— თბილისი --:--
ახლა. მოვლენათა ეპიცენტრში
LIVE
ნინო ფოჩხუა: პრემიერი დაგვპირდა, რომ მომდევნო წლებშიც მთავრობა მაქსიმალურად ეცდება, 70 წლამდე პენსიონერებს პენსია ინდექსაციის წესის მიღმა გაუზარდონ ლიზა გეგეჭკორი: პრემიერი ატარებს ბრიფინგს პენსიების გაზრდის და სოციალური საკითხების გააქტიურების თემაზე, ამ ფონზე, გამოდიან მარტა კოსი და სხვები და დაგვძახიან, რომ ჩვენი ხელისუფლებაა აცდენილი ევროპულ გზას და უკრაინის ხელისუფლებაა ევროპის რელსებზე შემდგარი ლადო სადღობელაშვილი: სანამ სხვები პოპულისტობენ ხელისუფლება მოქმედებს – სწორედ ასე შეიძლება შეფასდეს პრემიერის ინიციატივა პენსიონერების მხარდასაჭერად. ირაკლი კობახიძის გადაწყვეტილებით, 70 წლამდე ასაკის პენსიონერებისთვის პენსია კანონით გათვალისწინებული 20 ლარის ნაცვლად 45 ლარით გაიზრდება ნიკოლოზ მეტრეველი : მივესალმები საქართველოს პრემიერ-მინისტრის, გადაწყვეტილებას,  70 წლამდე ასაკის პენსიონერებს, პენსია დაგეგმილი 20 ლარის ნაცვლად, 45 ლარით გაეზრდებათ დავით ჩიხელიძე: 70 წლამდე პენსიონერებისთვის პენსიის 45 ლარით ზრდა, ნაცვლად 20 ლარისა, წინ გადადგმული მნიშვნელოვანი ნაბიჯია და კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს იმას, რომ მოქალაქეებზე ზრუნვა ხელისუფლების საქმიანობის განუყოფელი ნაწილია
მსოფლიო

კიშენეუს აეროპორტში ევაკუაცია გამოცხადდა, ადგილზე გამნაღმველები იმყოფებიან

კიშენეუს აეროპორტში ევაკუაცია გამოცხადდა, ადგილზე გამნაღმველები იმყოფებიან

კიშენეუს აეროპორტის მუშაობა დროებით შეჩერებულია, გამოცხადებულია ევაკუაცია.

ადგილობრივი მედიის ცნობით, ერთ-ერთი მგზავრის ბარგში, სავარაუდოდ, ასაფეთქებელი ნივთიერება აღმოაჩინეს.

ადგილზე იმყოფებიან სასაზღვრო პოლიციის წარმომადგენლები და შინაგან საქმეთა სამინისტროს სპეციალიზებული დანაყოფები, მათ შორის გამნაღმველები.

ყველა მგზავრი და აეროპორტის თანამშრომელი შენობიდან გამოიყვანეს.

რეისებზე რეგისტრაცია შეჩერებულია, ზოგიერთი რეისი, შესაძლოა, გადაიდოს ან გადამისამართდეს სხვა აეროპორტში.