თბილისი --:--
ახლა. მოვლენათა ეპიცენტრში
LIVE
ზაალ ანჯაფარიძე: ფბ-ზე გადავაწყდი სააკაშვილის ერთ-ერთი დღემდე დაუსჯელი ჯალათის ნიკა გვარამიას მუქარას ნინო წილოსანის მიმართ – ხელისუფლებაში დავბრუნდები, დაგიჭერ, ყველაფერს გათქმევინებ. მყისიერად გაცოცხლდა მეხსიერებაში სისხლიანი 8 წელი ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, მარიამ ქვრივიშვილმა, პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძესთან ერთად კაჭრეთში „ამბასადორის საავიაციო სოფელი“ გახსნა. პროექტი, საქართველოში მცირე ავიაციის პოპულარიზაციას, საავიაციო ტურიზმის განვითარებასა და ქვეყნის საავიაციო რუკაზე კახეთის ახალ მიმართულებად დამკვიდრებას ისახავს მიზნად. დავით ნებიერიძე სააკაშვილზე: მისი ქმედებები უკიდურესად საზიანოა რეჟიმის წინააღმდეგ ბრძოლისთვის, თუმცა კიდევ უფრო საინტერესოა, როგორ ხსნიან ამას მისი მხარდამჭერები “ასავალ/დასავალის” ჟურნალისტი დომენტი ჩუბინიძე: ან მე, ან ღარიბაშვილმა, ან ნანუკა ჟორჟოლიანმა რა უნდა ვიცოდეთ ლაზარე ჯორბენაძეზე? ზეგ გამოქვეყნდება მისი მეორე მეუღლის, მზეონა ჟიჟილაშვილის ინტერვიუ, რომელიც ამტკიცებს, რომ ისაა ნამდვილი ცოლი ზურაბ გირჩი ჯაფარიძე: ის, რომ ციხეში არ არის ინტერნეტი და არ შემიძლია ვიკიპედიაზე შესვლა, რაღაცის „დაგუგლვა” – წამებასთან გათანაბრებულია
პოლიტიკა

ქართველიშვილი იუკნევიჩიენეს აღიარებაზე: 2022 წლამდე ევროკავშირის არანაირ გაფართოებაზე საუბარი არ იყო და საქართველოს ამ “ღია კარში” მხოლოდ იმისთვის ტოვებდნენ, რომ სამხედრო პოლიგონად გამოეყენებინათ “საერთო ევროპული ფასეულობების” დასაცავად. ჯილდოდ, თუ გადარჩებოდა, მიიღებდა გაწევრინების იმ “კასტრირებულ” პერსპექტივას, დღეს რომ უკრაინას და მოლდოვას სთავაზობენ

ქართველიშვილი იუკნევიჩიენეს აღიარებაზე: 2022 წლამდე ევროკავშირის არანაირ გაფართოებაზე საუბარი არ იყო და საქართველოს ამ “ღია…
x

ეს მონაკვეთი ყველაფრით “მშვენიერია” – იმის აღიარებით, რომ 2022 წლამდე ევროკავშირის არანაირ გაფართოებაზე საუბარი საერთოდ არ იყო და საქართველოს ამ “ღია კარებში”, ისევე როგორც ნატო-ს ორპირში მხოლოდ იმისთვის ტოვებდნენ, რომ “საათი იქს” დადგომისას – სამხედრო პოლიგონად გამოეყენებინათ “საერთო ევროპული ფასეულობების” დასაცავად. ჯილდოდ – თუ კი გადარჩებოდა, მიიღებდა გაწევრინების იმ “კასტრირებულ” პერსპექტივას – დღეს რომ უკრაინას და მოლდოვას სთავაზობენ, მორიგი ბუნდოვანი ნახევრადდაპირების სახით, –  წერს “ხალხის ძალის” წევრი, დავით ქართველიშვილი, ევროპარლამენტარ რასა იუკნევიჩიენეს ვიდეო მიმართვის შესახებ.

მისივე განცხადებით, ევროდეპუტატი პირდაპირ ამბობს, რომ უკრაინამ ეს ჯილდო განადგურებული ქვეყნით, მილიონობით მიგრანტით და ასი ათასობით მსხვერპლით დაიმსახურა და  ეს იყო ფასი, რომელიც საქართველოსაც უნდა გადაეხადა.

