— თბილისი --:--
ახლა. მოვლენათა ეპიცენტრში
LIVE
ნინო ფოჩხუა: პრემიერი დაგვპირდა, რომ მომდევნო წლებშიც მთავრობა მაქსიმალურად ეცდება, 70 წლამდე პენსიონერებს პენსია ინდექსაციის წესის მიღმა გაუზარდონ ლიზა გეგეჭკორი: პრემიერი ატარებს ბრიფინგს პენსიების გაზრდის და სოციალური საკითხების გააქტიურების თემაზე, ამ ფონზე, გამოდიან მარტა კოსი და სხვები და დაგვძახიან, რომ ჩვენი ხელისუფლებაა აცდენილი ევროპულ გზას და უკრაინის ხელისუფლებაა ევროპის რელსებზე შემდგარი ლადო სადღობელაშვილი: სანამ სხვები პოპულისტობენ ხელისუფლება მოქმედებს – სწორედ ასე შეიძლება შეფასდეს პრემიერის ინიციატივა პენსიონერების მხარდასაჭერად. ირაკლი კობახიძის გადაწყვეტილებით, 70 წლამდე ასაკის პენსიონერებისთვის პენსია კანონით გათვალისწინებული 20 ლარის ნაცვლად 45 ლარით გაიზრდება ნიკოლოზ მეტრეველი : მივესალმები საქართველოს პრემიერ-მინისტრის, გადაწყვეტილებას,  70 წლამდე ასაკის პენსიონერებს, პენსია დაგეგმილი 20 ლარის ნაცვლად, 45 ლარით გაეზრდებათ დავით ჩიხელიძე: 70 წლამდე პენსიონერებისთვის პენსიის 45 ლარით ზრდა, ნაცვლად 20 ლარისა, წინ გადადგმული მნიშვნელოვანი ნაბიჯია და კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს იმას, რომ მოქალაქეებზე ზრუნვა ხელისუფლების საქმიანობის განუყოფელი ნაწილია
პოლიტიკა

ლადო სადღობელაშვილი გიორგი დავითაძის საქმეზე: დავითაძის კრიმინალური ბიოგრაფია წლების განმავლობაში გრძელდება და სისტემატურ ხასიათს ატარებს

ლადო სადღობელაშვილი გიორგი დავითაძის საქმეზე: დავითაძის კრიმინალური ბიოგრაფია წლების განმავლობაში გრძელდება და სისტემატურ…

გიორგი დავითაძის კრიმინალური ბიოგრაფია წლების განმავლობაში გრძელდება და სისტემატურ ხასიათს ატარებს: 2013 წელი- სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე (იარაღი) და 19-108-ე მუხლებით (განზრახ მკვლელობის მცდელობა) — გათავისუფლდა გირაოთი. 2014 წელი: მსგავსი ბრალდებით (236-ე მუხლი) — კვლავ გირაო. 2015–2017 წლები: ბრალდებები ხულიგნობის, იარაღისა და ძალადობის მუხლებით (239, 236, 125). 2019–2020 წლები: ჯგუფური ხულიგნობა და მუქარა (239-ე და 151-ე მუხლები). 2021–2023 წლები: ჯანმრთელობის განზრახ ნაკლებად მძიმე დაზიანება და მუქარა (120 და 151 მუხლები), – წერს ანალიტიკოსი ლადო სადღობელაშვილი სოციალურ ქსელში.

ანალიტიკოსის თქმით, დავითაძეს პოლიციელზე ცეცხლსასროლი იარაღით თავდასხმის მცდელობისთვის 17 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა, ასევე , გაჩნდა ეჭვი, რომ მან უცხო საგანი გადაყლაპა დეესკალიაციის ოთახში, თუმცა ეს ფაქტი დადასტურებული არ არის. მისივე თქმით, პატიმრის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ საბოლოო დასკვნისთვის შესაბამისი სამედიცინო შეფასებაა საჭირო, რაზეც დავითაძე უარს აცხადებს.

