— თბილისი --:--
ახლა. მოვლენათა ეპიცენტრში
LIVE
ცოტნე ანანიძე კაია კალასის განცხადებაზე: ვინც მეორე ფრონტის საფრთხეზე იცინის, კიდევ ერთი აღიარება მოისმინოს ნინო ფოჩხუა: პრემიერი დაგვპირდა, რომ მომდევნო წლებშიც მთავრობა მაქსიმალურად ეცდება, 70 წლამდე პენსიონერებს პენსია ინდექსაციის წესის მიღმა გაუზარდონ ლიზა გეგეჭკორი: პრემიერი ატარებს ბრიფინგს პენსიების გაზრდის და სოციალური საკითხების გააქტიურების თემაზე, ამ ფონზე, გამოდიან მარტა კოსი და სხვები და დაგვძახიან, რომ ჩვენი ხელისუფლებაა აცდენილი ევროპულ გზას და უკრაინის ხელისუფლებაა ევროპის რელსებზე შემდგარი ლადო სადღობელაშვილი: სანამ სხვები პოპულისტობენ ხელისუფლება მოქმედებს – სწორედ ასე შეიძლება შეფასდეს პრემიერის ინიციატივა პენსიონერების მხარდასაჭერად. ირაკლი კობახიძის გადაწყვეტილებით, 70 წლამდე ასაკის პენსიონერებისთვის პენსია კანონით გათვალისწინებული 20 ლარის ნაცვლად 45 ლარით გაიზრდება ნიკოლოზ მეტრეველი : მივესალმები საქართველოს პრემიერ-მინისტრის, გადაწყვეტილებას,  70 წლამდე ასაკის პენსიონერებს, პენსია დაგეგმილი 20 ლარის ნაცვლად, 45 ლარით გაეზრდებათ
Uncategorized

ჯაბა ხუბუა: სახელმწიფომ, განსხვავებით ნაცების რეჟიმისაგან, მოძალადე პოლიციელები ღირსებისა და ვახტანგ გორგასლის ორდენებით კი არ დააჯილდოვა, როგორც სააკაშვილმა – მეგის ქარდავა, კოხტა კოდუა და სხვა ჯალათები, არამედ დაიჭირა და ციხეში ჩასვა

ჯაბა ხუბუა: სახელმწიფომ, განსხვავებით ნაცების რეჟიმისაგან, მოძალადე პოლიციელები ღირსებისა და ვახტანგ გორგასლის ორდენებით კი…

ჯაბა ხუბუა: სახელმწიფომ, განსხვავებით ნაცების რეჟიმისაგან, მოძალადე პოლიციელები ღირსებისა და ვახტანგ გორგასლის ორდენებით კი არ დააჯილდოვა, როგორც სააკაშვილმა – მეგის ქარდავა, კოხტა კოდუა და სხვა ჯალათები, არამედ დაიჭირა და ციხეში ჩასვა

სააკაშვილის მიხედვით, ,,ფილდ კომანდერის”, ხოლო სოფო ნიჟარაძის მიხედვით, ,,ძღვენის” სუნიანი ნოდარ მელაძის გადაცემის ანონსში გასულმა კადრებმა, რომელიც პოლიციელთა მიერ დაკავებული მოქალაქეების ცემას ასახავს, თავზარი დამცა და შემზარა, – წერს ჟურნალისტი ჯაბა ხუბუა X-ზე.

მისი განცხადებით, გაირკვა, რომ ძალადობის ფაქტი 2022 წელს მომხდარა, მოძალადე პოლიციელები კი დაუკავებიათ და მიუციათ სისხლის სამართლის პასუხისგებაში, განსხვავებით “ნაცების” რეჟიმისაგან, მოძალადე პოლიციელები ღირსებისა და ვახტანგ გორგასლის ორდენებით დააჯილდოვა.

“პირადად ჩემთვის, როგორც მოქალაქისა და როგორც ჟურნალისტისათვის, რომელიც მუდამ ვამხელდი და დღემდე ვამხელ სააკაშვილის რეჟიმის ძალოვანთა მიერ ადამიანების, მათ შორის, პატიმრების ცემასა და წამებას, პოლიციელთა მსგავსი ქმედებანი განსაკუთრებით აღმაშფოთებელია ყველა დროსა და ყველა ვითარებაში. ეს წითელი ხაზი და მორალური დემარკაციაა.
შვებით კი მაშინ ამოვისუნთქე, როცა შსს-ისა და პროკურატურის ოფიციალური განცხადება გავრცელდა: ძალადობის ფაქტი 2022 წელს მომხდარა, მოძალადე პოლიციელები კი დაუკავებიათ და მიუციათ სისხლის სამართლის პასუხისგებაში.
ე.ი. სახელმწიფომ, განსხვავებით ნაცების რეჟიმისაგან, მოძალადე პოლიციელები ღირსებისა და ვახტანგ გორგასლის ორდენებით კი არ დააჯილდოვა, როგორც სააკაშვილმა – მეგის ქარდავა, კოხტა კოდუა და სხვა ჯალათები, არამედ დაიჭირა და ციხეში ჩასვა. ხელისუფლებას, რომლითაც ქართველმა ხალხმა ჯალათებისა და მწამებლების რეჟიმი შეცვალა, სხვა უფლება არცა აქვს – სწორედ ასე უნდა მოქცეულიყო და მოიქცეს ყოველთვის.
რაც შეეხება კოლექტიურ ნოდარმელაძეს, ის მართლაც იმ ბიოლოგიური მასის სუნად ყარს, რომლის სიმყრალემ, თავის დროზე, სააკაშვილის სოფო ნიჟარაძეც კი შეაწუხა,” – წერს ხუბუა.

მსგავსი სიახლეები.

ირაკლი კირცხალია-ისლანდიაში 47% არ გამოვარდნილა და არ დაუწყია 53%-ისთვის იმის ძახილი, რომ პრორუსი ხარ, რევოლუციის მცდელობა… Uncategorized

ირაკლი კირცხალია-ისლანდიაში 47% არ გამოვარდნილა და არ დაუწყია 53%-ისთვის იმის ძახილი, რომ პრორუსი ხარ, რევოლუციის მცდელობა არ ჰქონიათ

10 სექტემბერი3 წთ
Uncategorized

ლიზა გეგეჭკორი: ნია იმნაძემ და ანასტასია ბერუაშვილმა გიგა ავალიანი პირდაპირ გაწირეს, ასეთი შემზარავი ტრაგედიის ფონზე, „ნაცები“ გამოცვივდნენ და ამ გაუგონარი ბოროტების შემოქმედთა ადვოკატებად მოგვევლინნენ – მათი პოლიტიკური დნმ, მათი იდეოლოგია მკვლელობაზე, დაუსჯელ ძალადობასა და სადიზმზეა დაფუძნებული, მოძალადე ყოველთვის იზიდავს და იცავს მოძალადეს

6 აგვისტო3 წთ
ნიკოლოზ სამხარაძე – შენი თანამოქალაქის გაჭირვება თუ უფრო ნაკლებ უბედურებად მიგაჩნია, ვიდრე უკრაინელის, მაშინ მორალსა და… Uncategorized

ნიკოლოზ სამხარაძე – შენი თანამოქალაქის გაჭირვება თუ უფრო ნაკლებ უბედურებად მიგაჩნია, ვიდრე უკრაინელის, მაშინ მორალსა და ზნეობაზე არ უნდა ილაპარაკო

5 აგვისტო2 წთ