურთიერთობაზე გადასვლის. ამას წლებია ვამბობთ. იგივე შემიძლია გავიმეორო ბატონი ზელენსკის მიმართ“, – განაცხადა კირცხალიამ.