თბილისი --:--
ახლა. მოვლენათა ეპიცენტრში
LIVE
თენგიზ შარმანაშვილი: ზურგში დანა როგორ ჩავარტყით?! 5 მლნ დოლარი შევიტანეთ მასთან სახლში, საათები და ოქროს ზოდები დავალაგეთ, მერე ჩხრეკა მოვაწყვეთ და ეს ყველაფერი ამოვიღეთ?! – თვითონ ჩაირტყა ზურგში დანა სომხური მედია: ირანმა ფაშინიანს TRIPP-ის უსაფრთხოების უზრუნველყოფის პირობები წაუყენა ირაკლი ჭეიშვილი ღარიბაშვილზე: გამოძიებასთან თავად ითანამშრომლა და ბრალი აღიარა. სამართლიანად იხდის სასჯელს. აჯობებს საზოგადოებას უთხრას, საიდან ჰქონდა 12 მილიონი და ის სიმდიდრე, რაც მისი სახლიდან ამოიღეს კონგრესმენი ვიქტორია სპარცი: რა ირონიულია, რამდენიმე წლის წინ, პრორუსად მაცხადებდნენ იმის გამო, რომ უკრაინისთვის გაგზავნილი დახმარების მკაცრ კონტროლს ვითხოვდი – ხალხი ყოველთვის იხდის საფასურს იმ მთავრობისთვის, რომელსაც ირჩევს. უკრაინელები კი ამ ფასს სისხლით იხდიან ლევან სანიკიძე: დღევანდელი მდგომარეობით პარტიის ყოველდღიურ მენეჯმენტში ნაკლებად ვარ ჩართული. დროებითი პაუზის აღება, ჩემთვისაც მნიშვნელოვანი იყო
პოლიტიკა

ჯაბა ხუბუა: ე.წ. რიყის დოქების დემონტაჟზე ნაცსექტის ატეხილ აჟიოტაჟს რომ ვუყურებ, თვალწინ მიცოცხლდება სააკაშვილის რეჟიმის მიერ ჩადენილი ვანდალიზმის კადრები, როცა ადამიანებს წლების ნაშრომ-ნაწვალები კერძო საკუთრება დაუნგრიეს და საარსებო წყარო გადაუკეტეს

ჯაბა ხუბუა: ე.წ. რიყის დოქების დემონტაჟზე ნაცსექტის ატეხილ აჟიოტაჟს რომ ვუყურებ, თვალწინ მიცოცხლდება სააკაშვილის რეჟიმის…
x

ჟურნალისტი ჯაბა ხუბუა გავრცელებულ ინფორმაციაზე, რომ მერიამ „რიყის დოქების“ დემონტაჟის ნებართვა გასცა, ოპოზიციის მიერ ატეხილ აჟიოტაჟს ეხმიანება და ამბობს, რომ თვალწინ უდგება სააკაშვილის რეჟიმის მიერ ჩადენილი ვანდალიზმის კადრები.

მისივე თქმით, უტიფრობის აპოთეოზია, როცა აჭარაში, ფერიას მთაზე, მშენებარე სამონასტრო კომპლექსის დამანგრეველი და გლდანში ტაძრის კარების სატვირთო მანქანით შემლეწავი რეჟიმის წარმომადგენლები სააკაშვილის მიერ სოფო ნიჟარაძისათვის ბიუჯეტის მილიონებით აშენებული უფუნქციო ნაგებობის დემონტაჟზე მოთქვამენ.

„ე.წ. რიყის დოქების დემონტაჟზე ნაცსექტის მიერ ატეხილ აჟიოტაჟს რომ ვუყურებ, თვალწინ მიცოცხლდება სააკაშვილის რეჟიმის მიერ ჩადენილი ვანდალიზმის კადრები, როცა იმავე რიყეზე არსებულ რესტორნებს ბულდოზერები მიაყენეს და ადამიანებს, მათ შორის, აფხაზეთიდან დევნილ ოჯახებს, წლების ნაშრომ-ნაწვალები კერძო საკუთრება დაუნგრიეს და საარსებო წყარო გადაუკეტეს.
საერთოდ, უტიფრობის აპოთეოზია, როცა აჭარაში, ფერიას მთაზე, მშენებარე სამონასტრო კომპლექსის დამანგრეველი და გლდანში ტაძრის კარების სატვირთო მანქანით შემლეწავი რეჟიმის წარმომადგენლები სააკაშვილის მიერ სოფო ნიჟარაძისათვის ბიუჯეტის მილიონებით აშენებული უფუნქციო ნაგებობის დემონტაჟზე მოთქვამენ.“- წერს ხუბუა X-ზე.

მსგავსი სიახლეები.