თბილისი --:--
ახლა. მოვლენათა ეპიცენტრში
LIVE
ჯაბა ხუბუა: არც პირადად მე და ინციდენტში მონაწილე არცერთ ადამიანს ელიზბარაშვილის წინააღმდეგ საჩივარი არ შეუტანია, საქმე აღძრა სამართალდამცავმა უწყებამ. სხვა ყველაფერი დანარჩენი არის დაინტერესებული მხარის ინტერპრეტაცია და მტკნარი სიცრუე, რომელსაც რეალობასთან არავითარი კავშირი არა აქვს ცოტნე ანანიძე ლაზარე ჯორბენაძის გარდაცვალების საქმეზე: ერთადერთი, რაც გამოკითხული ოპოზიციონერების ინტერვიუებიდან ჩანს, არის ის, რომ ღარიბაშვილის წერილმა ოპოზიციაში ავანტიურისტ-მეზღაპრეთა კლუბი ჩამოაყალიბა თამთა მეგრელიშვილი ელიზბარაშვილზე: პროკურატურის განცხადების საფუძველზე, მიმაჩნია, რომ რესტორანში იარაღით უკან მიბრუნების ფაქტი მხოლოდ ყოფით კონფლიქტად ვერ შეფასდება. აღნიშნული გარემოებები ქმნის სამართლებრივ საფუძველს, რომ საქმე სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნების ჭრილში შეფასდეს ედიშერ გვენეტაძე ელიზბარაშვილზე: იმ ადამიანებისთვის, რომლებიც შესაძლო დამნაშავის დაკავებას უკბილოდ აპროტესტებენ, ალბათ უფრო ხელსაყრელი იქნებოდა, ადგილზე სროლა ატეხილიყო და უკეთეს შემთხვევაში, ვინმე დაჭრილიყო, რადგან ასეთ შემთხვევაში მათ გაცილებით მეტი საწიოკო და საპროპაგანდო მასალა ექნებოდათ გიორგი გამსახურდია რომან გოცირიძეს: ყველა თქვენნაირი დაკომპრილი და უსახური გგონიათ. იმდენი არც კი იცით, ბიძინაზე რამე რომ იყოს, თუნდაც იოტისხელა გადაცდომა, მთელი აგენტურა, ფეხზე დადგებოდა და საჯაროდ ააფრიალებდა, თითიდან გამოწოვილი ბინძური ჭორების მაგიერ
პოლიტიკა

ლაშა გეგეჭკორი: ერთ მხარეს დგას ბიძინა ივანიშვილი, რომელმაც გადაარჩინა ათასობით ადამიანი. სადღაც ფსკერზე კი დგას მამუკა ხაზარაძე, რომელსაც სასამართლომ თაღლითის სტატუსი დაუდგინა. ახლა, თავისივე ჯიბის ტელევიზიის ხელით ცდილობს, ჩირქი მოსცხოს ისტორიულ ქველმოქმედებას

ლაშა გეგეჭკორი: ერთ მხარეს დგას ბიძინა ივანიშვილი, რომელმაც გადაარჩინა ათასობით ადამიანი. სადღაც ფსკერზე კი დგას მამუკა…

„როდესაც გგონია, რომ რადიკალურმა ოპოზიციამ და მათმა პროპაგანდისტულმა მანქანამ ყველა შესაძლო ფსკერი ჩაანგრია, მაშინვე, იქვე ჩნდება ტვ პირველად მონათლული ტვ უკანასკნელი და გაჩვენებს, რომ თურმე კიდევ უფრო ქვევით დაცემაც შეუძლიათ“- წერს ჟურნალისტო ლიზა გეგეჭკორის „ტვ პირველის“ მიერ გავრცელებული ინფორმაციის შესახებ, რომ თითქოს „ქველმოქმედებისთვის შექმნილი ფონდიდან ივანიშვილები პროცენტიან სესხს გასცემენ“.

გეგეჭკორი წერს, რომ თავად იმდენად არიან ჩაძირულები სიბინძურესა და ანგარებაში, რომ წარმოუდგენლად მიაჩნიათ, ვინმეს უბრალოდ, უანგაროდ უყვარდეს საკუთარი სამშობლო და ხალხი.

„ტელევიზია, რომელიც სრულად იმართება მათი მევახშე დამფინანსებლის, სასამართლოს მიერ არაერთგზის თაღლითად გამოცხადებული მამუკა ხაზარაძის მიერ, პირდაპირ გულისამრევ ცილისწამებაზე გადავიდა საქართველოს ისტორიაში ყველაზე დიდ ქველმოქმედის, ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ.

