— თბილისი --:--
ახლა. მოვლენათა ეპიცენტრში
LIVE
ალუდა ღუდუშაური: პირადი წყენა შეიძლება მივუტევოთ და ვაპატიოთ, მაგრამ კომპრომისი ქვეყნის ინტერესებთან გამორიცხულია ლადო სადღობელაშვილი: ბიძინა ივანიშვილი არსად წასულა და არც არასდროს წავა თავისი ხალხის გვერდიდან. ის ყოველთვის იქ არის, სადაც საქართველოს და ჩვენს საზოგადოებას ყველაზე მეტად სჭირდება. სწორედ მის ირგვლივ, მის მიმართ უსაზღვრო ნდობასა და პატივისცემაშია გაერთიანებული ჩვენი მოსახლეობა თორნიკე ფაღავა: საქართველო ვერ გახდება ვერც ბუფერული ზონა და ვერც რუსეთის შემაკავებელი ფაქტორი, ვერც სუვერენიტეტს დათმობს და სახელმძღვანელოდ ვერ გაიხდის რეზოლუციებს, რომელიც სააკაშვილს – დადასტურებულ დამნაშავეს, პოლიტპატიმრად გვიცხადებს ლევან მახაშვილი: ევროპარლამენტმა თავი უნდა დაანებოს საქართველოს შიდა საქმეებში გაუმართლებელ, არაპროპორციულ ჩარევას. პატივი უნდა სცეს საქართველოს სუვერენიტეტს და ხალხის ნებას არჩილ ბერიძე: ბიძინა ივანიშვილისა და ფონდ „ქართუს“ მხარდაჭერით აღდგენილი ტაძრები, თეატრები და მუზეუმები, ლევილის ისტორიულ მამულზე ზრუნვა, იოანე-ზოსიმეს ხელნაწერის საქართველოში დაბრუნება ჩვენი ეროვნული მემკვიდრეობის დაცვის მნიშვნელოვანი მაგალითებია – ასე ვინარჩუნებთ ჩვენს ისტორიას და გადავცემთ მას მომავალ თაობებს
პოლიტიკა

ირაკლი კობახიძე: „ქართული ოცნების“ პირობებში სოციალური პოლიტიკა სახელმწიფოს ერთ-ერთ პრიორიტეტად იქცა, გაძლიერდა სახელმწიფო ინსტიტუტები, გაიზარდა მათი დამოუკიდებლობა და ეფექტიანობა, რაც ქმნის მყარ საფუძველს ქვეყნის განვითარებისათვის

ირაკლი კობახიძე: „ქართული ოცნების“ პირობებში სოციალური პოლიტიკა სახელმწიფოს ერთ-ერთ პრიორიტეტად იქცა, გაძლიერდა სახელმწიფო…

 „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძე, პარტიის დაარსებიდან 14 წლის იუბილესთან დაკავშირებით, წერილს აქვეყნებს, რომელშიც „ქართული ოცნების“ პირობებში სხვადასხვა მიღწევაზეა საუბარი.

ირაკლი კობახიძე ხაზს უსვამს სოციალური პოლიტიკის მიმართულებით გადადგმულ ნაბიჯებს, რომელიც სახელმწიფოს ერთ-ერთ პრიორიტეტად იქცა.

„„ქართული ოცნების“ პირობებში სოციალური პოლიტიკა სახელმწიფოს ერთ-ერთი პრიორიტეტად იქცა – დაინერგა საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამა, გაფართოვდა სოციალური დაცვის პროგრამები, გაიზარდა მათი მასშტაბი და ხელმისაწვდომობა, რაც განსაკუთრებით მნიშვნელოვანია მოწყვლადი ჯგუფებისთვის. ამას გარდა, შემცირდა უკიდურესი სიღარიბე და გაიზარდა სახელმწიფო მხარდაჭერა მოქალაქეების მიმართ.

ამ ყველაფერთან ერთად, გაძლიერდა სახელმწიფო ინსტიტუტები, გაიზარდა მათი დამოუკიდებლობა და ეფექტიანობა, რაც ქმნის მყარ საფუძველს ქმნის ქვეყნის მდგრადი განვითარებისათვის,“ – წერს კობახიძე.

მმართველი პარტიის თავმჯდომარის თქმით, არსებული განსხვავებების მიუხედავად, პოლიტიკური გარემო დღეს აღიარებს და იცავს მრავალფეროვნებას, როგორც დემოკრატიის აუცილებელ ელემენს, ამავდროულად, კი, ახერხებს ნებისმიერი იმ ქმედების აღკვეთას, რომელიც ქვეყნის წინააღმდეგ არის მიმართული.

„პოლიტიკური გარემო, მიუხედავად არსებული განსხვავებებისა, დღეს აღიარებს და იცავს მრავალფეროვნებას, როგორც დემოკრატიის აუცილებელ ელემენტს, პარალელურად კი სახელმწიფო ახერხებს რადიკალური, ექსტრემისტული და ქვეყნის საფუძვლების წინააღმდეგ მიმართული ნებისმიერი ქმედების აღკვეთას.

ყოველივე ზემოთქმულის გათვალისწინებით, ბუნებრივია, გაიზარდა მოქალაქეთა ნდობა სახელმწიფოს მიმართ, რადგან დღეს საქართველო არის ქვეყანა, სადაც ხელისუფლება ანგარიშვალდებულია ხალხის წინაშე, ხოლო ინსტიტუტები ემსახურება საზოგადოებას.“ – წერს ირაკლი კობახიძე.

მსგავსი სიახლეები.

ალუდა ღუდუშაური: პირადი წყენა შეიძლება მივუტევოთ და ვაპატიოთ, მაგრამ კომპრომისი ქვეყნის ინტერესებთან გამორიცხულია პოლიტიკა

ალუდა ღუდუშაური: პირადი წყენა შეიძლება მივუტევოთ და ვაპატიოთ, მაგრამ კომპრომისი ქვეყნის ინტერესებთან გამორიცხულია

2 სთ წინ6 წთ
ლადო სადღობელაშვილი: ბიძინა ივანიშვილი არსად წასულა და არც არასდროს წავა თავისი ხალხის გვერდიდან. ის ყოველთვის იქ არის… პოლიტიკა

ლადო სადღობელაშვილი: ბიძინა ივანიშვილი არსად წასულა და არც არასდროს წავა თავისი ხალხის გვერდიდან. ის ყოველთვის იქ არის, სადაც საქართველოს და ჩვენს საზოგადოებას ყველაზე მეტად სჭირდება. სწორედ მის ირგვლივ, მის მიმართ უსაზღვრო ნდობასა და პატივისცემაშია გაერთიანებული ჩვენი მოსახლეობა

2 სთ წინ2 წთ
თორნიკე ფაღავა: საქართველო ვერ გახდება ვერც ბუფერული ზონა და ვერც რუსეთის შემაკავებელი ფაქტორი, ვერც სუვერენიტეტს დათმობს… პოლიტიკა

თორნიკე ფაღავა: საქართველო ვერ გახდება ვერც ბუფერული ზონა და ვერც რუსეთის შემაკავებელი ფაქტორი, ვერც სუვერენიტეტს დათმობს და სახელმძღვანელოდ ვერ გაიხდის რეზოლუციებს, რომელიც სააკაშვილს – დადასტურებულ დამნაშავეს, პოლიტპატიმრად გვიცხადებს

3 სთ წინ5 წთ