„სახელმწიფო ინტერესები და საზოგადოებრივი უსაფრთხოება დგას უპირველეს ადგილზე. დაუშვებელია, რომ მრავალგზის ნასამართლევმა, განსაკუთრებით მძიმე დანაშაულებისთვის მსჯავრდებულმა პირმა, პენიტენციური სისტემის წინააღმდეგ შანტაჟისა და მანიპულაციის იარაღად გამოიყენოს საკუთარი ჯანმრთელობა.
გიორგი დავითაძის კრიმინალური ბიოგრაფია წლების განმავლობაში გრძელდება და სისტემატურ ხასიათს ატარებს:
2013 წელი: სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე (იარაღი) და 19-108-ე მუხლებით (განზრახ მკვლელობის მცდელობა) — გათავისუფლდა გირაოთი. 2014 წელი: მსგავსი ბრალდებით (236-ე მუხლი) — კვლავ გირაო. 2015–2017 წლები: ბრალდებები ხულიგნობის, იარაღისა და ძალადობის მუხლებით (239, 236, 125). 2019–2020 წლები: ჯგუფური ხულიგნობა და მუქარა (239-ე და 151-ე მუხლები). 2021–2023 წლები: ჯანმრთელობის განზრახ ნაკლებად მძიმე დაზიანება და მუქარა (120 და 151 მუხლები).
უმძიმესი განაჩენი და დღევანდელი რეალობა… ბოლოს დავითაძემ ზომას გადააჭარბა: მან პოლიციელს ცეცხლსასროლი იარაღიდან ესროლა. მართლმსაჯულებამ მას კანონიერი და მკაცრი განაჩენი გამოუტანა – 17 წლით თავისუფლების აღკვეთა (სსკ-ის 236 და 19, 109-ე მუხლები — დამამძიმებელ გარემოებაში განზრახ მკვლელობის მცდელობა). რაც შეეხება დესკალაციის ოთახის პროვოკაციას: მან ზუსტად იცის თავისი რეალური სასჯელის სიმძიმე, მიმართავს კლასიკურ პატიმრულ მანიპულაციას. როგორც ირკვევა, დესკალაციის სივრცეში ყოფნისას გავრცელდა ინფორმაცია, თითქოს მან რაღაც საგანი გადაყლაპა. თუმცა, რეალობა სრულიად სხვაა: არ არსებობს არანაირი მტკიცებულება, რომ მას რეალურად რამე ჩაეყლაპა. ფაქტი არ ფიქსირდება. პატიმარი კატეგორიულად უარს აცხადებს ექოსკოპიურ კვლევაზე, რაც პირდაპირ მიუთითებს იმაზე, რომ საქმე გვაქვს არა ჯანმრთელობის რეალურ პრობლემასთან, პირიქით მორიგ იაფფასიან შანტაჟთან სისტემის წინააღმდეგ. ე.წ. დეესკალიაციის ოთახში არსებული „ნივთები” არ იძლევა იმის ვარაუდს რომ მათი გადაყლაპვით პატიმარს შეიძლება რაიმე სახის ჯანმრთელობის პრობლემა შეექმნას. ყოველივე ეს მხოლოდ იმის ილუსტრაციაა, თუ რაზეა წამსვლელი კრიმინალი ყურადღების მისაქცევად. სახელმწიფო არ უნდა დანებდეს კრიმინალურ შანტაჟს! კანონის წინაშე ყველა თანასწორია, ხოლო პენიტენციური სისტემა მკაცრად იცავს როგორც წესრიგს, ისე თითოეული მსჯავრდებულის ჯანმრთელობის პროტოკოლს, მიუხედავად მათი მანიპულაციური მცდელობებისა. მოვუწოდებთ ყველას, თავი შეიკავონ დაუდასტურებელი და მანიპულაციური ინფორმაციის გავრცელებისგან. სახელმწიფო დგას კანონის, წესრიგისა და თითოეული მოქალაქის უსაფრთხოების სადარაჯოზე!“ – წერს ლადო სადღობელაშვილი.

მსგავსი სიახლეები.

ნინო ფოჩხუა: პრემიერი დაგვპირდა, რომ მომდევნო წლებშიც მთავრობა მაქსიმალურად ეცდება, 70 წლამდე პენსიონერებს პენსია… პოლიტიკა

ნინო ფოჩხუა: პრემიერი დაგვპირდა, რომ მომდევნო წლებშიც მთავრობა მაქსიმალურად ეცდება, 70 წლამდე პენსიონერებს პენსია ინდექსაციის წესის მიღმა გაუზარდონ

12 სთ წინ2 წთ
ლიზა გეგეჭკორი: პრემიერი ატარებს ბრიფინგს პენსიების გაზრდის და სოციალური საკითხების გააქტიურების თემაზე, ამ ფონზე, გამოდიან… პოლიტიკა

ლიზა გეგეჭკორი: პრემიერი ატარებს ბრიფინგს პენსიების გაზრდის და სოციალური საკითხების გააქტიურების თემაზე, ამ ფონზე, გამოდიან მარტა კოსი და სხვები და დაგვძახიან, რომ ჩვენი ხელისუფლებაა აცდენილი ევროპულ გზას და უკრაინის ხელისუფლებაა ევროპის რელსებზე შემდგარი

12 სთ წინ2 წთ
ლადო სადღობელაშვილი: სანამ სხვები პოპულისტობენ ხელისუფლება მოქმედებს – სწორედ ასე შეიძლება შეფასდეს პრემიერის ინიციატივა… პოლიტიკა

ლადო სადღობელაშვილი: სანამ სხვები პოპულისტობენ ხელისუფლება მოქმედებს – სწორედ ასე შეიძლება შეფასდეს პრემიერის ინიციატივა პენსიონერების მხარდასაჭერად. ირაკლი კობახიძის გადაწყვეტილებით, 70 წლამდე ასაკის პენსიონერებისთვის პენსია კანონით გათვალისწინებული 20 ლარის ნაცვლად 45 ლარით გაიზრდება

12 სთ წინ3 წთ