თბილისი --:--
ახლა. მოვლენათა ეპიცენტრში
LIVE
ნინო ფოჩხუა:   შეწყალებულთა რიგებში მოხვდა ის ხალხი, ვისაც “პოლიტიკურ პატიმრებს” ეძახდა ოპოზიცია. ამ ხალხმა აღიარა დანაშაული, მოინანია და მიმართა პრეზიდენტს შეწყალების თხოვნით, რაც დაკმაყოფილდა – იმედი მაქვს, სხვა ბიჭებიც მიბაძავენ მეგობრებს, აღარ აღმოჩნდებიან გარე ძალების ბრძოლაში და ახალგაზრდობის საუკეთესო წლებს არ გაატარებენ ციხეში გია აბაშიძე: მარიამობის დღესასწაულზე პრეზიდენტმა საპროტესტო აქციებზე დანაშაულის ჩამდენი რამდენიმე პირი შეიწყალა – მათ დანაშაული აღიარეს, მოინანიეს და პრეზიდენტს შეწყალების თხოვნით მიმართეს. ხელისუფლების ეს გადაწყვეტილება მორიგი ჰუმანური აქტია ევროპარლამენტმა გამოაქვეყნა ახალი ფართომასშტაბიანი Eurobarometer-ის კვლევა, რომელიც ჩატარდა ევროკავშირის 27-ვე წევრ ქვეყანაში და მოიცავდა 26 421 რესპონდენტს. შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი Bloomberg: ხორბლის ფასებმა სამწლიან მაქსიმუმს მიაღწია, რადგან რუსეთი ომის ესკალაციისთვის ემზადება
პოლიტიკა

კახი კალაძე: გუშინ რაც ლილოს მიუსაფარი ძაღლების თავშესაფარში მოხდა, კატეგორიულად მიუღებელია. წარმოუდგენელია, ადამიანები შეიჭრნენ იქ, სადაც განთავსებული არიან ცხოველები, რომლებიც დაკვირვების ქვეშ იმყოფებიან – ეს იყო სპეკულაცია

კახი კალაძე: გუშინ რაც ლილოს მიუსაფარი ძაღლების თავშესაფარში მოხდა, კატეგორიულად მიუღებელია. წარმოუდგენელია, ადამიანები…

კახი კალაძემ ასევე ისაუბრა იმ ინფრასტრუქტურულ პროექტებზე, რომლებიც ლილოსა და გლდანში მიუსაფარ ცხოველებთან დაკავშირებით არსებული გამოწვევების მიმართულებით ხორციელდება.

„გარდა ამისა, ლილოს მუნიციპალიტეტში მიმდინარეობს შესაბამისი ინფრასტრუქტურული სამუშაოები, სადაც ხდება გაფართოება და გვექნება ძალიან მალე შესაძლებლობა დამატებითი 300 ძაღლის ვოლიერი გაკეთდეს, ასევე გლდანის რაიონში მიმდინარეობს ახალი თავშესაფრის პროექტის განხორციელება, რომელიც 500 ძაღლზეა გათვლილი და ეს ყველაფერი კეთდება იმისთვის, რომ იმ გამოწვევების მიმართ, რომელიც არსებობს ამ მიმართულებით და აწუხებს საზოგადოებას, ჩვენი მხრიდან იყოს მაქსიმალური ხელშეწყობა და თანადგომა,“- განაცხადა კახი კალაძემ.

კახი კალაძე სპეკულაციას უწოდებს ბოლო დღეებში მიუსაფარ ცხოველებთან დაკავშირებით განვითარებულ მოვლენებს და აცხადებს, რომ რაც თბილისი მერიამ ბოლო წლების განმავლობაში მიუსაფარი ცხოველების სტერილიზაცია-კასტრაციასთან დაკავშირებით სამუშაოები ჩაატარა, ასეთი არასდროს ჩატარებულა.

„მე გუშინ ვისაუბრე და დღესაც გავიმეორებ, სტერილიზაცია-კასტრაციის მიმართულებით ბოლო წლების განმავლობაში რაც დედაქალაქის მუნიციპალიტეტმა გააკეთა არასდროს არ გაკეთებულა, რაც, რა თქმა უნდა, მისასალმებელია და წინ გადადგმული ნაბიჯია, მაგრამ იმ ტიპის ქმედებები, რაც ჩვენ გუშინ ვნახეთ იყო სპეკულაციები, სიცრუე, ტყუილის გავრცელება, ეს არ არის სწორი და კატეგორიულად მიუღებელია. ამ ტიპის ქმედებებით, განცხადებებით და გადადგმული ნაბიჯებით სიძულვილს იწვევენ საზოგადოებაში, თუნდაც ძაღლების, მიუსაფარი ცხოველების მიმართ არ შეიძლება იმ ტიპის დამოკიდებულება, რომელიც ჩვენ გუშინ იქ კონკრეტული ადამიანებისგან ვიხილეთ,“- განაცხადა კახი კალაძემ.

მსგავსი სიახლეები.

ნინო ფოჩხუა: შეწყალებულთა რიგებში მოხვდა ის ხალხი, ვისაც “პოლიტიკურ პატიმრებს” ეძახდა ოპოზიცია. ამ ხალხმა აღიარა დანაშაული… პოლიტიკა

ნინო ფოჩხუა:   შეწყალებულთა რიგებში მოხვდა ის ხალხი, ვისაც “პოლიტიკურ პატიმრებს” ეძახდა ოპოზიცია. ამ ხალხმა აღიარა დანაშაული, მოინანია და მიმართა პრეზიდენტს შეწყალების თხოვნით, რაც დაკმაყოფილდა – იმედი მაქვს, სხვა ბიჭებიც მიბაძავენ მეგობრებს, აღარ აღმოჩნდებიან გარე ძალების ბრძოლაში და ახალგაზრდობის საუკეთესო წლებს არ გაატარებენ ციხეში

23 სთ წინ2 წთ
გია აბაშიძე: მარიამობის დღესასწაულზე პრეზიდენტმა საპროტესტო აქციებზე დანაშაულის ჩამდენი რამდენიმე პირი შეიწყალა – მათ… პოლიტიკა

გია აბაშიძე: მარიამობის დღესასწაულზე პრეზიდენტმა საპროტესტო აქციებზე დანაშაულის ჩამდენი რამდენიმე პირი შეიწყალა – მათ დანაშაული აღიარეს, მოინანიეს და პრეზიდენტს შეწყალების თხოვნით მიმართეს. ხელისუფლების ეს გადაწყვეტილება მორიგი ჰუმანური აქტია

23 სთ წინ2 წთ
ევროპარლამენტმა გამოაქვეყნა ახალი ფართომასშტაბიანი Eurobarometer-ის კვლევა, რომელიც ჩატარდა ევროკავშირის 27-ვე წევრ… პოლიტიკა

ევროპარლამენტმა გამოაქვეყნა ახალი ფართომასშტაბიანი Eurobarometer-ის კვლევა, რომელიც ჩატარდა ევროკავშირის 27-ვე წევრ ქვეყანაში და მოიცავდა 26 421 რესპონდენტს.

24 სთ წინ2 წთ