— თბილისი --:--
ახლა. მოვლენათა ეპიცენტრში
LIVE
ლადო სადღობელაშვილი: ბიძინა ივანიშვილი არსად წასულა და არც არასდროს წავა თავისი ხალხის გვერდიდან. ის ყოველთვის იქ არის, სადაც საქართველოს და ჩვენს საზოგადოებას ყველაზე მეტად სჭირდება. სწორედ მის ირგვლივ, მის მიმართ უსაზღვრო ნდობასა და პატივისცემაშია გაერთიანებული ჩვენი მოსახლეობა თორნიკე ფაღავა: საქართველო ვერ გახდება ვერც ბუფერული ზონა და ვერც რუსეთის შემაკავებელი ფაქტორი, ვერც სუვერენიტეტს დათმობს და სახელმძღვანელოდ ვერ გაიხდის რეზოლუციებს, რომელიც სააკაშვილს – დადასტურებულ დამნაშავეს, პოლიტპატიმრად გვიცხადებს ლევან მახაშვილი: ევროპარლამენტმა თავი უნდა დაანებოს საქართველოს შიდა საქმეებში გაუმართლებელ, არაპროპორციულ ჩარევას. პატივი უნდა სცეს საქართველოს სუვერენიტეტს და ხალხის ნებას არჩილ ბერიძე: ბიძინა ივანიშვილისა და ფონდ „ქართუს“ მხარდაჭერით აღდგენილი ტაძრები, თეატრები და მუზეუმები, ლევილის ისტორიულ მამულზე ზრუნვა, იოანე-ზოსიმეს ხელნაწერის საქართველოში დაბრუნება ჩვენი ეროვნული მემკვიდრეობის დაცვის მნიშვნელოვანი მაგალითებია – ასე ვინარჩუნებთ ჩვენს ისტორიას და გადავცემთ მას მომავალ თაობებს პაატა კვიჟინაძე: რასაც არ უნდა ითხოვდეს ოპოზიცია, რომელიც ეკონომიკურ მაჩვენებლებს დააზიანებს, პოპულისტური გადაწყვეტილებების მიღება არ შეიძლება – არ დავუშვებთ, დაირღვეს ეკონომიკური პარამეტრები, ვიმუშავებთ, რომ იყოს მაღალი ეკონომიკური ზრდა, რაც საშუალებას მოგვცემს, ყოველწლიურად გავზარდოთ პენსიები
პოლიტიკა

ჯაბა ხუბუა: ნანუკა ჟორჟოლიანი რუს ნარკობარიგებსა და უკრაინელ დეზერტირებს ,,მამაც მებრძოლებს” ეძახის და ქართველ ემიგრანტებს მათთვის ფულს არიცხინებს

ჯაბა ხუბუა: ნანუკა ჟორჟოლიანი რუს ნარკობარიგებსა და უკრაინელ დეზერტირებს ,,მამაც მებრძოლებს” ეძახის და ქართველ ემიგრანტებს…

ამერიკაში მყოფ ქართველ ემიგრანტთა ერთ ჯგუფს 500-500 ლარი ჩაურიცხავს ქართულ საპატიმროში მყოფი ,,მამაცი მებრძოლებისათვის” – წერს ჟურნალისტი ჯაბა ხუბუა ნანუკა ჟორჟოლიანის ფეისბუქ პოსტის შესახებ, რომელშიც ჟორჟოლიანი ემიგრანტებს მადლობას უხდის იმისთვის, რომ „მამაცი მებრძოლების“ წინაშე მათი ვალი მოხდილია.

ხუბუას თქმით, ჟორჟოლიანი „მამაც მებრძოლებს“ უწოდებს მაგალითად, რუსეთის მოქალაქეებს, რომლებიც განსაკუთრებით დიდი რაოდენობის ნარკოტიკული საშუალების გასაღების მიზნით ფლობისათვის იხდიან სასჯელს, ან უკრაინის მოქალაქეებზე, რომლებიც რუსეთს უკრაინის ომში კი არა, თბილისში, რუსთაველის გამზირზე ,,ებრძვიან”.