ერთ მხარეს დგას ბიძინა ივანიშვილი, ადამიანი, რომელმაც საკუთარი სახსრებით გადაარჩინა ქართული კულტურული მემკვიდრეობა; ააშენა და აღადგინა ასობით ეკლესია-მონასტერი, თეატრები, სკოლები, უნიკალური პარკები; გადაარჩინა ათასობით ადამიანი, გასწია ყველაზე დიდი ქველმოქმედება და საკუთარი და ოჯახის სიცოცხლის რისკის ფასად მოაცილა ამ ქვეყანას ჯალათების რეჟიმი, მილიარდები დახარჯა საკუთარი ქვეყნის უანგარო მსახურებაში.

სადღაც ფსკერზე კი დგას მამუკა ხაზარაძე – კაცი, რომლის სახელიც ათასობით ოჯახის გაუბედურებასთან, სახლებიდან გამოსახლებასთან და დაუნდობელ მევახშეობასთან ასოცირდება. ადამიანი, რომელსაც ოფიციალურად სასამართლომ თაღლითის სტატუსი დაუდგინა.

და ახლა, ეს დადასტურებული თაღლითი, თავისივე ჯიბის ტელევიზიის ხელით, ცდილობს ჩირქი მოსცხოს უპრეცედენტო, ისტორიულ ქველმოქმედებას! რა არის ეს, თუ არა მორალური ფსკერის საბოლოო და შეუქცევადი ჩალეწვა?

თავად იმდენად არიან ჩაძირულები სიბინძურესა და ანგარებაში, რომ წარმოუდგენლად მიაჩნიათ, ვინმეს უბრალოდ, უანგაროდ უყვარდეს საკუთარი სამშობლო და ხალხი. მათ უნდათ, რომ ყველა და ყველაფერი საკუთარ, მიწასთან გასწორებულ მორალურ დონეზე დაიყვანონ, რადგან სხვისი კეთილშობილების ფონზე მათი სიმახინჯე კიდევ უფრო თვალსაჩინო ხდება.

მაგრამ ტყუილად ირჯებიან. ქართველმა ხალხმა ძალიან კარგად იცის, ვინ ვინ არის. ისტორიას ვერცერთი დაკვეთილი სიუჟეტი და ვერცერთი გაყიდული ჟურნალისტი ვერ გადაწერს. სიმართლე ერთია: ერთის სახელი ისტორიაში რჩება როგორც უდიდესი ქველმოქმედის და აღმშენებლის, მეორესი კი – თუ საერთოდ შევა ისტორიაში, შევა როგორც ჩვეულებრივი თაღლითი და მევახშე!“- წერს გეგეჭკორი.

მსგავსი სიახლეები.

პოლიტიკა

ჯაბა ხუბუა: არც პირადად მე და ინციდენტში მონაწილე არცერთ ადამიანს ელიზბარაშვილის წინააღმდეგ საჩივარი არ შეუტანია, საქმე აღძრა სამართალდამცავმა უწყებამ. სხვა ყველაფერი დანარჩენი არის დაინტერესებული მხარის ინტერპრეტაცია და მტკნარი სიცრუე, რომელსაც რეალობასთან არავითარი კავშირი არა აქვს

3 სთ წინ2 წთ
ცოტნე ანანიძე ლაზარე ჯორბენაძის გარდაცვალების საქმეზე: ერთადერთი, რაც გამოკითხული ოპოზიციონერების ინტერვიუებიდან ჩანს, არის… პოლიტიკა

ცოტნე ანანიძე ლაზარე ჯორბენაძის გარდაცვალების საქმეზე: ერთადერთი, რაც გამოკითხული ოპოზიციონერების ინტერვიუებიდან ჩანს, არის ის, რომ ღარიბაშვილის წერილმა ოპოზიციაში ავანტიურისტ-მეზღაპრეთა კლუბი ჩამოაყალიბა

6 სთ წინ1 წთ
თამთა მეგრელიშვილი ელიზბარაშვილზე: პროკურატურის განცხადების საფუძველზე, მიმაჩნია, რომ რესტორანში იარაღით უკან მიბრუნების… პოლიტიკა

თამთა მეგრელიშვილი ელიზბარაშვილზე: პროკურატურის განცხადების საფუძველზე, მიმაჩნია, რომ რესტორანში იარაღით უკან მიბრუნების ფაქტი მხოლოდ ყოფით კონფლიქტად ვერ შეფასდება. აღნიშნული გარემოებები ქმნის სამართლებრივ საფუძველს, რომ საქმე სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნების ჭრილში შეფასდეს

7 სთ წინ4 წთ