— თბილისი --:--
ახლა. მოვლენათა ეპიცენტრში
LIVE
ირაკლი კირცხალია პრემიერის გადადგომის შესახებ გავრცელებულ ხმებზე: პოლიტსაბჭოს და უმრავლესობის სხდომაზე ბიძინა ივანიშვილმა ყველაზე მეტი სწორედ ირაკლი კობახიძეზე ისაუბრა, უკლებლივ ყველა სიტყვა იყო საქებარი ნანა კაკაბაძე: რაც არ უნდა „ბიძინას რეჟიმი“ დაარქვან ყველაფერს, ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ ამ „რეჟიმმა“ ფარდა ახადა და სააშკარაოზე გამოიტანა სააკაშვილის მმართველობის დროინდელი ფორმები და მეთოდები ტრამპი: ვფიქრობ, არჩევნების ჩატარება აუცილებელია, რადგან არავინ მეუბნება, რომ უკრაინის მოსახლეობა კმაყოფილია, როცა რაკეტები მათ საცხოვრებელ კორპუსებს ხვდება მაკა ბოჭორიშვილი: საქართველოს გაკეთებული აქვს განაცხადი, 2027 წელს გახდეს ეუთო-ს თავმჯდომარე ქვეყანა – ვფიქრობთ, რომ საქართველო არის რელევანტური ამ ორგანიზაციის თავმჯდომარეობისთვის, ყველა იმ გამოწვევის გათვალისწინებით, რომელიც ჩვენი ქვეყნის წინაშე დგას და ყველა იმ შესაძლებლობის გათვალისწინებით, რომელიც რეგიონში ჩვენს ქვეყანას აქვს არგენტინაში უნივერსიტეტების დაფინანსების მოთხოვნით გამართულ აქციაზე დემონსტრანტებსა და პოლიციას შორის შეტაკება მოხდა
პოლიტიკა

ლადო სადღობელაშვილი: როგორ აიხსნება სააკაშვილის და ბოკერიას ერთ პლატფორმაში ყოფნა? ეს არის დასავლური პატრონების, დამფინანსებლების ძიებაში მყოფი დაბეჩავებული ოპოზიციის “კნავილი” – “აგერ ვართ და გამოგვიყენეთ”!

ლადო სადღობელაშვილი: როგორ აიხსნება სააკაშვილის და ბოკერიას ერთ პლატფორმაში ყოფნა? ეს არის დასავლური პატრონების…

რას ნიშნავს სააკაშვილის და ბოკერიას “ერთ სივრცეში” გამოჩენა დღეს? ანუ როგორ აიხსნება მათი ერთ პლატფორმაში ყოფნა? – პირდაპირ და ცალსახად შეიძლება ითქვას რომ ეს არ არის იდეოლოგიური გაერთიანება, ეს უფრო ტაქტიკური გაერთიანებაა, ე.წ. პრაგმატული ნაბიჯი საერთო მიზნისთვის – ხელისუფლების წინააღმდეგ კოორდინაცია. უპირველეს ყოვლისა ეს გაერთიანება არის სიგნალი დასავლეთისთვის:
“ოპოზიცია ერთიანდება და მზადაა პასუხისმგებლობისთვის”, – წერს ანალიტიკოსი, ლადო სადღობელაშვილი, სოციალურ ქსელში.

მისი განცხადებით, ოპოზიცია ემზადება ცხელი და დატვირთული მაისისთვის, სწორედ ამიტომ დასჭირდათ ჩეხეთიდან იგორ ბლაჟევიჩის ჩამოყვანაც.

სადღობელაშვილის თქმით, 26 მაისს დაანონსებულ ოპოზიციის აქციაზე, უნდა ველოდოთ, რომ მათი გეგმა იქნება “მსხვერპლი”, რამაც უნდა შეასრულოს მაპროვოცირებელი ეფექტი რევოლუციისათვის.