„ნანუკა ჟორჟოლიანის ფეისბუქ პოსტიდან ვიგებთ, რომ ამერიკაში მყოფ ქართველ ემიგრანტთა ერთ ჯგუფს 500-500 ლარი ჩაურიცხავს ქართულ საპატიმროში მყოფი ,,მამაცი მებრძოლებისათვის.”
და არ იკითხავთ, ვინ არიან ჟირჟოლიანის ,,მამაცი მებრძოლები” ? ეს ის ხალხია, რომელიც თბილისში გამართულ საპროტესტო აქციებზე ჩადენილი ჯგუფური ძალადობისათვის იხდის სასჯელს! ანუ ,,მამაცი” მოძალადეები, რომლებმაც კანონი დაარღვიეს, თავს დაესხნენ პოლიციელებს, დაარბიეს და გადაწვეს თბილისის ცენტრი…
განსაკუთრებით საინტერესო ის არის, რომ ჟორჟოლიანს ,,მამაც მებრძოლთა” სიაში შეყვანილი ჰყავს რუსეთის მოქალაქეები – არტემ გრიბული და ანასტასია ზინოვკინა, რომლებიც განსაკუთრებით დიდი რაოდენობის ნარკოტიკული საშუალება ალფა-პივიპის გასაღების მიზნით ფლობისათვის იხდიან სასჯელს.
არაფერს ვამბობ ჟორჟოლიანის ,,მამაც მებრძოლთა” სიაში მყოფ უკრაინის მოქალაქეებზე – კუხარჩუკსა და კულანინზე, რომლებიც რუსეთს უკრაინის ომში კი არა, თბილისში, რუსთაველის გამზირზე ,,ებრძვიან”.
მოკლედ, ნანუკა ჟორჟოლიანი რუს ნარკობარიგებსა და უკრაინელ დეზერტირებს ,,მამაც მებრძოლებს” ეძახის და ქართველ ემიგრანტებს მათთვის ფულს არიცხინებს!
როგორც ინკვიზიციის კოცონზე შეგდებულმა იან ჰუსმა შესძახა – ,,ო, წმინდაო გულუბრყვილობავ!”- წერს ხუბუა.

მსგავსი სიახლეები.

ლადო სადღობელაშვილი: ბიძინა ივანიშვილი არსად წასულა და არც არასდროს წავა თავისი ხალხის გვერდიდან. ის ყოველთვის იქ არის… პოლიტიკა

ლადო სადღობელაშვილი: ბიძინა ივანიშვილი არსად წასულა და არც არასდროს წავა თავისი ხალხის გვერდიდან. ის ყოველთვის იქ არის, სადაც საქართველოს და ჩვენს საზოგადოებას ყველაზე მეტად სჭირდება. სწორედ მის ირგვლივ, მის მიმართ უსაზღვრო ნდობასა და პატივისცემაშია გაერთიანებული ჩვენი მოსახლეობა

9 წთ წინ2 წთ
თორნიკე ფაღავა: საქართველო ვერ გახდება ვერც ბუფერული ზონა და ვერც რუსეთის შემაკავებელი ფაქტორი, ვერც სუვერენიტეტს დათმობს… პოლიტიკა

თორნიკე ფაღავა: საქართველო ვერ გახდება ვერც ბუფერული ზონა და ვერც რუსეთის შემაკავებელი ფაქტორი, ვერც სუვერენიტეტს დათმობს და სახელმძღვანელოდ ვერ გაიხდის რეზოლუციებს, რომელიც სააკაშვილს – დადასტურებულ დამნაშავეს, პოლიტპატიმრად გვიცხადებს

23 წთ წინ5 წთ
ლევან მახაშვილი: ევროპარლამენტმა თავი უნდა დაანებოს საქართველოს შიდა საქმეებში გაუმართლებელ, არაპროპორციულ ჩარევას. პატივი… პოლიტიკა

ლევან მახაშვილი: ევროპარლამენტმა თავი უნდა დაანებოს საქართველოს შიდა საქმეებში გაუმართლებელ, არაპროპორციულ ჩარევას. პატივი უნდა სცეს საქართველოს სუვერენიტეტს და ხალხის ნებას

24 წთ წინ4 წთ