— თბილისი --:--
ახლა. მოვლენათა ეპიცენტრში
LIVE
ალექსანდრე რაქვიაშვილი: ვერ დავიჯერებ, რომ ვინმე ჭკუათმყოფელია სამყაროში, ვინც გვარამიასნაირ პარტიაზე ფსონს დადებს ნიკოლ ფაშინიანი: სომხეთს არ აქვს განზრახული რუსეთთან ურთიერთობების გაწყვეტა ან გაუარესება – პირიქით, ეს ურთიერთობები კიდევ უფრო უნდა განვითარდეს ცოტნე ანანიძე კაია კალასის განცხადებაზე: ვინც მეორე ფრონტის საფრთხეზე იცინის, კიდევ ერთი აღიარება მოისმინოს ნინო ფოჩხუა: პრემიერი დაგვპირდა, რომ მომდევნო წლებშიც მთავრობა მაქსიმალურად ეცდება, 70 წლამდე პენსიონერებს პენსია ინდექსაციის წესის მიღმა გაუზარდონ ლიზა გეგეჭკორი: პრემიერი ატარებს ბრიფინგს პენსიების გაზრდის და სოციალური საკითხების გააქტიურების თემაზე, ამ ფონზე, გამოდიან მარტა კოსი და სხვები და დაგვძახიან, რომ ჩვენი ხელისუფლებაა აცდენილი ევროპულ გზას და უკრაინის ხელისუფლებაა ევროპის რელსებზე შემდგარი
პოლიტიკა

ირაკლი კობახიძე: 2012 წლის 21 აპრილი, რომელსაც, ლოგიკურად 2012 წლის პირველ ოქტომბერს, „ნაციონალური მოძრაობის“ რეჟიმის დამარცხება მოჰყვა, სიმბოლურად, იმ წერტილად იქცა, საიდანაც ავტოკრატიული მმართველობის მოდელის მქონე ქვეყნიდან, თანამედროვე, დემოკრატიულ, ღირსეულ სახელმწიფოდ ჩამოვყალიბდით

ირაკლი კობახიძე: 2012 წლის 21 აპრილი, რომელსაც, ლოგიკურად 2012 წლის პირველ ოქტომბერს, „ნაციონალური მოძრაობის“ რეჟიმის…

14 წლის წინ, დღევანდელ დღეს, საქართველოს უახლეს ისტორიაში გარდამტეხი მოვლენა მოხდა, დაფუძნდა პოლიტიკური გაერთიანება – „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველო“. 2012 წლის 21 აპრილი, რომელსაც, ლოგიკურად 2012 წლის პირველ ოქტომბერს, „ნაციონალური მოძრაობის“ რეჟიმის დამარცხება მოჰყვა, სიმბოლურად, იმ წერტილად იქცა, საიდანაც ავტოკრატიული მმართველობის მოდელის მქონე, გარე ინტერესებს დაქვემდებარებული ქვეყნიდან, თანამედროვე, დემოკრატიულ, ღირსეულ სახელმწიფოდ ჩამოვყალიბდით, –  ვკითხულობთ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის მიერ გამოქვეყნებულ წერილში.

ირაკლი კობახიძის განცხადებით, „ქართული ოცნების“ გუნდმა ნაბიჯ-ნაბიჯ  სამუდამოდ წარსულს ჩააბარა ის უმძიმესი მემკვიდრეობა, რომელიც „ნაციონალურმა მოძრაობამ“  შექმნა.

„ჩვენმა პოლიტიკურმა გუნდმა, ნაბიჯ-ნაბიჯ, სუვერენული, სტაბილური, განვითარებული სახელმწიფოს მშენებლობისკენ დაიწყო სვლა და დღეს უკვე ყველასთვის ნათელია, რომ წარსულს სამუდამოდ ჩავაბარეთ ის უმძიმესი მემკვიდრეობა, რომელიც ნაციონალური მოძრაობის რეჟიმმა შექმნა“,- ვკითხულობთ წერილში.

მმართველი პარტიის თავმჯდომარის განცხადებით,  ქართული სახელმწიფო სწორედ 2012 წელს დადგა  შეუქცევადი განვითარების გზაზე და იქცა სახელმწიფოდ, რომლის ამოსავალი წერტილიც სწორედ ადამიანია.

„დღეს, „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ დაფუძნებიდან 14 წლის შემდეგ, შეუძლებელია არ გავიხსენოთ ის სირთულეები, რომელიც ჩვენმა გუნდმა და ქართველმა ხალხმა გადალახა. მიუხედავად იმისა, რომ მოსახლეობის გარკვეულ ნაწილს, მიაჩნია, რომ 14 წლის შემდეგ, „ნაციონალური მოძრაობის“ რეჟიმის დროს არსებულ მდგომარეობასთან პარალელების გავლება დღეს არარელევანტურია, აუცილებელია გვახსოვდეს, როგორი ქვეყნის მართვის მანდატი მიანიჭა ქართულმა საზოგადოებამ „ქართულ ოცნებას“ და როგორ სახელმწიფოში ვცხოვრობთ დღეს. არ უნდა დავივიწყოთ, რომ ჩვენი ქვეყანა სწორედ 2012 წლიდან დაადგა შეუქცევადი განვითარების გზას და იქცა სახელმწიფოდ, რომლის ამოსავალი წერტილი ადამიანია, უმთავრესი  პრიორიტეტი კი სახელმწიფო სუვერენიტეტის, დემოკრატიული და ეროვნული ღირებულებების დაცვაა. 

2012 წლამდე საქართველო სისტემური პრობლემების წინაშე იდგა, პრობლემებისა, რომლებიც არა მხოლოდ თავისუფლად სუნთქვას ხდიდა შეუძლებელს, არამედ ჩვენი სახელმწიფოებრიობის საფუძვლებს აზიანებდა,“- ვკითხულობთ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის წერილში.