თბილისი --:--
ახლა. მოვლენათა ეპიცენტრში
LIVE
თენგიზ შარმანაშვილი: ზურგში დანა როგორ ჩავარტყით?! 5 მლნ დოლარი შევიტანეთ მასთან სახლში, საათები და ოქროს ზოდები დავალაგეთ, მერე ჩხრეკა მოვაწყვეთ და ეს ყველაფერი ამოვიღეთ?! – თვითონ ჩაირტყა ზურგში დანა სომხური მედია: ირანმა ფაშინიანს TRIPP-ის უსაფრთხოების უზრუნველყოფის პირობები წაუყენა ირაკლი ჭეიშვილი ღარიბაშვილზე: გამოძიებასთან თავად ითანამშრომლა და ბრალი აღიარა. სამართლიანად იხდის სასჯელს. აჯობებს საზოგადოებას უთხრას, საიდან ჰქონდა 12 მილიონი და ის სიმდიდრე, რაც მისი სახლიდან ამოიღეს კონგრესმენი ვიქტორია სპარცი: რა ირონიულია, რამდენიმე წლის წინ, პრორუსად მაცხადებდნენ იმის გამო, რომ უკრაინისთვის გაგზავნილი დახმარების მკაცრ კონტროლს ვითხოვდი – ხალხი ყოველთვის იხდის საფასურს იმ მთავრობისთვის, რომელსაც ირჩევს. უკრაინელები კი ამ ფასს სისხლით იხდიან ლევან სანიკიძე: დღევანდელი მდგომარეობით პარტიის ყოველდღიურ მენეჯმენტში ნაკლებად ვარ ჩართული. დროებითი პაუზის აღება, ჩემთვისაც მნიშვნელოვანი იყო
პოლიტიკა

კახა ძაგანია: თანამედროვე გლობალური პოლიტიკა წინასწარ დაწერილ სცენარს მიჰყვება. უმაღლესი რანგის ფიგურები დღეს მხოლოდ დროებითი შემსრულებლების როლს ჯერდებიან. კირ სტარმერის მოულოდნელი კაპიტულაცია ამის ნათელი დასტურია. ის არ გადამდგარა, ის გაიწვიეს.

კახა ძაგანია: თანამედროვე გლობალური პოლიტიკა წინასწარ დაწერილ სცენარს მიჰყვება. უმაღლესი რანგის ფიგურები დღეს მხოლოდ…

“თანამედროვე გლობალური პოლიტიკა სულ უფრო ემსგავსება წინასწარ დაწერილ სცენარს, სადაც უმაღლესი რანგის ფიგურები მხოლოდ დროებითი შემსრულებლების როლს ჯერდებიან. კირ სტარმერის მოულოდნელი კაპიტულაცია და პოლიტიკური სივრციდან უკვალოდ გაქრობა ამ მძიმე ეპოქალური ტენდენციის უტყუარი დასტურია. ის არ გადამდგარა. ის უბრალოდ გაიწვიეს მას შემდეგ, რაც მასზე დაკისრებული მისია სრულად ამოიწურა.

მისი მმართველობის ეპოქა და საგარეო პოლიტიკური ვექტორი ნათლად აჩვენებს ამ მისიის რეალურ შინაარსს. განსაკუთრებით საყურადღებოა უკრაინის კრიზისის მიმართ გამოვლენილი მიდგომა, სადაც სწრაფი მშვიდობის ხელშეწყობის ნაცვლად, პროცესები გლობალური დაძაბულობის შენარჩუნებისკენ წარიმართა. ეს იყო არა დამოუკიდებელი სახელმწიფოს მეთაურის სტრატეგია, არამედ პირდაპირ დიპ სტეიტის ანუ არაფორმალური ოლიგარქიული მმართველობის დაკვეთა, რომლის ინტერესებშიც რეგიონში სტაბილურობის გადავადება შედიოდა.

სწორედ აღნიშნული არაფორმალური ოლიგარქიული მმართველობის პირდაპირი დავალება იყო საქართველოს წინააღმდეგ მიმართული უპრეცედენტო ზეწოლაც. კირ სტარმერის ხელითა და ფინანსური სანქციების პოლიტიკურ იარაღად გამოყენებით, დიპ სტეიტმა ჯერ ქართველი ხალხის მიერ ლეგიტიმურად არჩეული ხელისუფლების მოშლა სცადა, ხოლო შემდეგ დამოუკიდებელი ქართული მედიის ფინანსური განადგურება და დახურვა დაისახა მიზნად. ეროვნული ინსტიტუტებისა და თავისუფალი სიტყვის წინააღმდეგ მიმართული ეს აგრესია კიდევ ერთხელ ადასტურებს, თუ რა დაუნდობლად ებრძვის გლობალური ქსელი ეროვნულ სუვერენიტეტს.

როგორც კი ეს მასშტაბური დავალებები შესრულდა, აღნიშნული პოლიტიკური ფიგურის საჭიროება ავტომატურად გაქრა. კირ სტარმერი აღაზევა არაფორმალურმა მმართველობამ და ზუსტად იმავე უჩინარი ხელით იქნა ჩამოშორებული სცენიდან. ეს მოვლენა არის მკაცრი გაფრთხილება ყველა სუვერენული ერისთვის. ფასადური დემოკრატიის მიღმა იმალება სისტემა, რომელიც ლიდერებს იყენებს როგორც ერთჯერად ინსტრუმენტებს საკუთარი დღის წესრიგის გასატარებლად.” – კახა ძაგანია

მსგავსი სიახლეები.