“2016 წლის შემდეგ გიგა ბოკერია და მიხეილ სააკაშვილი ერთ გაერთიანებაში არ ყოფილან.
2016 წლის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ, უფრო ზუსტად კი, 2017-ში მოხდა გაყოფა, ბოკერია გამოვიდა ნაცმოძიდან და შექმნა “ევროპული საქართველო”, შევიდა პარლამენტში (სააკაშვილის ნაცმოძისგან განსხვავებით) და გამოცხადდა საპარლამენტო მთავარ ოპოზიციურ ძალად…

რას ნიშნავს მათი “ერთ სივრცეში” გამოჩენა დღეს? ანუ როგორ აიხსნება მათი ერთ პლატფორმაში ყოფნა?

“ოპოზიციური ალიანსის” გააქტიურების კვალდაკვალ ციხიდან აქტიურდება სააკაშვილიც, რომლის წერილების ქვეტექსტშიდაც ნათლად იკითხება, მისი ერთპიროვნულ ლიდერად გამოცხადების დაუოკებელი სურვილი და სააკაშვილი პრაქტიკულად აცხადებს მზაობას ამაში სოლიდური თანხაც გადაიხადოს (თანხის წარმომავლობაზე მე ნაწილობრივ ვისაუბრე წინა პოსტში სადაც ვახსენე ბნი თემურ ალასანია და სამომავლოდ უფრო კონკრეტულად ჩავშლი) … მეტიც პირდაპირ სცენარზედაც საუბრობს – “ქართული რევოლიციური გზა…”

იქ სადაც ბოკერიაა საქმეში არ არსებობს “ალიანსმა” დაუშვას 4 ოქტომბრის შეცდომა და დათქვას რევოლიუციის დღე! თუმცა ყველა კარგად ხვდება რომ საუბარია 26 მაისზე! საუბარია ცხელ და მაქსიმალურად დატვირთულ მაისზე! სწორედ ამიტომ დასჭირდათ ჩეხეთიდან იგორ ბლაჟევიჩის ჩამოყვანაც… ემზადებიან!

და მაინც რას უნდა ველოდოთ 26 მაისამდე და 26 მაისი შემდეგ?

მსგავსი სიახლეები.

ირაკლი კირცხალია პრემიერის გადადგომის შესახებ გავრცელებულ ხმებზე: პოლიტსაბჭოს და უმრავლესობის სხდომაზე ბიძინა ივანიშვილმა… პოლიტიკა

ირაკლი კირცხალია პრემიერის გადადგომის შესახებ გავრცელებულ ხმებზე: პოლიტსაბჭოს და უმრავლესობის სხდომაზე ბიძინა ივანიშვილმა ყველაზე მეტი სწორედ ირაკლი კობახიძეზე ისაუბრა, უკლებლივ ყველა სიტყვა იყო საქებარი

13 სთ წინ2 წთ
ნანა კაკაბაძე: რაც არ უნდა „ბიძინას რეჟიმი“ დაარქვან ყველაფერს, ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ ამ „რეჟიმმა“ ფარდა ახადა და… პოლიტიკა

ნანა კაკაბაძე: რაც არ უნდა „ბიძინას რეჟიმი“ დაარქვან ყველაფერს, ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ ამ „რეჟიმმა“ ფარდა ახადა და სააშკარაოზე გამოიტანა სააკაშვილის მმართველობის დროინდელი ფორმები და მეთოდები

2 დღის წინ10 წთ
ტრამპი: ვფიქრობ, არჩევნების ჩატარება აუცილებელია, რადგან არავინ მეუბნება, რომ უკრაინის მოსახლეობა კმაყოფილია, როცა რაკეტები… პოლიტიკა

ტრამპი: ვფიქრობ, არჩევნების ჩატარება აუცილებელია, რადგან არავინ მეუბნება, რომ უკრაინის მოსახლეობა კმაყოფილია, როცა რაკეტები მათ საცხოვრებელ კორპუსებს ხვდება

2 დღის წინ1 წთ