— თბილისი --:--
ახლა. მოვლენათა ეპიცენტრში
LIVE
ალექსანდრე რაქვიაშვილი: ვერ დავიჯერებ, რომ ვინმე ჭკუათმყოფელია სამყაროში, ვინც გვარამიასნაირ პარტიაზე ფსონს დადებს ნიკოლ ფაშინიანი: სომხეთს არ აქვს განზრახული რუსეთთან ურთიერთობების გაწყვეტა ან გაუარესება – პირიქით, ეს ურთიერთობები კიდევ უფრო უნდა განვითარდეს ცოტნე ანანიძე კაია კალასის განცხადებაზე: ვინც მეორე ფრონტის საფრთხეზე იცინის, კიდევ ერთი აღიარება მოისმინოს ნინო ფოჩხუა: პრემიერი დაგვპირდა, რომ მომდევნო წლებშიც მთავრობა მაქსიმალურად ეცდება, 70 წლამდე პენსიონერებს პენსია ინდექსაციის წესის მიღმა გაუზარდონ ლიზა გეგეჭკორი: პრემიერი ატარებს ბრიფინგს პენსიების გაზრდის და სოციალური საკითხების გააქტიურების თემაზე, ამ ფონზე, გამოდიან მარტა კოსი და სხვები და დაგვძახიან, რომ ჩვენი ხელისუფლებაა აცდენილი ევროპულ გზას და უკრაინის ხელისუფლებაა ევროპის რელსებზე შემდგარი
პოლიტიკა

ლადო სადღობელაშვილი: ვერ ვხვდები რატომ უკვირს “პრადვინუტებს” საქართველოში სამმართველოს შექმნა, რომელიც გააკონტროლებს სიძულვილის ენას- სახელმწიფოები წლებია ქმნიან სპეციალიზებულ დანაყოფებს, რომლებიც აკვირდებიან სოციალურ ქსელებში ძალადობისკენ მოწოდებას, ტერორისტულ პროპაგანდას თუ მუქარებს

ლადო სადღობელაშვილი: ვერ ვხვდები რატომ უკვირს “პრადვინუტებს” საქართველოში სამმართველოს შექმნა, რომელიც გააკონტროლებს…

„გერმანია ყველაზე ცნობილი მაგალითი, გერმანიაში ამ მიმართულებით მუშაობს Federal Criminal Police Office (BKA), რომელსაც აქვს სპეციალური მექანიზმები ონლაინ სიძულვილის დანაშაულების გამოსავლენად და გამოსაძიებლად.
2025 წელს გერმანიის პოლიციამ ერთდროულად ათეულობით საცხოვრებელ ბინაზე ჩაატარა ჩხრეკა ონლაინ სიძულვილის ენისა და მუქარების გამო. გამოძიება ეხებოდა სოციალურ ქსელებში გამოქვეყნებულ პოსტებს, მათ შორის პოლიტიკოსებისა და ქალების მიმართ მუქარებსა და შეურაცხმყოფელ განცხადებებს.
გერმანიაში სოციალური ქსელები ვალდებულნი არიან მძიმე დანაშაულის შემცველი პოსტების შესახებ ინფორმაცია სამართალდამცავებს გადასცენ. ამისთვის შეიქმნა ცენტრალური შეტყობინებების სისტემა.