— თბილისი --:--
ახლა. მოვლენათა ეპიცენტრში
LIVE
ალუდა ღუდუშაური: პირადი წყენა შეიძლება მივუტევოთ და ვაპატიოთ, მაგრამ კომპრომისი ქვეყნის ინტერესებთან გამორიცხულია ლადო სადღობელაშვილი: ბიძინა ივანიშვილი არსად წასულა და არც არასდროს წავა თავისი ხალხის გვერდიდან. ის ყოველთვის იქ არის, სადაც საქართველოს და ჩვენს საზოგადოებას ყველაზე მეტად სჭირდება. სწორედ მის ირგვლივ, მის მიმართ უსაზღვრო ნდობასა და პატივისცემაშია გაერთიანებული ჩვენი მოსახლეობა თორნიკე ფაღავა: საქართველო ვერ გახდება ვერც ბუფერული ზონა და ვერც რუსეთის შემაკავებელი ფაქტორი, ვერც სუვერენიტეტს დათმობს და სახელმძღვანელოდ ვერ გაიხდის რეზოლუციებს, რომელიც სააკაშვილს – დადასტურებულ დამნაშავეს, პოლიტპატიმრად გვიცხადებს ლევან მახაშვილი: ევროპარლამენტმა თავი უნდა დაანებოს საქართველოს შიდა საქმეებში გაუმართლებელ, არაპროპორციულ ჩარევას. პატივი უნდა სცეს საქართველოს სუვერენიტეტს და ხალხის ნებას არჩილ ბერიძე: ბიძინა ივანიშვილისა და ფონდ „ქართუს“ მხარდაჭერით აღდგენილი ტაძრები, თეატრები და მუზეუმები, ლევილის ისტორიულ მამულზე ზრუნვა, იოანე-ზოსიმეს ხელნაწერის საქართველოში დაბრუნება ჩვენი ეროვნული მემკვიდრეობის დაცვის მნიშვნელოვანი მაგალითებია – ასე ვინარჩუნებთ ჩვენს ისტორიას და გადავცემთ მას მომავალ თაობებს
პოლიტიკა

ირაკლი რუხაძე: მე არ ვაკონტროლებდი “იმედს” კორპორატიულად, იყო ადამიანზე გაწერილი, რომელიც დაიჭირეს შვილთან ერთად, მიაბეს რადიატორზე, უთხრეს, შვილს ცხოვრებაში ვერ ნახავ, თუ “იმედს” არ გადმოაფორმებო – ასე წაიღეს “იმედი”, აბა როგორ წაიღეს?!

ირაკლი რუხაძე: მე არ ვაკონტროლებდი “იმედს” კორპორატიულად, იყო ადამიანზე გაწერილი, რომელიც დაიჭირეს შვილთან ერთად, მიაბეს…

საქართველოში ჩამოვედი მას შემდეგ, რაც ყველაფერი დავაბრუნებინეთ სააკაშვილს. [დაბრუნების პროცესი ხდებოდა] მოლაპარაკებით, საქართველოს გარეთ, ოღონდ ყველაფერი – “იმედის” გარდა. “იმედზე” მოლაპარაკება საქართველოში მოხდა, ეგეც სააკაშვილს დავაბრუნებინეთ ოღონდ უკვე მერე, როცა არჩევნები წააგო,  –  ამის შესახებ ბიზნესმენმა, ირაკლი რუხაძემ, გადაცემაში “საქართველოს დაბადება” განაცხადა.

მან გაიხსენა ბადრი პატარკაციშვილისთვის წართმეული ქონების დაბრუნების პროცესი და განაცხადა, რომ იმჟამინდელი ხელისუფლება საარბიტრაჟო დავებში მილიარდზე მეტს წააგებდა, ამიტომ, მათ 2011 წელს დააბრუნეს აღნიშნული აქტივები.

