— თბილისი --:--
ახლა. მოვლენათა ეპიცენტრში
LIVE
ნინო ფოჩხუა: პრემიერი დაგვპირდა, რომ მომდევნო წლებშიც მთავრობა მაქსიმალურად ეცდება, 70 წლამდე პენსიონერებს პენსია ინდექსაციის წესის მიღმა გაუზარდონ ლიზა გეგეჭკორი: პრემიერი ატარებს ბრიფინგს პენსიების გაზრდის და სოციალური საკითხების გააქტიურების თემაზე, ამ ფონზე, გამოდიან მარტა კოსი და სხვები და დაგვძახიან, რომ ჩვენი ხელისუფლებაა აცდენილი ევროპულ გზას და უკრაინის ხელისუფლებაა ევროპის რელსებზე შემდგარი ლადო სადღობელაშვილი: სანამ სხვები პოპულისტობენ ხელისუფლება მოქმედებს – სწორედ ასე შეიძლება შეფასდეს პრემიერის ინიციატივა პენსიონერების მხარდასაჭერად. ირაკლი კობახიძის გადაწყვეტილებით, 70 წლამდე ასაკის პენსიონერებისთვის პენსია კანონით გათვალისწინებული 20 ლარის ნაცვლად 45 ლარით გაიზრდება ნიკოლოზ მეტრეველი : მივესალმები საქართველოს პრემიერ-მინისტრის, გადაწყვეტილებას,  70 წლამდე ასაკის პენსიონერებს, პენსია დაგეგმილი 20 ლარის ნაცვლად, 45 ლარით გაეზრდებათ დავით ჩიხელიძე: 70 წლამდე პენსიონერებისთვის პენსიის 45 ლარით ზრდა, ნაცვლად 20 ლარისა, წინ გადადგმული მნიშვნელოვანი ნაბიჯია და კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს იმას, რომ მოქალაქეებზე ზრუნვა ხელისუფლების საქმიანობის განუყოფელი ნაწილია
პოლიტიკა

ირაკლი კობახიძე ნიკა გვარამიას განცხადებაზე: ეს არის დანაშაულებრივი მიდგომა, ვნახოთ, რა კვალიფიკაციას მისცემენ ამას საგამოძიებო უწყებები, მაგრამ ზუსტად ეს არის საკუთარი ქვეყნის ღალატი – შიგნით აქცია, გარეთ სანქცია, ანუ ქვეყნის შიგნით უნდა შეკრიბო 150 კაცი იმისთვის, რომ გარეთ შექმნა ფონი მტრული საქმიანობისთვის

ირაკლი კობახიძე ნიკა გვარამიას განცხადებაზე: ეს არის დანაშაულებრივი მიდგომა, ვნახოთ, რა კვალიფიკაციას მისცემენ ამას…

ვნახოთ, რა კვალიფიკაციას მისცემენ ამას საგამოძიებო უწყებები, მაგრამ ზუსტად ეს არის საკუთარი ქვეყნის ღალატი – შიგნით აქცია, გარეთ სანქცია, ანუ ქვეყნის შიგნით უნდა შეკრიბო 150 კაცი იმისთვის, რომ გარეთ შექმნა ფონი მტრული საქმიანობისთვის. ეს არის ძალიან მარტივი ლოგიკა, რომლითაც იშიფრება მათი დანაშაულებრივი, ანტისახელმწიფოებრივი, მოღალატეობრივი საქმიანობა,  –  ასე უპასუხა პარტია “ქართული ოცნების” თავმჯდომარემ, საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ, “ოპოზიციის ალიანსის” ერთ-ერთი ლიდერის, ნიკა გვარამიას განცხადებას იმის შესახებ, რომ ოპოზიციის მიდგომაა “შიგნით აქცია, გარეთ სანქცია.”

ირაკლი კობახიძის განცხადებით, ამ განცხადებას, საზოგადოებამ არჩევნებზე სათანადო პასუხი გასცა, თუმცა, ეს არ არის საკმარისი. მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, რომ გვარამიას ეს მიდგომა ამყარებს იმ სარჩელს, რომელიც მმართველ გუნდს საკონსტიტუციო სასამართლოში აქვს შეტანილი.

“თქვენ იცით, რომ საქმე არის აღძრული ზუსტად ამ მიდგომასთან დაკავშირებით, რაც არის მოღალატეობრივი მიდგომა, რაც არის, ფართო გაგებით, დანაშაულებრივი მიდგომა.  რა თქმა უნდა, ამას სათანადო პასუხი უნდა გაეცეს. ამას 2024-2025 წლების სათანადო პასუხი გასცა არჩევნებზე საზოგადოებამ, თუმცა ეს არ არის საკმარისი. თქვენ იცით, რომ ჩვენ გვაქვს მომზადებული ასევე სარჩელი საკონსტიტუციო სასამართლოში. ზუსტად ეს მიდგომა: ქვეყანაში აქცია, გარეთ სანქცია – ზუსტად ეს მიდგომა ამყარებს იმ სარჩელს, რომელიც არის შეტანილი საკონსტიტუციო სასამართლოში. ეს არის ღია, მტრული დამოკიდებულება საკუთარი ხალხის მიმართ, საკუთარი სახელმწიფოს მიმართ, საკუთარი ქვეყნის მიმართ და ამას სჭირდება სათანადო პასუხი. საზოგადოება, კიდევ ერთხელ ვიტყვი, რომ პასუხს სცემს ყოველ ჯერზე არჩევნებზე ამ მიდგომას, თუმცა ამას სჭირდება სათანადო სამართლებრივი პასუხიც,” – აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.

მსგავსი სიახლეები.

ნინო ფოჩხუა: პრემიერი დაგვპირდა, რომ მომდევნო წლებშიც მთავრობა მაქსიმალურად ეცდება, 70 წლამდე პენსიონერებს პენსია… პოლიტიკა

ნინო ფოჩხუა: პრემიერი დაგვპირდა, რომ მომდევნო წლებშიც მთავრობა მაქსიმალურად ეცდება, 70 წლამდე პენსიონერებს პენსია ინდექსაციის წესის მიღმა გაუზარდონ

14 სთ წინ2 წთ
ლიზა გეგეჭკორი: პრემიერი ატარებს ბრიფინგს პენსიების გაზრდის და სოციალური საკითხების გააქტიურების თემაზე, ამ ფონზე, გამოდიან… პოლიტიკა

ლიზა გეგეჭკორი: პრემიერი ატარებს ბრიფინგს პენსიების გაზრდის და სოციალური საკითხების გააქტიურების თემაზე, ამ ფონზე, გამოდიან მარტა კოსი და სხვები და დაგვძახიან, რომ ჩვენი ხელისუფლებაა აცდენილი ევროპულ გზას და უკრაინის ხელისუფლებაა ევროპის რელსებზე შემდგარი

14 სთ წინ2 წთ
ლადო სადღობელაშვილი: სანამ სხვები პოპულისტობენ ხელისუფლება მოქმედებს – სწორედ ასე შეიძლება შეფასდეს პრემიერის ინიციატივა… პოლიტიკა

ლადო სადღობელაშვილი: სანამ სხვები პოპულისტობენ ხელისუფლება მოქმედებს – სწორედ ასე შეიძლება შეფასდეს პრემიერის ინიციატივა პენსიონერების მხარდასაჭერად. ირაკლი კობახიძის გადაწყვეტილებით, 70 წლამდე ასაკის პენსიონერებისთვის პენსია კანონით გათვალისწინებული 20 ლარის ნაცვლად 45 ლარით გაიზრდება

14 სთ წინ3 წთ