“კოდას” წარმოების დირექტორი გიორგი ავალიანი: წლიდან წლამდე უარესდება ჩვენი მდგომარეობა ქსელურ მარკეტებში – ე.წ. ქეშბექი ყოველწლიურად იმატებს, ყოველი ახალი გახსნილი მაღაზიის მოსაკრებელს ვიხდით ერთჯერადად 500-დან 3000 ლარამდე, რათა ამ ობიექტზე ჩვენი პროდუქცია გაიყიდოს

„ე.წ ქეშბექი, რომელიც განხილვის საგანი არის , წლიდან წლამდე მატულობს. დღევანდელი მოცემულობით დაახლოებით 22-25 %-მდე მერყეობს „ქეშბექი“ ქსელურ მარკეტებთან, არ აქვს მნიშვნელობა კონკრეტულად რომელიმეს, ზოგადად ბაზარზე ასეთი მდგომარეობაა. ჩვენი პროდუქციის გასაყიდი ერთეულის ღირებულების, ამასთანავე ყოველი ახალი გახსნილი მაღაზიის მოსაკრებელს ვიხდით ერთჯერადად 500, 1000, 2000 და 3000 ლარამდეც ადის როცა ჰიპერმარკეტებს ვეხებით, ოღონდ შეიძლება ეს ქსელური მარკეტი გაფართოვდეს და 8 ან 10 ობიექტი გახსნას, შესაბამისად, 10-ჯერ მეტი თანხა მაქვს გადასახდელი მე. რათა ამ ობიექტზე ჩვენი პროდუქცია გაიყიდოს. შესაბამისად აღნიშნული პრობლემად და გამოწვევად რჩება ჩვენთვის,“- განაცხადა გიორგი ავალიანმა.

უახლესი

მსგავსი სტატიები