“სხვა ყველაფერი დავაბრუნებინეთ 2011 წელს, უკვე წელიწადნახევარი საქართველოში ვცხოვრობდი, სულ ვიძახდი, რომ ოფშორული ზონა ვართ-თქო, იმიტომ, რომ ჩვენ არავინ გვეხებოდა, არავის ვეხებოდით და ვმართავდი ჩვენს აქტივებს: “ბორჯომსაც” ვმართავდით, ყველა სხვა აქტივსაც, რუსთავის მეტალურგიულ ქარხანაში შევედი, ყველაფერს ამას ვაკეთებდით. მაგრამ, დავაბრუნებინეთ იმიტომ, რომ ორი არბიტრაჟი გვქონდა საქართველოს გარეთ. უნდა წაეგო [სააკაშვილის ხელისუფლებას] 800 მილიონი დოლარი ერთ საქმეზე. უაზროდ წაიღეს ყველაფერი ჩვენგან: მთაწმინდის პარკი, დაგვარტყეს “ბორჯომზე”, “სტანდარტ ბანკი” წაიღეს – ერთ დღეში დაგვარტყეს ხუთ აქტივზე, “იმედი”, რუსთავის მეტალურგიული ქარხანა. რუსთავზე გვქონდა ცალკე არბიტრაჟი, “იმედზე” – ცალკე და დიდი ალბათობით, წააგებდნენ მილიარდზე მეტს. ამას ჩვენი იურისტებიც გვეუბნებოდნენ და დარწმუნებული ვარ, მათ იურისტებიც ეუბნებოდნენ. რაც სწორად გვქონდა სტრუქტურირებული, უბრალოდ ვერ მოკიდეს ხელი. “ბორჯომი” რომ არ გვქონოდა სწორად სტრუქტურირებული, როგორც ახლა გვაქვს ყველაფერი ნიდერლანდებიდან, წაგვართმევდნენ მაგასაც, მაგრამ, ვერ მოკიდეს ხელი, იმიტომ, რომ სხვა პრობლემა გაუჩნდებოდათ,” – განაცხადა ირაკლი რუხაძემ.

მან ასევე  აღნიშნა, რომ “იმედი” მას შემდეგ გადაიფორმა “ნაცმოძრაობის” ხელისუფლებამ, რაც მისი მმართველი დააკავეს შვილთან ერთად და დაემუქრნენ.

“დაიჭირეს ხალხი, იჭერდნენ ვიღაცებს, ოღონდ უფრო ბადრის მხარეს უფრო, მაგრამ ვისაც იჭერდნენ, რაც უნდოდათ, მიატანინეს. “იმედი” ჩემს ხელში არ იყო, მე არ ვაკონტროლებდი “იმედს” კორპორატიულად, იყო ადამიანზე გაწერილი, რომელიც დაიჭირეს შვილთან ერთად, მიაბეს რადიატორზე. მერე იმ ადამიანთან ძალიან ბევრჯერ მაქვს ნალაპარაკები, რაღაც მომენტში ლონდონში გავიყვანეთ, მთელი ამბავი იყო მისი “გაპარება” და ძალიან პოზიტიური როლი შეასრულა სოზარ სუბარმა საქართველოდან მის გაყვანაში – სომხეთის საზღვრამდე სოზარი გამოჰყვა. ეს ყველაფერი ვიცი, მოყოლილი აქვთ, მე თვითონ არ ვმონაწილეობდი, მაგრამ, დაიჭირეს ეს ადამიანი, დაიჭირეს მისი შვილი, პატარა და უთხრეს, ამას ცხოვრებაში ვერ ნახავ, თუ “იმედს” არ გადმოაფორმებო და გადააფორმებინეს – ასე წაიღეს “იმედი”, აბა როგორ წაიღეს?!” – განაცხადა რუხაძემ.

მსგავსი სიახლეები.

ალუდა ღუდუშაური: პირადი წყენა შეიძლება მივუტევოთ და ვაპატიოთ, მაგრამ კომპრომისი ქვეყნის ინტერესებთან გამორიცხულია პოლიტიკა

ალუდა ღუდუშაური: პირადი წყენა შეიძლება მივუტევოთ და ვაპატიოთ, მაგრამ კომპრომისი ქვეყნის ინტერესებთან გამორიცხულია

2 სთ წინ6 წთ
ლადო სადღობელაშვილი: ბიძინა ივანიშვილი არსად წასულა და არც არასდროს წავა თავისი ხალხის გვერდიდან. ის ყოველთვის იქ არის… პოლიტიკა

ლადო სადღობელაშვილი: ბიძინა ივანიშვილი არსად წასულა და არც არასდროს წავა თავისი ხალხის გვერდიდან. ის ყოველთვის იქ არის, სადაც საქართველოს და ჩვენს საზოგადოებას ყველაზე მეტად სჭირდება. სწორედ მის ირგვლივ, მის მიმართ უსაზღვრო ნდობასა და პატივისცემაშია გაერთიანებული ჩვენი მოსახლეობა

2 სთ წინ2 წთ
თორნიკე ფაღავა: საქართველო ვერ გახდება ვერც ბუფერული ზონა და ვერც რუსეთის შემაკავებელი ფაქტორი, ვერც სუვერენიტეტს დათმობს… პოლიტიკა

თორნიკე ფაღავა: საქართველო ვერ გახდება ვერც ბუფერული ზონა და ვერც რუსეთის შემაკავებელი ფაქტორი, ვერც სუვერენიტეტს დათმობს და სახელმძღვანელოდ ვერ გაიხდის რეზოლუციებს, რომელიც სააკაშვილს – დადასტურებულ დამნაშავეს, პოლიტპატიმრად გვიცხადებს

3 სთ წინ5 წთ