— თბილისი --:--
ახლა. მოვლენათა ეპიცენტრში
LIVE
დიმიტრი სამხარაძე: განულებული ოპოზიციის მარცხით გამწარებულები ჩვენს გუნდში ცდილობენ ლაჩრების პოვნას და გუნდის წინააღმდეგ ალაშქრებას- “ქართული ოცნების“ არცერთ ერთგულ ჯარისკაცს არ ვუვიწყებთ ბრძოლას, მაგრამ გუნდისთვის ზიანის მომტანებს, მოსყიდულებს მოვექცევით ისე, როგორც იმსახურებენ ზურაბ გირჩი ჯაფარიძე თურქეთის აეროპორტში დააკავეს კიევის მერი აცხადებს, რომ ზამთრისთვის არასათანადო მომზადების გამო ზელენსკი თანამდებობიდან მის გადაყენებას ცდილობს ალუდა ღუდუშაური: პირადი წყენა შეიძლება მივუტევოთ და ვაპატიოთ, მაგრამ კომპრომისი ქვეყნის ინტერესებთან გამორიცხულია ლადო სადღობელაშვილი: ბიძინა ივანიშვილი არსად წასულა და არც არასდროს წავა თავისი ხალხის გვერდიდან. ის ყოველთვის იქ არის, სადაც საქართველოს და ჩვენს საზოგადოებას ყველაზე მეტად სჭირდება. სწორედ მის ირგვლივ, მის მიმართ უსაზღვრო ნდობასა და პატივისცემაშია გაერთიანებული ჩვენი მოსახლეობა
პოლიტიკა

ირაკლი ზარქუა: პირადი სოციალური დახმარებისათვის განხორციელებული დიასპორული ფულადი გზავნილები არ წარმოადგენს კანონით განსაზღვრულ „გრანტს“ და არ ექვემდებარება „გრანტების შესახებ“ საქართველოს კანონის რეგულირების საგანს – ცვლილებები არ ვრცელდება საყოფაცხოვრებო მიზნით გადმორიცხულ კერძო ფულად გზავნილებზე

ირაკლი ზარქუა: პირადი სოციალური დახმარებისათვის განხორციელებული დიასპორული ფულადი გზავნილები არ წარმოადგენს კანონით…

“მინდა, გამოვეხმაურო “გრანტების შესახებ” კანონში განხორციელებულ ცვლილებებს, რომელსაც მოყვა უამრავი გაუმართავი ინტერპრეტაცია, როგორც ადგილობრივი უსამშობლოებისგან, ასევე აგენტურული ექსპერტების მხრიდან. მათი ყალბი განმარტებების თანახმად, ეს ცვლილებები თითქოსდა ზღუდავს ჩვენი დიასპორელების მიერ ოჯახის წევრებისათვის სოციალური დახმარების სახით ფულადი სახსრების გადმოგზავნას.

რეალურად, „გრანტების შესახებ“ საქართველოს კანონში შეტანილი ცვლილებები მიზნად ისახავს:

მინდა, ჩვენი დიასპორის წარმომადგენლებისათვის მკაფიოდ განვმარტო, რომ კანონის რეგულირების საგანს წარმოადგენს მხოლოდ ის უცხოური ფინანსური სახსრები, რომლებიც მიზნად ისახავს საქართველოს ხელისუფლებაზე, სახელმწიფო დაწესებულებებზე ან საზოგადოების ნებისმიერ ნაწილზე პოლიტიკურ ზეგავლენას, აგრეთვე საქართველოს შიდა ან საგარეო პოლიტიკაში ნეგატიურ ჩარევას.

მიღებული ცვლილებები არ ვრცელდება დიასპორის წარმომადგენლების მიერ საყოფაცხოვრებო მიზნით გადმორიცხულ კერძო ფულად გზავნილებზე.

დიასპორის მიერ ოჯახის წევრებისთვის განხორციელებული პირადი ფულადი გზავნილები ატარებს სოციალური მხარდაჭერის ხასიათს და არ უკავშირდება უცხო ქვეყნის ხელისუფლების, უცხოური პოლიტიკური პარტიის ან უცხოური იურიდიული პირის მიზნებს.

ცალსახად აღვნიშნავ, რომ პირადი სოციალური დახმარებისათვის განხორციელებული დიასპორული ფულადი გზავნილები არ წარმოადგენს კანონით განსაზღვრულ „გრანტს“ და არ ექვემდებარება „გრანტების შესახებ“ საქართველოს კანონის რეგულირების საგანს.” – წერს ირაკლი ზარქუა.

https://www.facebook.com/100045540836278/posts/1619956669532345/?mibextid=wwXIfr&rdid=idiezo6mGVKOWCyN#