როგორც ქართველიშვილი აღნიშნავს, იუკნევიჩიენე კვლავ მიმართავს ვირტუალურ ქართველ ხალხს, “17 მაისის” ქართველობას კი ევრობიუროკრატები კვლავინდებურად არ იმჩნევენ, მსგავსად საკუთარი ალტერნატიული გეოგრაფიისა, სადაც საქართველო მხოლოდ მაშინ ჩანს რუკაზე, როდესაც “დემოკრატიის შუქურას” წარმოადგენს.

“პირდაპირ იძახის რასა – რომ უკრაინამ ეს ჯილდო დაიმსახურა: განადგურებული ქვეყნით, მილიონობით მიგრანტით და ასი ათასობით მსხვერპლით. ეს იყო ფასი – რომელიც საქართველოსაც უნდა გადაეხადა და “კრება ბედნიერი დარჩებოდა”. აქვე რასა კვლავ მიმართავს იმ ვირტუალურ ქართველ ხალხს, რომელმაც უნგრეთის დუნაის წყალი უნდა გადაისხას – ევროპელების “ამაყი” წოდება რომ დაიმსახუროს. “17 მაისის” ქართველობას კვლავინდებურად არ იმჩნევენ, მსგავსად საკუთარი ალტერნატიული გეოგრაფიისა, სადაც საქართველო მხოლოდ მაშინ ჩანს რუკაზე, როდესაც “დემოკრატიის შუქურას” წარმოადგენს.

თავის დროზე ეკონომიკური კავშირების საფუძველზე შექმნილმა დღევანდელმა ევრობიუროკრატიამ, 2008 წელს ცივი უარი განაცხადა ომში ჩათრეულ საქართველოს დახმარების გაწევასა და რუსეთისთვის სანქციების დაწესებაზე. მაგრამ, უკრაინა ხომ სულ “სხვა რამაა” – ამიტომაც მოხდა ბრიუსელის მყისიერი ტრანსფორმაცია სამხედრო ალიანსად, რომელმაც ევროინტეგრაციის საფასურად პირდაპირ დააწესა სისხლიანი ზვარაკის მსხვერპლშეწირვა. ამას გვთავაზობს რასა და ამ “ქართველი ხალხის” მხარდაჭერის იმედად რჩება…” – წერს დავით ქართველიშვილი სოციალურ ქსელში.

მსგავსი სიახლეები.

ზაალ ანჯაფარიძე: ფბ-ზე გადავაწყდი სააკაშვილის ერთ-ერთი დღემდე დაუსჯელი ჯალათის ნიკა გვარამიას მუქარას ნინო წილოსანის მიმართ… პოლიტიკა

ზაალ ანჯაფარიძე: ფბ-ზე გადავაწყდი სააკაშვილის ერთ-ერთი დღემდე დაუსჯელი ჯალათის ნიკა გვარამიას მუქარას ნინო წილოსანის მიმართ – ხელისუფლებაში დავბრუნდები, დაგიჭერ, ყველაფერს გათქმევინებ. მყისიერად გაცოცხლდა მეხსიერებაში სისხლიანი 8 წელი

3 სთ წინ1 წთ
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, მარიამ ქვრივიშვილმა, პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძესთან ერთად კაჭრეთში… პოლიტიკა

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, მარიამ ქვრივიშვილმა, პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძესთან ერთად კაჭრეთში „ამბასადორის საავიაციო სოფელი“ გახსნა. პროექტი, საქართველოში მცირე ავიაციის პოპულარიზაციას, საავიაციო ტურიზმის განვითარებასა და ქვეყნის საავიაციო რუკაზე კახეთის ახალ მიმართულებად დამკვიდრებას ისახავს მიზნად.

14 სთ წინ2 წთ
დავით ნებიერიძე სააკაშვილზე: მისი ქმედებები უკიდურესად საზიანოა რეჟიმის წინააღმდეგ ბრძოლისთვის, თუმცა კიდევ უფრო… პოლიტიკა

დავით ნებიერიძე სააკაშვილზე: მისი ქმედებები უკიდურესად საზიანოა რეჟიმის წინააღმდეგ ბრძოლისთვის, თუმცა კიდევ უფრო საინტერესოა, როგორ ხსნიან ამას მისი მხარდამჭერები

23 სთ წინ2 წთ