— თბილისი --:--
ახლა. მოვლენათა ეპიცენტრში
LIVE
ნინო ფოჩხუა: პრემიერი დაგვპირდა, რომ მომდევნო წლებშიც მთავრობა მაქსიმალურად ეცდება, 70 წლამდე პენსიონერებს პენსია ინდექსაციის წესის მიღმა გაუზარდონ ლიზა გეგეჭკორი: პრემიერი ატარებს ბრიფინგს პენსიების გაზრდის და სოციალური საკითხების გააქტიურების თემაზე, ამ ფონზე, გამოდიან მარტა კოსი და სხვები და დაგვძახიან, რომ ჩვენი ხელისუფლებაა აცდენილი ევროპულ გზას და უკრაინის ხელისუფლებაა ევროპის რელსებზე შემდგარი ლადო სადღობელაშვილი: სანამ სხვები პოპულისტობენ ხელისუფლება მოქმედებს – სწორედ ასე შეიძლება შეფასდეს პრემიერის ინიციატივა პენსიონერების მხარდასაჭერად. ირაკლი კობახიძის გადაწყვეტილებით, 70 წლამდე ასაკის პენსიონერებისთვის პენსია კანონით გათვალისწინებული 20 ლარის ნაცვლად 45 ლარით გაიზრდება ნიკოლოზ მეტრეველი : მივესალმები საქართველოს პრემიერ-მინისტრის, გადაწყვეტილებას,  70 წლამდე ასაკის პენსიონერებს, პენსია დაგეგმილი 20 ლარის ნაცვლად, 45 ლარით გაეზრდებათ დავით ჩიხელიძე: 70 წლამდე პენსიონერებისთვის პენსიის 45 ლარით ზრდა, ნაცვლად 20 ლარისა, წინ გადადგმული მნიშვნელოვანი ნაბიჯია და კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს იმას, რომ მოქალაქეებზე ზრუნვა ხელისუფლების საქმიანობის განუყოფელი ნაწილია
პოლიტიკა

ირაკლი რუხაძე: ლონდონში მოგვივიდა ჩანაწერები, ბერეზოვსკი როგორ მოვიდა ბადრის საფლავზე თბილისში, გივი თარგამაძესთან ერთად

ირაკლი რუხაძე: ლონდონში მოგვივიდა ჩანაწერები, ბერეზოვსკი როგორ მოვიდა ბადრის საფლავზე თბილისში, გივი თარგამაძესთან ერთად
x

“ბადრი პატარკაციშვილი აფინანსებდა სააკაშვილს. ორივე მხარეს აფინანსებდა – მგონი, ბადრისთვის იდეალური ვარიანტი იყო, რომ დარჩენილიყო ვაჟა ლორთქიფანიძე, რომელიც იხილებოდა შევარდნაძის მემკვიდრედ, მაგრამ, ყოველი შემთხვევისთვის, ასევე, აფინანსებდა ამათ, სააკაშვილს. ადამიანი, რომელმაც ეს მომიყვა, თქვა, რომ მიტინგების ბოლოს ჩემს სახელს იძახდა სააკაშვილი, “ესა და ეს კაცი ამოვიდეს მიკროფონთან” – იმიტომ, რომ ფულზე იყო საუბარიო.
მე ძალიან მეამაყება, რომ “მაესტროს” ვაფინანსებდი. მე სააკაშვილს სულ ვებრძოდი, მაგრამ, პირადი ინტერესების და ბადრის ოჯახის ინტერესების გამო. სადაც მაქვს წვლილი არის ის, რომ ვაფინანსებდი “მაესტროს” და მგონია, რომ მან დიდი როლი შეასრულა როცა ციხის კადრების ჩვენება იყო. ჩემზე ბევრად უფრო დიდი წვლილი აქვთ “უცნობს”, “გრეჩიხას” [ლევან გაჩეჩილაძე] და ბევრ სხვა ხალხს და რაღაც დონემდე ეროსი კიწმარიშვილსაც. ეროსის მე ძალიან ახლოს ვიცნობდი, ბადრი ყიდულობდა “რუსთავი 2”-ს ეროსისგან, გადახდილი იყო საკმაოდ დიდი თანხა, როგორც “ბე”, რომელიც დაიკარგა, იმიტიმ, რომ “გამარჯვებული ხალხის ტელევიზია” აღარ გაიყიდა, რადგან ამასობაში მოხდა ვარდების რევოლუცია. ეროსი, როგორც ტელევიზიის მფლობელი, რომელიც წარმოუდგენლად ძლიერი ფიგურა იყო იმ მოკლე დროის განმავლობაში საქართველოში და ერთ-ერთი პირველი, სადაც ბადრიმ დაინახა, რომ მე რაღაცის გაკეთება შემეძლო, იყო ის, რომ ეროსი მოვატრიალე, დავსვი ბადრისთან მოლაპარაკებაზე, ის ფული არ დაბრუნდა, მაგრამ ბადრიმ თქვა, რომ არ მჭირდება, არ დამიბრუნო. უკვე სააკაშვილი იყო ძალაუფლებაში, ეროსის აღარ უნდოდა გაყიდვა. შეიძლება ეროსის უთხრეს, შენ ხომ არ აფრენ, რა ტელევიზია უნდა მისცე ბადრისო, მე ხომ ეს არ ვიცი. ეს მოლაპარაკება ჩაიშალა და მერე გაჩნდა “იმედი.” ანუ, ბადრიმ “იმედი” დაიწო ნულიდან იმიტომ, რომ ვერ იყიდა “რუსთავი 2″,” – განაცხადა რუხაძემ.

მსგავსი სიახლეები.

ნინო ფოჩხუა: პრემიერი დაგვპირდა, რომ მომდევნო წლებშიც მთავრობა მაქსიმალურად ეცდება, 70 წლამდე პენსიონერებს პენსია… პოლიტიკა

ნინო ფოჩხუა: პრემიერი დაგვპირდა, რომ მომდევნო წლებშიც მთავრობა მაქსიმალურად ეცდება, 70 წლამდე პენსიონერებს პენსია ინდექსაციის წესის მიღმა გაუზარდონ

17 სთ წინ2 წთ
ლიზა გეგეჭკორი: პრემიერი ატარებს ბრიფინგს პენსიების გაზრდის და სოციალური საკითხების გააქტიურების თემაზე, ამ ფონზე, გამოდიან… პოლიტიკა

ლიზა გეგეჭკორი: პრემიერი ატარებს ბრიფინგს პენსიების გაზრდის და სოციალური საკითხების გააქტიურების თემაზე, ამ ფონზე, გამოდიან მარტა კოსი და სხვები და დაგვძახიან, რომ ჩვენი ხელისუფლებაა აცდენილი ევროპულ გზას და უკრაინის ხელისუფლებაა ევროპის რელსებზე შემდგარი

17 სთ წინ2 წთ
ლადო სადღობელაშვილი: სანამ სხვები პოპულისტობენ ხელისუფლება მოქმედებს – სწორედ ასე შეიძლება შეფასდეს პრემიერის ინიციატივა… პოლიტიკა

ლადო სადღობელაშვილი: სანამ სხვები პოპულისტობენ ხელისუფლება მოქმედებს – სწორედ ასე შეიძლება შეფასდეს პრემიერის ინიციატივა პენსიონერების მხარდასაჭერად. ირაკლი კობახიძის გადაწყვეტილებით, 70 წლამდე ასაკის პენსიონერებისთვის პენსია კანონით გათვალისწინებული 20 ლარის ნაცვლად 45 ლარით გაიზრდება

17 სთ წინ3 წთ